Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლო მანქანების შეძენაზე: ჩვენი ავტოპარკის 90% მოძველებულია

06 დეკემბერი 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მათ მიერ 2 ავტომობილის [Toyota Rav4 prestige] შეძენასთან დაკავშირებით წერილობით კომენტარს ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების  საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება.

„გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას. შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება. ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისათვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს. შესყიდვის შედეგად 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც სასამართლოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მომავალშიც აქტიურად აპირებს, გაატაროს ღონისძიებები საკონსტიტუციო სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, რათა სასამართლოს ყველა წევრსა და თანამშრომელს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები. აქვე აღვნიშნავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ავტომობილების ჩანაცვლებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ მოითხოვს ტენდერის გამართვას, შესაბამისად, შესყიდვა მოხდა გამარტივებული გზით.

საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანაცვლების გზით 2 ავტომობილი - Toyota Rav4 prestige შეიძინა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება საერთო ღირებულება კი 139 700 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ Mercedess Benz S500 და Volkswagen Passat ჩაანაცვლა, რომელის ღირებულებაც 25 000 და 3 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მანქანების ჩანაცვლებაზე ტენდერი გამარტივებული შესყიდვის წესით გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ უწყება პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტულ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ ხელშეკრულება შპს „ტოიტა ცენტრი – თეგეტასთან“ გააფორმა.

თუ ვის სარგებლობაში უნდა იყოს 69 850-ლარიანი მანქანები, ამასთან დაკავშირებით „ლიბერალი“ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუკავშირდა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, ამ შეკითხვაზე ინფორმაციის ოფიციალური წესით გამოთხოვის შემთხვევაში გვიპასუხებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 აპრილი
24 აპრილი

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობი ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენო ...
24 აპრილი
24 აპრილი

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღ ...

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველ ...
23 აპრილი
23 აპრილი

ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნ ...

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი გავიდნენ. წინასწარი ...

მეტი

^