,,გუშინ დაზღვევის ვაუჩერი რომ მოგეცით, ფული არ უნდა გადაგეხადათ ჩემთვის?!" უსაყვედურა მოქალაქემ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის აგენტს. ,,- სხვა სადაზღვევოში მითხრეს, ვაუჩერი ჩვენი კომპანიის დაზღვევის პოლისში რომ გადაგეცვალა, 25 ლარს მოგცემდითო. ხოდა, ან 30 გადამიხადეთ, ან დამიბრუნეთ ჩემი ვაუჩერი უკან!"
საქმე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ჯანმრთელობის დაზღვევს ეხება, რომელიც ამ წლის თებერვლიდან სამწლიანი გახდა. პროგრამის ფარგლებში ოჯახებს ურიგდება სახელმწიფო ვაუჩერები, რომლებიც სასურველი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო მომსახურების პაკეტებში უნდა გადაცვალონ.