Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყოველთაო ჯანდაცვა არჩევნების შემდეგ

28 ივნისი 2016

არასამართლიანი დაფინანსება, პროგრამის სუსტი ადმინისტრირება და ხარჯების არაეფექტური კონტროლი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნებიდან ეს სამი ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიცვლება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? კერძოდ, გახდება თუ არა ის უფრო მეტად ორიენტირებული ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებზე? და გააგრძელებს თუ არა სახელმწიფო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის სერვისების თანაბარ დაფინანსებას? 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მდიდარს და ღარიბს სახელმწიფო თანაბრად უფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს. პროგრამის ამოქმედებიდან 3 წლის თავზე გამოჩნდა, რომ დაფინანსების ამ მოდელმა სარგებელი ღარიბზე მეტად მდიდარს მოუტანა, ანუ მდიდარი ახლა ჯანდაცვზე ნაკლებს იხდის საკუთარი ჯიბიდან, ღარიბი კი - მეტს, განსაკუთრებით კი მედიკამენტებზე.

სწორედ ამიტომ ექსპერტების აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ სამართლიანი გახდეს, სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო საჭიროებების დაფინანსებაზე უნდა იზრუნოს.

სახელმწიფომ უნდა გაზარდოს სამედიცინო პაკეტი ღარიბი მოსახლეობისთვის. პაკეტში უნდა შეიტანონ წამლები და თანაგადახდა დაიყვანონ მინიმუმამდე”, - გიორგი გოცაძე  - კურაციო ფონდი საერთაშორისო

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების სამართლიანობა გულისხმობს, რომ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ტვირთი სამართლიანად უნდა იყოს გადანაწილებული. ანუ საერთო შემოსავალთან მიმართებით ღარიბის მიერ პროცენტულად გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მდიდრის მიერ გადახდილს. საქართველოში, სადაც სახელმწიფო აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი ყველა ფენას მოიცავს და ამ დროს მოსახლეობის გარკვეულ ფენებს ხელი არ მიუწვდებათ საჭირო მედიკამენტებზე, ძნელია იმის თქმა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება სამართლიანია”, - თენგიზ ვერულავა.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა პროგრამის  ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. 2015 წელს სახელმწიფომ დაგეგმილზე 105 მლნ ლარით მეტი დახარჯა.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე 570 მილიონი ლარი დაიხარჯა (წინასწარ დაგეგმილი 469 მილიონის ნაცვლად).

ველფრეარ ფაუნდეიშენისმიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ 2016 წლის პირველი 3,5 მონაცემებით პროგრამის ფარგლებში უკვე დახარჯულია 197 მლნ ლარი.  ამ ტემპით ხარჯვის გაგრძელების შემთხვევაში 2016 წლის ბოლომდე საჭირო იქნება 675 მლნ ლარი, ანუ დაგეგმილზე 105 მლნ-ით მეტი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გადახარჯვა პროგრამის სუსტ ადმინისტრირებაზე მიუთითებს, თუმცა ეს არაა ერთადერთი არგუმენტი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ადასტურებს, რომ პროგრამის ბიუჯეტი არაეფექტურად იხარჯება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვის ზრდას უკავშირდება. კერძოდ - 2012 წელს, პროგრამის ამოქმედებამდე 1000 სულ მოსახლეზე გადაუდებელ ოპერაციას 4 ადამიანი იკეთებდა, 2014-ში კი მოსახლეობის ამავე რაოდენობაზე გადაუდებელ ოპერაციას 15 კაცი იკეთებდა.

აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო ფონდკურაციოსერთ-ერთ უკანასკნელ კვლევაშია მოტანილი. წყარო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია.  

ექსპერტთა თქმით,  სამედიცინო დაწესებულებები ხელოვნურად ამძიმებენ შემთხვევებს მეტი დაფინანსების მიღების მიზნით და, შესაბამისად, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვი 318%-ით არის გაზრდილი.  ველფრეარ ფაუნდეიშენის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომელიც 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა და რომლის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები გამოკითხეს, წერია, რომ გადაუდებელ სერვისებზე თანხების არაეფექტურად ხარჯვის პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება სამედიცინო დაწესებულებებში ფართოდ დანერგილი გეგმური შემთხვევების ხელოვნურად გაურგენტულების პრაქტიკის გამო.  


Loading...

Loading...

თითქმის ყველა გამოკითხული ადასტურებს, რომ რიგ შემთხვევაში მეტი თანხის მიღების მიზნით მდგომარეობას ხელოვნურად ამძიმებენ”, - ვკითხულობთ კვლევაში.  

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ადმინისტრირებასა და ხარჯების კონტროლთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარი ახლა არ დაწყებულა და ჯერ კიდევ ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე სფეროს ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს მიანიშნებდნენ, რომ, .. “გაურგენტულებისრისკების დაზღვევას სახელმწიფო ვერ შეძლებდა. ეს სახელმწიფო თანხების არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევდა.

ამ თემაზე უკვე ღიად საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც, თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში სერგეენკომ აღიარა, რომ კლინიკებისგან არის მცდელობები გეგმურ შემთხვევებს მისცენ გადაუდებლის კვალიფიკაცია.

რადგანაც გადაუდებელ და გეგმურ შემთხვევებში ანაზღაურების სხვადასხვა სისტემაა, კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმური - 70-80%-ით, კლინიკების მხრიდან არის ხოლმე ასეთი მცდელობები, რომ გეგმური შემთხვევებს მისცენ გადაუდებლის კვალიფიკაცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 პოლიტიკური პარტიების გეგმები

 აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე წინაასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია საზოგადობამ იცოდეს, რას გეგმავენ სხვადასხვა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებაში.

ლიბერალმაპროგრამასთან დაკავშირებული კითხვები რამდენიმე კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტს დაუსვა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა გვითხრა, რომ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დასრულებული ჯერ არ აქვთ და, შესაბამისად, ჯერ მზად არ არიან ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.  

წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა არ დაუსრულებიაქართულ ოცნებას”. პროგრამა ჯერ მზად არ აქვსრესპუბლიკურ პარტიას, რომლის წევრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ირგვლივ პარტიის ზოგადი დამოკიდებულება გაგვაცნო. დავით ზურაბიშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რესპუბლიკურ პარტიას მოსწონს და უმრავლესობაში მოსვლის შემთხვევაში მის შენარჩუნებას მოქმედი ფორმით გეგმავენ, თუმცა როგორ უპასუხებს პარტია ადმინისტრირებასთან და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ჯერ კონკრეტული პასუხები არ აქვთ. თუმცა აღიარებენ, რომ ხარვეზები აქვს პროგრამის მართვას.   

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - საყოველთაობიდან მიზნობრიობისკენ

თავისთავად ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტი გაზარდა, პოზიტიურია.  ის ფული რომ ჩვენ მიერ აწყობილი სისტემით დახარჯულიყო, გაცილებით ეფექტური იქნებოდა - ესაა ძირითადი პრობლემა”, - ამბობს ზურამ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში პროგრამის მართვაში სადაზღვევო კომპანიებს დააბრუნებენ. ანუ სახელწმიფო მოქალაქეებს ჯანდაცვის საჭიროებებისთვის თანხას სადაზღვევო კომპანიების გავლით გადაუხდის (ახლა პროგრამას მართავს სოციალური პროგრამების სააგენტო, ანუ სააგენტო პირდაპირ უხდის თანხას ჰოსპიტლებს).

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინაასარჩევნო პროგრამის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიები ფულს ჯერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ და შემდეგ სადაზღვევო კომპანიები ამ ფულს კლინიკებს გადაუხდიან. ზურა ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ასე ბიუჯეტის თანხა უფრო ეფექტურად დაიხარჯება და რომ სამედიცინო დაზღვევას ალტერნატივა არ აქვს.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს, რომ პროგრამა უფრო მიზნობრივი გახადოს და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაფარვაზე იყოს ორიენტირებული.

რაც არ უნდა მიმზიდველად ჟღერდეს - საყოველთაოობა, მის უკან დგას შემდეგი სიტუაცია - როცა მდიდარიც და ღარიბიც ერთნაირი კრიტერიუმებით სარგებლობს, მდიდარს ყოველთვის შეუძლია ამ დაფინანსების გამოყენება, ღარიბი კი ყოველთვის შეზღუდულია - ხშირად თავისი ჯიბიდან დასამატებელი თანხის სესხება უწევს. ღარიბებისთვის ხელმსაწვდომობა გაცილებით შეზღუდულია. რა აზრი აქვს ექიმთან უფასო ვიზიტს, თუ წამალს ვერ იყიდი. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს რანჟირება - სახელმწიფო ადამიანს უნდა დაეხმაროს იმ მომენტიდან, როცა ადამიანს კატასტროფული ხარჯი აქვს. ეს ხარჯი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა. ამიტომ მოდელი უნდა შევაბრუნოთ. თუ ადამიანს აქვს მაღალი შემოსავალი, საკუთარი ხარჯი გადაიხადოს საკუთარი ჯიბიდან კერძო სადაზღვევო პოლისით, როცა ის ამოიწურება მერე ჩაერთოს სახელმწიფო. მდიდარმა თავისით იყიდოს და გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდეს მიზნობრივ ჯგუფებს”, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.  

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მყისიერად არ მოხდება საყოველთაობაზე უარის თქმა.

ყველაზე ადვილი ყველაზე მდიდარი მოსახლეობის პროგრამიდან ჩახსნა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავადგინოთ პრინციპი და შევთანხმდეთ, რომ საჯარო ფინანსები იხარჯება გაჭირვებულებზე და არა შეძლებულებზე. ჩვენთან საშუალო ფენაც ძალიან მყიფე მდგომარეობაშია, ნაბიჯი სიღარიბისკენ ყოველ წამს შეიძლება გადაიდგას. გარკვეული სეგმენტისთვის მოქმედი პირობები შენარჩუნდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამით იმდენად სწრაფი იქნება ეკონომიკური ზრდა, რომ სეგმენტი, რომელსაც გაუჩნდება შემოსავალი იქნება მაღალი. პროგრამაში ცვლილებები დამოკიდებული იქნება კერძო დაზღვეულთა რაოდენობის ზრდაზე და, შესაბამისად, შევძლებთ, დახმარება უფრო მიზნობრივი და სეგმენტირებული გავხადოთ.”

ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩი

გირჩისერთ-ერთი დამფუძნებლის ვახო მეგრელიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის კატასტროფული ხარჯებისგან დაცვაა. კატასტროფული ხარჯი კი სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის სხვადასხვაა. შესაბამისადგირჩშიმიაჩნიათ,  რომ ჯანდაცვის პროგრამა კატასტროფული ხარჯების დაზღვევაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ღარიბისთვის, რომელიც ქრონიკული ავადმყოფია, 50 ლარის წამლების შეძენა შესაძლოა უკვე კატასტროფული ხარჯია. საშუალო ფენისთვის კატასტროფული ხარჯი 3000 ლარის ზევით ხარჯის გაღება შეიძლება იყოს”.

გირჩის წინაასარჩევნო პროგრამის მიხედვით:

1. მილიონნახევარი ადამიანი, უკიდურესად ღარიბი და ღარიბი 400 ათასი ოჯახი, სახელმწიფოს მიერ დაზღვეული იქნება საუკეთესო სადაზღვევო პაკეტით. საუკეთესო პაკეტის ღირებულება საშუალო ოჯახისთვის იქნება დაახლოებით წელიწადში 800 ლარი.

2. პირველი საშუალო ფენის წარმომადგენელი 100 ათასი ოჯახი დაზღვეული იქნება სტანდარტული მომსახურების პაკეტით, რომლის საშუალო წლიური ღირებულება დაახლოებით 670 ლარი იქნება.

3. ზედა საშუალო და შეძლებული ფენის ნაწილი დაზღვეული იქნება კატასტროფული სამედიცინო ხარჯებისგან. კატასტროფული სამედიცინო ხარჯები ოჯახისათვის, რომლის წლიური შემოსავალი 16-დან 26 ათას ლარამდეა, შესაძლებელია ვივარაუდოთ 3000-5000 ლარი (განსხვავება მათსა და ღარიბ და საშუალო შეძლების ოჯახებს შორის). ნებისმიერი ხარჯი, რომელიც აღემატება ოჯახის მიერ დახარჯულ ლიმიტს სახელმწიფო დაზღვევის მეშვეობით იქნება დაფარული.

ეს ყველაფერი სახელმწიფოს პროგრამის მიხედვით დაუჯდება 501, 600 მლნ ლარი. პროგრამის ადმინისტრირებაში ჩართული იქნებიან სადაზღვევო კომპანიები. „გირჩის პროგრამის მიხედვით პრიორიტეტი სამედიცინო ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფაა.

რას ფიქრობს ხალხი?

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

მოსახლეობის 56% მზად არის სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური პასუხისმგებლობა გაიზიაროს. 61% ფიქრობს, რომ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევა, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს.

საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, შეცვალოს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით; დაადგინოს, როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს“, - ვკითხულობთგამჭირვალობა საქართველოს კვლევაში.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^