Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

11 000-ზე მეტი ოჯახის სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩება.

17 მაისი 2012

11 000-ზე მეტი ოჯახის სახლი, დანგრეულიად, ან საცხოვრებლად უვარგისად ოფიციალურადაა შეფასებული.

 

დუშეთის რაიონის სოფელი მლეთაში სტიქიის დროს კალაპოტიდან გადმოსული არაგვი სახლებს ტბორავს. 2011 წლის 3 ივნისს ადიდებულ წყალში 3 წლის ხატია ნაზღაიძე დაიხრჩო.

ამ სოფელში ხალხი უკიდურესი რისკის ქვეშ ცხოვრობს. თუ ვინმეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, ეს პირველ რიგში სოფელ მლეთას მოსახლეობაა. უამინდობისას სტიქიის განმეორების და ღვარცოფის შიშით მოსახლეობა სოფელს დარაჯობს და ოჯახის წევრებს ღამით მორიგეობით სძინავთ. რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების განსახლება სახელწმიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს." - გვითხრა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროგრამის კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა.

სახელმწიფომ სოფელ მლეთაში მაცხოვრებლებს დახმარება არაერთგზის აღუთქვა, მაგრამ რისკის ზონიდან ამ დრომდე არავინ გაუსახლებიათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხალაში, 2008 წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დამარხა. სტიქიას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სახლს პირველი კატეგორია (დანგრეული) ჰქონდა მინიჭებული. ოჯახი საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ ნათესავებთან გადასვლაზე უარს ამბობდა - სახლის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა.

განსახლებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა

რეზო გეთიაშვილის შეფასებით, განსახლების პროცესი ქაოტური და არასისტემურია. ეკომიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს ხედვა და სტრატეგია არ არსებობს.

ერთიანი პოლიტიკის, კანონმდებლობის, სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმების გარეშე განხორციელებული ღონისძიებები სპონტანური და ერთჯერადია, მისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვა კი - არაეფეტური." - ვკითხულობთ ეკომიგრაციის შესახებ ნარკვევში.

2006-2011 წლებში განსახლებასა და კომპენსაციებზე მილიონები დაიხარჯა. ამის მიუხედავად, ამავე პერიოდში განსასახლებელთა რაოდენობა 9 600-დან 11 000-მდე გაიზარდა.

ეკომიგრანტებისთვის სახლების განაწილების შესახებ წერილობითი რეგულაცია არ არსებობს. დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენაზე და გაცემაზე პასუხისმგებელი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროა.

2010 წლის ნოემბერში, CENN-მა აჭარასა და კახეთში . . ,,გასასახლებელი" და ,,განსახლებული" ეკომიგრანტი ოჯახების სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ განსახლების პროცესზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა გამოკითხული ეკომიგრანტი ოჯახების 75% მხრიდან უარყოფითად ფასდება.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^