Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

24 აპრილი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მოქალაქეს თითქოსდა  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარი. თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9  წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^