Skip to content

ავტორიზაცია

რუსუდან ფანოზიშვილი

15 ივლისი, 2010 - 15:55

მე-14 საჯარო სკოლის დირექტორის გადადგომის საკითხი სკოლის სამეურვეო საბჭომ  უკვე მესამედ განიხილა .

31 მაისი, 2010 - 21:23

ეუთო-სა და ევროსაბჭოს კონგრესმა საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შეაფასეს.   მათი დასკვნის მიხედვით,  ბოლო არჩევნები აქამდე ჩატარებულებს შორის  ყველაზე პროგრესული იყო, თუმცა, არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი დაფიქსირდა.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კი,  რამაც შემდგომში ხარვეზები გამოიწვია, ეუთო-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ელჩებმა თვითონ კანონმდებლობა და მისი აღსრულების პროცესი  დაასახელეს, რომელიც  ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

28 აპრილი, 2010 - 15:50

ძლივს მოვწყდი ტელევიზორს და ინტერნეტს, სადაც ყველა გიგი უგულავას მცხობელის, ფანჯრების  მწმენდავის, ყასბის და უბრალოდ მშრომელის ახლად აღმოჩენილ ნიჭზე საუბრობდა და წავედი საქმეზე: ”ალუმნაის კლუბის პირველი შედეგების ” გასაგებად 1-ელ საჯარო სკოლაში.

25 აპრილი, 2010 - 17:05

ჭერმის წყალსაცავზე წყლის დონემ დაახლოებით 50 სანტიმეტრით დაიწია. ველისციხეში წყალდიდობის საფრთხე შემცირდა. თუმცა სოფელში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება.

24 აპრილი, 2010 - 16:43

ჭერემის წყალსაცავზე წლის დონემ ოდნავ დაიკლო. თუმცა ხევისუბანი წყალდიდობის რისკის ქვეშ ჯერ ისევ რჩება. დილის 5 საათიდან წყალსაცავზე წუხელ შეფერხებული მუშაობა განახლდა. თუმცა ახლა ჭერემში ტბის დალექილი მილის ამოწმენდას და სადინართან მორღვეული კედლის გამაგრებას აღარ ცდილობენ.

24 აპრილი, 2010 - 02:43

 თემო ბარძიმაშვილი
კოკისპირული წვიმის გამო ჭერემის წყალსადენზე სამუშაოები შეფერხდა . ამის შესახებ წყალსადენიდან კახეთის გუბერნატორის მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს შეატყობინეს. ველისციხეში კი წყალდიდობის საფრთხე კიდევ უფრო გაძლიერდა.

24 აპრილი, 2010 - 02:05

ველისციხელებს სახლებს გარეთ მეორე ღამის გათენება მოუხდათ და ყოველ წუთს ისევ წყალდიდობის მოვარდნას ელიან. ჭერემის წყალსაცავის ადიდების საშიშროება არ მოხსნილა. გეოლოგები, მყვინთავები, სპეცრაზმის, პატრულის, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები უკვე ორი დღეა, წყალსაცავის შეკეთებას ცდილობენ.

13 აპრილი, 2010 - 13:30
 georgien.blogspot.com

ზეზვას ერთ–ერთი მთავარი მისიის შესრულება - ”ნაწილაკის გასროლა” - ძალიან გაუჭირდება. ამისთვის სუპერპარტნიორის აღგზნებაა საჭირო. ამასობაში, მისი ისტორიული პარტნიორი მზია თურმე სუპერ სივრცეში ცხოვრობს - მრავალგანზომილებიან სივრცეში.

24 თებერვალი, 2010 - 17:43

"გურული მივიდა მაღაზიაში და სიგარეტი მოითხოვა. კოლოფს აწერია: "თამბაქო იწვევს კიბოს". მაინც გინდაო? - ეკითხება გამყიდველი. "მომეცი, მაინც მინდაო."
მეორე დღეს მივიდა და მეორე კოლოფს აწერია: "სიგარეტის მოწევა იწვევს იმპოტენციას. " ... დაფიქრდა და გამყიდველს ეუბნება: "კიბოს რომ იწვევს, ის მომეციო..."  
26 იანვარი, 2010 - 19:08

12-22 იანვარი განათლების სისტემაში დიდი ცვლილებების კვირეული იყო. სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დამატება კი - ის კომპონენტი, რომელსაც, ჩემი წარმოდგენით, მთლიანად უნდა შეეცვალა მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ცხოვრება. ბუნებრივია, მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ სკოლებში.

ისე წავედი 20-ში დილით  სკოლების ჩამოსავლელად, რომ წინასწარ ინტერვიუზე არავის შევთანხმებივარ. სულ ასე ვაკეთებდი ხოლმე - როცა პედაგოგების ანდა მოსწავლეების აზრი მაინტერესებდა სკოლებში პირდაპირ მივდიოდი, შესვენებაზე ანდა გაკვეთილების შემდეგ - ყველას იოლად ვესაუბრებოდი.