რომ არა გუშინწინდელი რვასაათიანი "ქრონიკა", არაფრით არ გამახსენდებოდა, რომ 24 იანვარს 6 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი პრეზიდენტი სულ ახალია. არ მახსოვს საინფორმაციო გამოშვება, სადაც ან სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგებზე არ იყოს ორწუთიანი სიუჟეტი, ან ვინმე მთავრობიდან ლენტს არ ჭრიდეს ან მშიერს არ აპურებდეს, ან პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა მაინც არ იყოს. შესაბამისად განცდა მაქვს, რომ სულ არჩევნებია, რომ ეს არჩევნები სულ სააკაშვილის გამარჯვებით მთავრდება და ჩვენი პრეზიდენტიც სულ ახალია.