Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აისახება თუ არა თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე

26 ივლისი 2016

თურქეთი საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით სავაჭრო-სატრანზიტო და ენერგეტიკულ სფეროებში. დღეისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის 76 ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმება არსებობს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ენერგეტიკას, სატრანსპორტო, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება.

რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთში დღეს არსებულმა ვითარებამ საქართველოს ეკონომიკაზე?  
"ლიბერალი" ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერს, ირინა გურულს ესაუბრა.
„თურქეთში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით ექსპორტის შემცირების კუთხით არსებული მდგომარეობა თუ დროზე არ დარეგულირდა, თუ თურქეთის ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდა, საქართველოში ექსპორტი შემცირდება", - ამბობს ირინა გურული.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2016 წლის პირველ 4 თვეში თურქეთი (ჩინეთის შემდეგ) მეორე ყველაზე დიდი საექსპორტო ზონა იყო საქართველოსთვის (ექსპორტის 10,5%-ით). თურქეთი ასევე რიგით მეორე იმპორტიორია საქართველოში 15,3%-ით (პირველია კანადა15,7%-ით). უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიცხვი თითქმის მთლიანად C ჰეპატიტის მედიკამენტებზე მოდის. 2000-2015 წწ. თურქეთი საქართველოსთან პასუხისმგებელი იყო მთელი ექსპორტის 11,5%-ზე  და იმპორტის 16,4%-ზე. თურქეთიდან შემოსულ პროდუქციაში მედიკამენტები და სამშენებლო მასალა ჭარბობს. საქართველოდან კი ძირითადად ფეროშენადნობები, ქიმიური სასუქი, ხის მასალა, ელექტროენერგია და ტექსტილი პროდუქცია გადის.
ირინა გურულის თქმით, თუ კრიზისი კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, წარმოებებისთვის ალტერნატიული საექსპორტო ზონების პოვნა იქნება გართულდება.
„მგონი, თურქეთი ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე დადგება. იქ უნდა შემცირდეს წარმოება, რომ, შესაბამისად, შემცირდეს იმპორტი, რაც ნაკლებად სავარაუდოა. განსაკუთრებით რთული საექსპორტო ბაზრის მოძიებაა. ფეროშენადნობები, ქიმიური სასუქი და ტექსტილი - ეს იმ წარმოებათა ტოპსამეულია, რომლებსაც კრიზისი, სავარაუდოდ,  ყველაზე მეტად შეეხება. ამიტომ თუ მდგომარეობა მალე არ დასტაბილურდა, აღნიშნულმა წარმოებებმა ალტერნატიული ბაზრის მოძიება უნდა დაიწყოს. თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარე რეცესია გარკვეულწილად საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება", - ამბობს ირინა გურული.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები თურქეთში ინვესტორთა ნდობის ხარისხზეც იმოქმედებს. ტურისტების რაოდენობა ტერორიზმისა და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო ისედაც შემცირებული იყო.
„უკვე ვხედავთ, რომ ამ პერიოდში, როდესაც დაიძაბა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა  და გაძლიერდა ტერორიზმი, რადიკალურად შემცირდა ტურისტების ნაკადი. ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთის ეკონომიკაში. მისგან მიღებული სარგებელი დაახლოებით 12%-ს შეადგენს. თურქეთის ეკონომიკა ისედაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ის არ აისახება ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, მაინც იმოქმედებს ინვესტორთა ნდობის ხარისხზე და შემცირდება ინვესტიციები", - ამბობს ირინა გურული.
2012 წლის პირველ ნახევარში თურქული ინვესტიცია 320 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც მთელი ინვესტიციების 6,01%-ს შეადგენდა. როგორც ირინა გურული ამბობს, ინვესტიციების სფეროში თურქეთს თავისი პოტენციალი ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე ათვისებული და შესაძლოა, ამ მხრივ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთში არსებულმა კრიზისმა შეუშალოს ხელი.  
„თურქეთის პოტენციალი ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ათვისებული. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტად გაიზარდა თურქული ინვესტიციები და სამწუხაროა, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე. რადგან მოლოდინი არსებობდა, რომ კიდევ უფრო გაიზრდებოდა თურქ ინვესტორთა წილი  და დაინტერესება ქართული ეკონომიკით", - ამბობს ირინა გურული.
თურქი ვიზიტორების უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ხშირად სტუმრობს. ვიზიტორთა დაახლოებით მეოთხედი თურქეთიდან შემოდის. თურქეთიდან შემოსული ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობას მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანი უტოლდება, რუსეთი კი მათ ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა. როგორც ირინა გურული ამბობს, ჭარბობს იმ ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც 24 საათზე ნაკლები დროით იმყოფებიან საქართველოში. სავარაუდოდ, ამ ნაწილს სატვირთოს მძღოლები წარმოადგენენ. გურულის თქმით, იმპორტის ან  ექსპორტის შემცირების შემთხვევაში შემცირდება საქართველოს ტრანზიტული ფუნქციაც, ასევე არსებობს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის კიდევ ერთხელ გადავადების რისკიც. 
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი 2017 წლამდე გადავადდა. იმედია, არსებული კრიზისის გამო ის კიდევ ერთხელ არ გადავადდება. ის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი იქნება", - ამბობს ირინა გურული.
საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფერო გაზისა და ნავთობის მილსადენებით ტრანსპორტირებაცაა. ამ დროისთვის თურქეთსა და საქართველოს ორი ძირითადი მილსადენი აკავშირებს - სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (იგივე ბაქო-თბილისი-ერზერუმი ან შაჰ-დენიზის გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^