Skip to content

ავტორიზაცია

ალეკო ელისაშვილი

21 აპრილი, 2010 - 15:44

პირველი აქცია იმელის გადასარჩენად შარშან, სექტემბრის მიწურულს გავმართეთ. მაშინ კომპანია "დაბი ჯგუფის" წარმომადგენლებმა შენობის დანგრევის მოტივად საფლავის ქვების აღმოჩენა დაასახელეს.  "შენობის საძირკველში საფლავის ქვები და საბჭოთა ეპოქის სატუსაღო აღმოჩნდა და ამიტომ ინვესტორებს განზახული აქვთ მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტის დანგრევა" - გვაუწყებდა 2009 წლის 25 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედი". რეპორტაჟში იმელის მფლობელი საივესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფის" წარმომადგენელი გიორგი სეთურიძე არ მალავდა,  შენობის დანგრევა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

25 თებერვალი, 2010 - 13:26

მერიამ მაჯობა, დამასწრო. წინა წერილში პირობა დავდე, რომ მერიის ჩინოვნიკებზე ადრე დავწერდი ახალ წერილს და მოგითხრობდით, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, მაგრამ დამასწრეს  და პასუხი მალე გამომიგზავნეს.

11 თებერვალი, 2010 - 16:51

ბუნებრივია, დაგაბნევდათ ეს სათაური, თანაც ორი, მაგრამ დაბნევა მაშინ უნდა გენახათ, როდესაც წელს  21 იანვარს, ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს მერიის შენობიდან გამოვიტანე ჩვენი ორგანიზაციის, "ტფილისის ჰამქრის" მერიისადმი მიმართვის პასუხი და იქ, გზადაგზა საოცრებები ამოვიკითხე. საქმე იმაშია, რომ გასული წლის 7 დეკემბერს თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარმა" წერილით მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთი მეტად საინტერესო საბჭოს სხდომებზე დასწრება.

30 სექტემბერი, 2009 - 22:55
იმელის მშენებლობის პროცესი, 1937 წელი
ბოლშევიკური კონტრრევოლუციის (რაც რეალურად 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალება იყო) შემდეგ სხვა უამრავ ბრიყვულ იდეას შორის ერთი ასეთი იდეაც გაჩნდა - "ტრანსციმბირული სარკინიგზო მაგისტრალის ცარისტული ლიანდაგები ავყაროთ და ახალი, რევოლუციური ლიანდაგები დავაგოთო". ლენინმა სათანადოდ დასცინა და უარყო ეს იდეა.