Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა კეთდება ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურის დონის ამაღლებისთვის

28 აპრილი 2016

საქართველო  რამდენიმე თვეში  ევროკავშირთან  გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და მათ კულტურაზე?

ამ კითხვაზე პასუხის მიღების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს:  „აზერბაიჯანელების კულტურის ცენტრს“ და „სიუხვის კულტურულ ცენტრს“ დავუკავშირდით. „აზერბაიჯანელების კულტურის ცენტრი“ მარნეულში მდებარეობს. ორგანიზაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით,  მათი მთავარი ამოცანა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების განათლების დონის ამაღლებაა.  ამ მიზნით ისინი ჟურნალ-გაზეთებს უშვებენ და კულტურულ-სოციალურ ღონისძიებებსაც ახორციელებდნენ, მაგრამ ორგანიზაციას ამჟამად დაფინანსება არ აქვს, რაც მის საქმიანობაზეც აისახა.

"სიუხვის კულტურის ცენტრი“ შეხვედრების და სხა კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გარდა, ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე მხატვრული ლიტერატურის  თარგმნასაც უწყობს ხელს.

ანარ რაფიგოღლუ ამბობს, რომ კულტურის განვითარებისთვის ცენტრები უნდა არსებობდეს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან არსებული კულტურის ცენტრები უპატრონოდ არის მიტოვებული. ასეთ ვითარებაში კულტურის განვითარებაზე საუბარი არ შეიძლება. ეთნიკურ  აზერბაიჯანელებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მათ მხარდაჭერა არ აქვთ“.

ანარი კულტურის განვითარებისთვის აუცილებელ  ღონისძიებებზე საუბრობს: „წიგნის მიმართ ინტერესი უნდა გაიზარდოს. გამოფენები და კონცერტები უნდა მოეწყოს.  ისე არ უნდა იყოს, რომ ჩვენ დავუკრათ და ჩვენვე  ვიცეკვოთ. ჩვენი კულტურა სხვა ერებსაც უნდა ვაჩვენოთ.“

მხატვარი ალი ალიევი კი კულტურის ცენტრების არაეფექტურ საქმიანობაზე საუბრობს. ალი ამბობს, რომ ისინი მეტწილად უსარგებლო საქმიანობას ეწევიან და რომ მათთვის გამოყოფილი თანხით კულტურის დონის ასამაღლებლად უფრო მეტი საქმის გაკეთება შეიძლება. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ საკითხში სახელმწიფოზე მეტად მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს: „ჩვენ თავად უნდა წავწიოთ ჩვენი თავი წინ, მეცნიერებისა და ხელოვნების მნიშვნელობა უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ თუ თავად არ ვიაქტიურებთ,  მთავრობისგან რას უნდა ველოდოთ?“  ალი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სკოლებში განათლების დონის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს.

კავკასიური სახლის კულტურის ცენტრის წარმომადგენელი, თეა გალდავა აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით ეთნიკური უმცირესობების განათლების დონის ამაღლებისთვის უფრო ბევრი რამ კეთდება: “ჩვენ არ ვიცით, როგორ და რითი ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში. თბილისიდან ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში რამდენიმე საათით ჩასვლა, მისალმება და კეთილი სურვილების გამოთქმა პოლიტიკა არ არის. სერიოზული და რეალური საქმის კეთებაა საჭირო. ასე მაგალითად, ჩვენს ცენტრში აზერბაიჯანელი თარჯიმნის, ოქტაი ქაზიმოვის თარგმანების საფუძველზე ორენოვანი ლიტერატურული ანთოლოგია დაიბეჭდა. 10 წლის წინანდელთან  პერიოდთან შედარებით,  დღეს ეთნიკურიი აზერბაიჯანელებისთვის უფრო ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების განყოფილების დირექტორის მოადილე, ირინა საკანელიძე „ეთნიკური უმცირესობების კულტურული მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრობს: იმართება გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები. გარდა ამისა, გამოდის გაზეთი „საქართველო“. ამასთან ერთად „მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები ეწყობა და იმართება ფილმების ჩვენება. სამინისტრო აფინანსებს პროექტს  - „აზერბაიჯანული ფარდაგები”. ამ პროექტის ფარგლებში რეგიონებში ფარდაგების  ქსოვის ხელოვნება ისწავლება. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  კი აზერბაიჯანული ფარდაგების გამოფენები იმართება.”

ჩვენ აზერბაიჯანული თეატრების მდგომარეობითაც დავინტერესდით. გაირკვა, რომ საქართველოში არსებული აზერბაიჯანული თეატრებიდან არცერთი არ ფუნქციონრებს. თეატრის შენობები ჩამონგრეულია და სპექტაკლები არ იმართება

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტისფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელიათბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების
მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდებისსამეფოს საელჩოს პოზიციას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^