Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეციალური საგანამანთებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემები

23 სექტემბერი 2016

სოფი მშობელია, მან თავისი 3 წლისა და 2 თვის ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საჯარო ბაღში წელს პირველად მიიყვანა. ბავშვი აუტიზმის რისკის ქვეშ არის. სასწავლო წლის დაწყებამდე მშობელი ბაგა-ბაღის დირექტორს ბავშვის საჭიროებებზე ესაუბრა. უთხრა, რომ ბავშვს ფსიქოლოგი და ლოგოპედი სჭირდებოდა. ბაღში მისულებს მხოლოდ ფსიქოლოგი დახვდათ, ლოგოპედი ბაღს ამ დრომდე არ ჰყავს.

ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობელი მიხვდა, რომ ბავშვთან სპეციალური პედაგოგის მუშაობა იყო საჭირო და დირექტორს შესაბამისი მოთხოვნით მიმართა. 

სოფო  ფიქრობს, რომ ბაღის ადმინისტრაცია უყურადღებოდ მოეკიდა მის მოთხოვნებს და მას „გვერდში არ დაუდგენენ“.  

„თავიდან, როცა ბავშვი უცხო გარემოში მოხვდა, ძალიან ვწუხდი მის გამო.  შიგნით შეშვებას ვითხოვდი. ვთხოვე  ბაღის პედაგოგებსა და დირექტორს, რომ შევეშვი, რომ ბავშვს შესაძლოა განსაკუთრებით გასჭირვებოდა შეგუება, მაგრამ  არაფერში გვერდში არ დამიდგნენ. მერე, როცა კატეგორიულად მოვითხოვე, შემიშვეს. დირექტორმა მითხრა, რომ მცოდნოდა ასეთი ბავშვი იყო სპეცპედაგოგის გარეშე არ მივიღებდიო. ახლა მეუბნება, რომ სააგენტოში სპეცპედაგოგსაც მოითხოვს. უხეშად მომმართა, ბავშვი მაგიდაზე რატომ ადისო. რომელი ბავშვი არ ცელქობს, მასწავლებლები იქ იმისთვის არიან, რომ ბავშვზე იზრუნონ. ასე არ არის?“  - ამბობს სოფო. ის საჩივრის დასაწერად დღესაც მივიდა ბაგა-ბაღების სააგენტოში, თუმცა უთხრეს, რომ პრობლემას აღმოფხვრიან და დახმარებას შეჰპირდნენ.  

„ლიბერალი“ 155-ე ბაგა-ბაღის დირექტორს დაუკავშირდა. დირექტორი ამბობს, რომ სპეცპედაგოგის დანიშვნის მოთხოვნით სააგენტოს უკვე მიმართა.

„როცა ბაღში ასეთი ბავშვი მოდის, მშობელმა შესაბამისი სამედიცინო დასკვნა უნდა წარმოადგინოს, რათა ბაღმა სპეციალური პედაგოგი მოითხოვოს. მშობელმა მხოლოდ გუშინ წარმოადგინა ეს დასკვნები. დასკვნების წარმოდგენისთანავე დავწერე წერილი, დავრეკე სააგენტოში და სააგენტო საქმის კურსში ჩავაყენე. ასეთ ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.  სააგენტო ასეთ დროს ყოველთვის გვერდით გვიდგას. ორშაბათს სპეცპედაგოგს მოგვიყვანენ.  ლოგოპედის შტატიც გვაქვს. ისიც უნდა მოვიდეს“, - გვითხრა მარინა შალამბერძემ. მისი თქმით, ჯგუფში მშობლის დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა.

„საერთოდ, როცა ბავშვი ბაღში სიარულს იწყებს, უჭირს ადაპტაცია. როცა საჭიროება მოითხოვს შეგვყავს ხოლმე მშობელი, რადგან ყველა ახალია, ყველას უჭირს, ჯანმრთელსაც და, მით უმეტეს, ასეთ ბავშვსაც. ამიტომ გამონაკლისს ვუშვებთ ხოლმე. მაგრამ იმისთვის, რომ ბავშვი მიჩვეულიყო, თვითონ მშობელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება - იქნებ ბავშვი უჩემოდ შეეგუოს გარემოსო. დერეფანში იჯდა და აკვირდებოდა. სააგენტო მზად არის და გამოგზავნის შესაბამის კადრს“,  - ამბობს მარინა შალამბერიძე. მისივე თქმით, სპეციალური მომზადება ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა მხოლოდ ნაწილს აქვს გავლილი.  

„ლიბერალი“ ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროს თემურ თორდინავასაც ესაუბრა. მისი თქმით, წელს სააგენტომ თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ლოგოპედისა და ფსიქოლოგის შტატი დაუშვა. სპეციალურ პედაგოგებსაც ბაღებში ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ნიშნავენ. მისი თქმით, ამისთვის ბაღმა სააგენტოს უნდა მიმართოს, წარმოადგინოს სპეციალური დოკუმენტაცია და ის სპეცპედაგოგს დანიშნავს. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოში სპეცპედაგოგის პროფესიის მქონე პირთა დეფიციტია და სააგენტო ყოველთვის მყისიერად ვერ ახერხებს მის ბაღში დანიშვნას. მიუხედავად ამისა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სპეციალური საჭიროებების მქონე პატარების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას.  სპეცპედაგოგის ხელფასი 320 ლარია. თეიმურაზ თორდინავას თქმით, შარშან 16 ბაგა-ბაღში შევიდა სპეცპედაგოგი. მისივე თქმით, ახლანდელი მდგომარეობით ბაღების 97 %-ში სპეცპედაგოგი მუშაობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^