Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არ მოჭრა!"

12 მაისი 2012

„არ მოჭრა! - ამ მოთხოვნით აქცია დღეს თბილისში, დედა-ენის ბაღში გაიმართა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არიან. არასამთავრობოები, სტუდენტები და ადგილობრივი მცხოვრებლები თბილისის სხვადასხვა უბანში ხეების მასშტაბურ მოჭრას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა ხეებზე ფურცლები დაამაგრეს, წარწერით „არ მოჭრა!" ბაღის დაცვამ მათი მოხსნა მოითხოვა, „თუ მიაკრავთ, პატრულს გამოვიძახებთ." თუმცა, აქციის დასრულებამდე ბაღში პატრული არ გამოჩენილა.

„არ მოჭრა! - ამ მოთხოვნით აქცია დღეს თბილისში, დედა-ენის ბაღში გაიმართა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არიან. არასამთავრობოები, სტუდენტები და ადგილობრივი მცხოვრებლები თბილისის სხვადასხვა უბანში ხეების მასშტაბურ მოჭრას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა ხეებზე ფურცლები დაამაგრეს, წარწერით „არ მოჭრა!" ბაღის დაცვამ მათი მოხსნა მოითხოვა, „თუ მიაკრავთ, პატრულს გამოვიძახებთ." თუმცა, აქციის დასრულებამდე ბაღში პატრული არ გამოჩენილა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ მათ ღია პოლიტიკაზე სურთ შეთანხმების მიღწევა. „გვესმის, რომ ქალაქის განვითარება და განახლება ზოგჯერ ხეების მოჭრასაც მოითხოვს. მაგრამ გვინდა, რომ დადგენილი წესები გონივრული და გამჭვირვალე იყოს. უნდა ვიცოდეთ, რა და რატომ იჭრება. მოქალაქეებს აუხსნან, რატომ ჭრიან მათ სახლებთან ასწლოვან ნარგავებს. უნდა არსებობდეს ერთიანი და ნათელი პოლიტიკა.  მოქალაქეებსა და ქალაქის ხელისუფლებას შორის კონსტრუქციულ დიალოგს მოვითხოვთ."

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „მწვანე ალტერნატივის" თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე მერიისგან კონკრეტული დასკვნების ჩვენებას მოითხოვს. „ქალაქის მერი სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს უნდა შეგვხვდეს  და აგვიხსნას, რატომ ხდება საღი ხეების მოჭრა. აგვიხსნან, დაგვიდასტურონ, რატომ და როგორ უქმნის ეს ხეები საფრთხეს მოსახლეობას. არ არსებობს ისეთი დასკვნები და კვლევები, რომელიც აჩვენებდა, რომ ეს ხეები დაავადებულია და მოსაჭრელია, ან საკომუნიკაციო სისტემას აზიანებს. თუ არსებობს, გვაჩვენონ. ჩვენ სწორედ შეხვედრას და ახსნა-განმარტებებს ვითხოვთ."

მანანა ქოჩლაძე მწვანე ნარგავების რაოდენობის გაზრდას ქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო აუცილებლობად მიიჩნევს.  „გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებითაც, თბილისი ჰაერი ძალიანაა დაბინძურებული. ჯანდაცვის ეროვნული სტატისტიკაც საგანგაშოა. გაზრდილია სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რაოდენობა. ის ხეები, რომლებიც ახლა იჭრება: ჭადარი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, ქალაქისთვის შემთხვევით არაა შერჩეული. ისინი დიდი ოდენობით შთანთქავენ მძიმე მეტალებს, გამონაბოლქვს და მავნე ნივთიერებებს. ისინი ოპტიმალური სახეობებია ურბანული დასახლებებისთვის, დიდი ქალაქებისთვის. მათ ფუნქციას ახალდარგული დეკორატიული ხეები ვერ შეასრულებს," - აცხადებს ქოჩლაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან კონსულტაციების გავლა და მათი აზრის გათვალისწინება ქალაქის ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ეს საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებაა.

თამარ მარგიანი  30 წელზე მეტია ვორონცოვზე ცხოვრობს. მისი თქმით, ზაარბრიუკენის მოედანზე მოჭრილი ხეები არავის არაფერს უშავებდა და გინდაც ასე ყოფილიყო, მათთვის ამის შესახებ უნდა ეცნობებინათ. „მოედანზე არაჩვეულებრივი ცაცხვები მოჭრეს. ჯერ გადაბელეს, რომ აღშფოთება არ გამოეწვიათ.მერე ღამე ჩუმად მოჭრეს და დილით  მოედანი ცარიელი დაგვხვდა. ხალხს კი არ ესმის, რომ ეს მისი საკუთარი პრობლემაა, ამიტომ ვერ ვაღწევთ ვერაფერს."  მისი თქმით, აქციის შესახებ ბევრმა არც იცოდა, თორემ ხეების მოჭრით მთელი უბანია უკმაყოფილო.  მარგიანი იმასაც იხსენებს, როგორ მოჭრეს შემოდგომაზე მათ ეზოებთან ასწლოვანი ალვის ხეები. „ეს ხეები სიგრილეს მაინც გვიქმნიდა, ჩრდილი ჰქონდა, თანაც ზამთარში ქარსაცავი იყო ჩვენი ეზოებისთვის, ამ ზამთარს ხეების მოჭრა მთელ ეზოს დაეტყო," - ამბობს მარგიანი.

ზაარბრიუკენის მოედანთან ცხოვრობს ნანა საფარიშვილიც, რომელიც დღეს აქციაზე  აცხადებდა, რომ ხეები არაფერს აზიანებდა. „ზაფხულში ხომ გამოცვალეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, მაშინ არ უთქვამთ, რომ ხის ფესვები რამეს აზიანებდა, ახლა მიხვდნენ, რომ თურმე ეს ხეები მავნებელია? სრულიად ჯანმრთელი ჭადრები რისთვის უნდა მოეჭრათ?"

მიშა შავთვალაძე თსუ-ის ლექტორია, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებში ხალხის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.  „ხეების მოჭრა მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ეს მათი ჯანმრთელობისთვის, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობისთვის და სილამაზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

მოქალაქეების ნაწილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ეკოლოგიისა თუ მწვანე ნარგავების შესახებ  შეკითხვებს უსვამდა.

არასამთავრობოებო ორგანიზაცების წარმომადგენლებმა, თბილისის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებმა, სტუდენტებმა და სხვა მოქალაქეებმა თბილისის მერის სახელზე სპეციალურ მიმართვას მოაწერეს ხელი.

„ვითხოვთ მოაწყოთ საჯარო შეხვედრა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ქალაქის გამწვანების კუთხით არსებული პრობლემები და დაისახება მომავალი ქმედებების სტრატეგია. მანამდე კი გთხოვთ, შეაჩეროთ სამუშაოები, რომლებიც თბილისის მწვანე საფრის შემცირებას იწვევს," - ნათქვამია მიმართვაში.

აქციის პარალელურად დედა-ენის ბაღის მიმდებარედ, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, მშენებლობა მიმდინარეობდა. ამ ადგილებში ხეები ცოტა ხნის წინ მოჭრეს და იქ ახლა იუსტიციის სახლის შენდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^