საახალწლო ბარათები თბილისის მერის სახელით ყველა პენსიონერმა რომ მიიღო რამდენიმე ხნის წინ, ამაზე ნინო ლომაძემ დაწერა (http://liberali.ge/node/1140), მაგრამ სხვა კონტექსტში. მე კი სულ სხვა ამბავი უნდა გიამბოთ. ამ ამბავმა შეიძლება გაგაცინოთ და გაგამხიარულოთ იმიტომ, რომ თვითონ ისინიც კი გამხიარულდნენ, ვისაც თავს გადახდა. თუმცა, როცა ეიფორია გაგივლით, მიხვდებით, რომ უფრო სერიოზულადაა საქმე.
აი, ამბავიც: ქალაქის მერს ერთი პატარა "ჩეპე" მოუვიდა. გიგი უგულავამ თავის ადრესატებს მისწერა: