Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედვედევი ცხინვალში

06 აგვისტო 2009
13 ივლისს, მოსკოვის დროით 13 საათზე აეროპორტში დაეშვა ვერტმფრენი, რომელმაც ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩამოიყვანა.
ამ დღემდე რუსეთის არც ერთ პრეზიდენტს და საბჭოთა კავშირის არც ერთ გენერალურ მდივანს ამ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს.
«დაახლოებით პირველის ნახევრისთვის გამოვედი თეატრის მოედანზე. მთავრობის სახლთან ჩოჩქოლი იყო. კიბეებზე წითელ ხალიჩას აფენდნენ, ყვავილები დაჰქონდათ აქეთ-იქით, გიჟებივით დარბოდნენ. ეტყობა, ვიღაც სტუმარი ჩამოდისო, - ვთქვით იქ შეკრებილებმა, მაგრამ აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მედვედევი იქნებოდა», - ჰყვება ცხინვალში მცხოვრები  თემური.
უმაღლესი რანგის სტუმრის ჩამოსვლის შესახებ თავად რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მედვედევის ვიზიტამდე ერთი საათით ადრე შეიტყო.
ამას ადასტურებს ინფორმაციისა და ბეჭდვის მინისტრთან  ირინა გაგლოევასთან გამართული შეხვედრაც, სადაც ადგილობრივი ჟურნალისტები დაპატიჟეს. შეხვედრა 13-ში დილით გაიმართა. მინისტრმა ჟურნალისტები გააფრთხილა, - ხუთი დღის ვადაში რესპუბლიკაში მედვედევის ვიზიტს ველითო. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გაგლოევას მობილურმა დარეკა. ხაზზე პრეზიდენტი კოკოითი იყო. «დღეს მედვედევი ჩამოდის», - უთხრა მან გაგლოევას. ზუსტად 30 წუთში რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალში იყო.
«ნახევარ საათში ჩამაცვეს. კაბაც არ მქონდა მოწესრიგებული. ზოგი რაღაცას აუთოვებდა, ზოგი ღილს აკერებდა, სხვები მაკიაჟს მიკეთებდნენ. მოკლედ, ფართხა-ფურთხით გამომაწყვეს», - ჰყვება ბედნიერებისგან გაბრწყინებული 20 წლის მარინა. ის ახლა ცხინვალში ნამდვილი ვარსკვლავია - პრეზიდენტმა მედვედევმა მისი მიწოდებული ხაბიზგინი გასინჯა.
«ხელში ცხელი ღვეზელი მეჭირა, ღუმელიდან ორი წუთის წინ ამოიღეს, სასწრაფოდ, 20 წუთში გამოაცხვეს... როცა მომიახლოვდა, მუხლები ამიკანკალდა. პრეზიდენტი მედვედევი ცხოვრებაში ისეთი ახალგაზრდა, სიმპათიური და თავაზიანი ყოფილა», - უკვე მეასედ ჰყვება მარინა მედვედევთან შეხვედრის დეტალებს.
სტალინის ქუჩაზე, მთავრობის სახლთან პრეზიდენტების კორტეჟის გაჩერებისას რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. მანქანიდან რუსეთის პრეზიდენტი რომ გადმოვიდა, მათ ახლობლებთან მობილურებით რეკვა ატეხეს.
ხალხი მას მქუხარე ტაშით შეხვდა. მხოლოდ ერთ სიტყვას გაიძახოდნენ: «მადლობა!»[pagebreak]
სახელმწიფო ანსამბლმა «სიმდიმ» ნაციონალური სიმღერა «აისაი ანაზაი» შეასრულა. სტუმარმა ოსურ ხაბიზგინს გაუსინჯა გემო და ახლად მოხარშული ლუდი დააყოლა. პროტოკოლური ფოტოსესია ორიოდე წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტები იღიმოდნენ და ერთხელ გადაეხვივნენ კიდეც ერთმანეთს.
ლანა, ცხინვალელი ჟურნალისტი ჰყვება: «მიუხედავად იმისა, რომ მედვედევის ვიზიტი სამხრეთ ოსეთში ძალიან ხანმოკლე იყო, მან თავისი ადამიანური და ჯენტლმენური თვისებების გამოვლენა მოასწრო. ერთ-ერთ ჟურნალისტ გოგონას დიქტოფონი დაუვარდა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მამაკაცური ინსტინქტით დაიხარა მის ასაღებად».
ოფიციალურ შეხვედრებზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა მთავრობის სახლში ორმოც წუთს გრძელდებოდა. შემდეგ პრეზიდენტ მედვედევს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. შენობიდან გამოსულს მოედანზე უკვე ზღვა ხალხი ელოდა. «მად - ლო- ბა!» - ყვიროდა ხალხი. მოკრძალებული ღიმილით მედვედევი მიკროფონთან მივიდა და ხალხს აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის თავად გადაუხადა მადლობა.
ცხინვალის დათვალიერება დაიწყო მეხუთე სკოლიდან, სადაც ოსეთის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალია.
მედვედევმა ასევე მოინახულა რუსული სამხედრო ბაზა და ქალაქში რამდენიმე წუთს ისეირნა.
როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში აცხადებენ, მედვედევი უკმაყოფილო დარჩა აღდგენითი სამუშაოებით. 
ომიდან თითქმის წელიწადი გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა რესპუბლიკას სოლიდური ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, ქალაქი ისევ დანგრეულია და ხალხი კარვებში ცხოვრობს.
წყაროები ცხინვალის ხელისუფლებიდან ამბობენ, რომ მედვედევს კოკოითისთან მკაცრი საუბარი ჰქონდა და სხვა საკითხებთან ერთად ოსეთის პარლამენტის ბოლო ინიციატივაც გააკრიტიკა (დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მიიღონ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ედუარდ კოკოითის მესამე ვადით არჩევის უფლებას მისცემს). მედვედევმა კოკოითის მიანიშნა, რომ კონსტიტუციის შეცვლა მიზანშეწონილი არ არის.
ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხოვრებოვი ამბობს, რომ რუსეთის მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის მიმართ მუდმივი არ იქნება. «ოსეთის პოლიტიკურმა აზროვნებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნა - ოსებზეა დამოკიდებული, რამდენად მყარ რესპუბლიკას შექმნიან ისინი დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მათთვის არის განსაზღვრული, ანუ პუტინი-მედვედევის მმართველობის პერიოდში. რა იქნება მერე, არავინ იცის», - ამბობს იგი.
მედვედევი ლენინგორის რაიონსა და ჯავაშიც ჩავიდა. ჯავაში დიმიტრი ანატოლის ძეს ოსური სუფრა დაახვედრეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ვისარიონ ასეევი იმ უმცირესობაშია, რომელმაც საერთო ეიფორიის ფონზე მედვედევის ვიზიტი გააკრიტიკა. «ობამა რომ მოსკოვში ჩავიდა, იგი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტს სურდა, თავად შეექმნა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ რუსეთში. დიმიტრი მედვედევის ვიზიტის დროს კი ეს არ ყოფილა. თუმცა, ჩემი აზრით, მას მაინც ჰქონდა საშუალება, შეეფასებინა არსებული მდგომარეობა. ის ფაქტი, რომ მისი ვიზიტის შემდეგ ცხინვალს რუსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრი სერგეი შოიგუ ესტუმრა, სწორედ ამას მოწმობს; ანუ, მედვედევმა იცის, რომ სამხრეთ ოსეთი ამ ხელისუფლების პირობებში კოლაფსში იმყოფება», - განაცხადა მან. 
ამ ვიზიტმა რამდენიმე საათით ააფორიაქა აგვისტოს ომის შემდეგ დათრგუნული ცხინვალის დუნე ცხოვრება. მედვედევმა სამხრეთ ოსეთში დაახლოებით ოთხი საათი დაჰყო. მის სტუმრობას კი აქ კიდევ დიდხანს გაიხსენებენ, რადგან ცხინვალის  მოსახლეობისთვის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი მის მიერ აღიარებულ რესპუბლიკას გასაჭირში მომავალშიც არ დატოვებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^