Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგელია: ეგზიტპოლის ჩატარებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს

09 სექტემბერი 2016

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კერძო ტელეკომპანიასთან - "იმედთან” "GDS”-თან და "მაესტროსთან” ერთად არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს. გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მანანა მუსხელიშვილმა დაუჭირეს. წინააღმდეგ ხმა მისცა სულხან სალაძემ და ქეთევან სხილაძემ, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათ განცხადებებში ცალსახად ნათქვამია, რომ ეგზიტპოლების ჩატარების გეგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობაზე კითხვას აჩენს.

„ლიბერალი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელ გრიგოლ გეგელიას დაუკავშირდა შეკითხვით - ხომ არ განიხილავს საბჭომ საზოგადოების რეაქციის შემდეგ ეგზიტპოლის ჩატარების  შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას?

ჩვენ ვაპირებდით ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას. ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა. უახლოეს მომავალში ჩამოვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პრესკონფერენციაზე პასუხს ყველა კითხვაზე გავცემთ.

ბორდი სამი არგუმენტის გამო დასთანხმდა ამ გადაწყვეტილებას. პირველი არგუმენტი - რას ყიდულობს მაუწყებელი? მაუწყებელი ტექნიკურ სოციოლოგიურ პროდუქტს ყიდულობს. ეს პროდუქტი არის გადამოწმებადი და ამ პროდუქტთან დაკავშირებით პოლიტიკური ღირებულებებით, შეხედულებებითა და გემოვნებით საუბარი არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი არჩევნებს ეხება. ტექნოლოგია არის შემდეგი - გამომსვლელ ამომრჩეველს ეკითხებიან, თუ ვის მისცა ხმა. ეს სოციოლოგიურად მუშავდება და მონაცემის სახით მოეწოდება მაუწყებელს. შეკითხვა, რომელიც ამ პროდუქტთან მიმართებით შეიძლება გაჩნდეს, არის შემდეგი - შეიძლება თუ არა, რომ ის ვინმემ გააყალბოს? - რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება გაყალბდეს. არჩევნებიც მუდმივად ყალბდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ არჩევნები აღარ ჩავატაროთ. ამიტომ ამისგან თავის დაზღვევის შემდეგი გზები არსებობს - კვლევას ატარებს მსოფლიოში ნომერ პირველი კვლევითი ორგანიზაცია. მეორე მეთოდოლოგია გამოიყენება ისეთი, როგორიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. მესამე ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ამ პროდუქტის მისაღებად გაცილებით იმ მეთოდოლოგიებზე  რთულია, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა. მაუწყებელი ყიდულობს ტექნიკურ მონაცემს, რომელსაც ასრულებს მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაცია. ეჭვი შეიძლება ყველაფერში შეიტანო, მაგრამ TNS მსოფლიო ლიდერია და ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. 

ვინ ატარებს საველე სამუშაოებს?

„გორბი“, რომელიც  TNS-მა თვითონ შეარჩია. საბჭოს სხდომაზე „გორბის“ წარმომადგენელიც იყო. მაგალითად, „გორბს“ ამერიკის საელჩოს დაკვეთით აზერბაიჯანში საელჩოსთვის ეგზიტპოლები აქვს ჩატარებული. მას მსოფლიოში ძალიან ცნობილ კვლევით ორგანიზაციებთან ერთადაც უმუშავია.

გორბთან მიმარებითაც დასმულა სხვადასხვა კითხვები,  უფრო სწორად გორბი ხომ ის ორგანიზაციაა, რომლის 70%-ის მფლობელმა მერაბ ფაჩულიამ „ტრი მედია ინტელინჯენსი“ დააფუძნა და სატელევიზიო გაზომვებს ატარებს.

არ ვიცი, არგუმენტები, რომ „გორბმა“ შეიძლება ეგზიტპოლები გააყალბოს, ჩვენთან სხდომაზე არავის მოუტანია.

გავაგრძელებ იმ არგუმენტების ჩამოთვალას, თუ რატომ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას. მაღალი ხარისხის პროდუქტი ჯდება ძვირი - ამიტომ ჩვენ ამ გზით მაღალი ხარისხის პროდუქტი უფრო იაფად ვიყიდეთ, ვიდრე ამას მაუწყებელი დამოუკიდებლად შეძლებდა. ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები TNS-თან. ის დაგვთანხმდა იმიტომ, რომ Kantar Media მისი შვილობილი ორგანიზაციაა და ის ჩვენ დათვლებს გვიკეთებს. საფუძველი იმისა, რომ ესენი არაობიექტურად მუშაობენ, აქამდე არ გვქონია. თეორიულად ყველაფერი შეიძლება გაყალბდეს.

მესამე თემაა - ვაკეთებთ თუ არა პოლიტიკურ პროდუქტს სხვა ტელევიზიებთან ერთად? ჩვენ სხვა კერძო მაუწყებლებთან ერთად ვყიდულობთ ტექნიკურ მონაცემებს და არანაირ პოლიტიკურ კონტენტს არ ვქმნით. გვექნება დამოუკიდებელი ფორმატი. საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით განსაზღვრულ ყველა სტანდარტს დაიცავს. შესაბამისად, ტელევიზია რომ იყოს კიდეც მიკერძოებული, რა კავშირშია ეს შესასყიდ პროდუქტთან?

ამის ლოგიკური ბმა არ არსებობს. ეს არის ტექნიკური პროდუქტის შესაძენად გამოჩენილი ეკონომიკური და არა პოლიტიკური აქტივობა. ჩვენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან კავშირი არ გვაქვს, ჩვენ ჩვენი სტანდარტებით ვმუშაობთ. დანარჩენი ეხება რას? იმას, თუ რა რწმენა შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში. განწყობები შეიძლება უსაფუძვლო იყოს. საზოგადოებრივი რწმენა შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ მასონები მართავენ რაღაცას.

როგორ აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ კორსორციუმში კერძო მაუწყებლებთან ერთად?

წლის დასაწყისში, როდესაც მენეჯმენტმა ბიუჯეტი წარმოგვიდგინა, ის იყო ძალიან დიდი, მოითხოვდა უზარმაზარ თანხებს. გაცილებით უფრო დიდს, ვიდრე კანონითაა განსაზღვრული. ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რომ ან ვიპოვიდით ისეთ პარტნიორს, რომელიც ეკონომიკურ რისკებს გაინაწილებდა და დავიწყებდით მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციასთან ურთიერთობას, ან გადაისინჯებოდა ბიუჯეტი.

ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კერძო მაუწყებლებს თანამშრომლობა შესთავაზა?

ეს იყო მოლაპარაკებები „იმედის“ გენერალურ დირექტორსა და საზოგადოებრივის მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შორის. დაიწყეს  ჰიპოტეტურად იმაზე მსჯელობა - ხომ არ შეიძლება გავაკეთოთ ერთად ეგზიტპოლი და გავინაწილოთ ეკონომიკური ტვირთი.

რატომ „იმედი“? სხვა კერძო მაუწყებლებთან არ მისულხართ?

ზუსტად არ ვიცი, ვის შესთავაზეს. ვიცი, რომ სხვა ტელევიზიებსაც, რეგიონულ მაუწყებლებსაც შესთავაზეს. ეს ამბავი სამეურვეო საბჭოში რამდენიმე კვირის წინ იყო წარმოდგენილი.

TNS-ი საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის გერმანიასა და საფრანგეთში მუშაობს. ამ პროექტს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და პოლიტიკური პარტიებთან.

ერთ-ერთ ტელევიზიის მფლობელი ბიძინა ივანიშვლია.

მაშინ თქვენ ლოგიკურად და ფაქტობრივად დააკავშირეთ, რა კავშირი აქვს სოციალური კვლევის მონაცემს ტელევიზიის მსოფლმხედველობას. 

ხშირად საზოგადოებისთვის რთულია, გაარკვიოს, რამდენად გამართულია მეთოდოლოგია და მანიპულირებს თუ არა ჩამატარებელი ორგანიზაცია მონაცემებით. სოციალურ კვლევებთან მიმართებით ასეთი შეკითხვები და ეჭვები თითქმის ყოველთვის ჩნდება, მაშინაც კი თუ მისი შემსრულებელი ავტორიტეტული ორგანიზაციაა ...

არანაირად ტელევიზია არ მანიპულირებს. ტელევიზიებს არ აქვთ  მანიპულირების საშუალება. სხვა პირებს შეუძლიათ მანიპულირება. TNS ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა.  მაგალითად, გამოიყენება პლანშეტები, საიდანაც მონაცემები ბრიუსელის ოფისშიც მიდის და თბილისშიც. იქ იმდენ ფილტრია, რომ ის იწვევს ნდობას. ეგრე კითხვის ნიშანი დამოუკიდებლად რომ გაგვეკეთებინა არ დაისმებოდა?

ხო, მაგრამ როგორ აუხსნით საზოგადოებას ამ დეტალებს.  მთავარი ყველასთვის ახლა ისა, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს მაუწყბლებთან, რომელთა მფლობელები ხშირად პოლიტიკურ ძალებთან აფილირებული პირები არიან ?

რომც იყვნენ აფილირებული პოლიტიკურ ძალებთან, რა კავშირშია მონაცემების ყიდვა პოლიტიკურ აფილირებასთან?

ესე გი, საზოგადოებრივ მაუწყებელს უღის ამ პროდუქტის ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, ამ კორსორციუმში მონაწილეობა გააჩენს კითხვებს და შესაძლოა ეს ნდობაზეც აიასხოს. ასეა?

საზოგადოება ბევრ ნაწილად იყოფა. ბევრია ისეთებიც, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს. ბევრი კიდე ლოგიკურად არასწორად  მსჯელობს. მე გეთანხმებით, კომუნიკაცია გვექნება საზოგადოებასთან. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ყველას ავუხსნით, როცა ხელშეკრულება გაფორმდება. ხომ შესაძლებელია, ეს ხელშეკრულება რაღაც მიზეზის გამო აღარ გაფორმდეს. 

როდის გაფორმდება ხელშეკრულება?

ჩემი ინფორმაციით,  TNS ხელმძღვანელი 15 სექტემბერს ჩამოდის. ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც ყველა კრიტიკულ კითხვას გაეცემა პასუხი და გაფორმდება ხელშეკრულება. ისევ გეუბნებით, ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის. მოტივი არის ეკონომიკური, ხარისხობრივი და რეპუტაციული.  ამისთვის პოლიტიკური ყურების მობმა არ მგონია სწორი. თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიც მესმის.

კიდევ ერთხელ ვსვამ შეკითხვას რას ეფუძნება ეჭვები?  თუ ამ პროცესის მიმართ ნდობას აგებთ იმაზე, რომ რადგან GDS ატარებს, ის უნდა გაყალბდეს, თქვენ ამის თქმის საფუძველი უნდა გქონდეთ. როგორც მოახერხებს GDS TNS-თან ურთიერთობაში ამის განხორციელებას? როგორ ჩაერევა მეთოდოლოგიაში?

შეიძლება საზოგადოებამ იფიქროს, რომ მილიარდელ მფლობელს ისიც კი შეუძლია, რაც თქენ ასეთ წარმოუდეგნელად მიგაჩნიათ.

საზოგადოებრივი ნდობა ემყარება საზოგადოებრივ რწმენებს. რწმენა შეიძლება იყოს საფუძვლიანი ან ცრურწმენებზე დაფუძნებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეჭვების საფუძველი არ არსებობს. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა კვლევით საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულია.

სწორედ ამას ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მოწინააღდეგეები,  რომ ნდობა იზრდება და შიშობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ნდობას დაკარგავს. ანუ ამბობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ გადაწყვეტილებას არ გადახედავს ?

ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ამ არგუმენტებზე დაფუძნებით ამის საფუძველი არ არსებობს. ეს არის თითიდან გამოწოვილი, მოგონილი არგუმენტები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^