Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკემბერში ინტერნეტ-გიგანტები, როგორც წესი, გასულ წელს აჯამებენ და იმ მოვლენებს, ადამიანებსა და კომპანიებს ასახელებენ, რომლებიც ვებ-სივრცეში ყველაზე პოპულარული იყო. 

უიტნი ჰიუსტონი, Gangnam style, iPad 3 და ლონდონის ოლიმპიადა

რას ეძებდნენ ყველაზე ხშირად ადამიანები Google-ში? ინტერნეტ-გიგანტმა 1,2 ტრილიონი საძიებო მოთხოვნიდან ყველაზე პოპულარულების ტოპ ათეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად რეიტინგული მოთხოვნების გარდა, მაგალითად ისეთების, როგორიცაა „რა არის სიყვარული“, ჩამონათვალში მოხვდა მოულოდნელი თემებიც, რომლებმაც ინტერნეტ მომხმარებლების ყურადღება 2012 წელს მიიპყრეს.  უიტნი ჰიუსტონის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მომღერლის უამრავი ფანი შეძრა. საძიებო მოთხოვნები, რომლებიც ამ მოვლენასთან იყო დაკავშირებული, Google-ს რეიტინგში ერთბაშად რამდენიმე კატეგორიის - ყველაზე სწრაფად მზარდი მოთხოვნების, ყველაზე პოპულარული ადამიანებისა და მსახიოებების ლიდერი გახდა. მეორე პოზიცია გლობალურ რეიტინგში  PSY Gangam Style-მა დაიკავა. ეს ვიდეო 2012 წელს პორტალ YouTube – ის აღმოჩენად იქცა.

ინტერნეტ-საზოგადოება ინტერესს იჩენდა ბრიტანული ჯგუფის One Direction-ის მიმართაც. ფოტოების კატგორიაში სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გარი სტაილსმა გაიმარჯვა. მოვლენებს შორის კი პირველი სამი ადგილი ლონდონის ოლიმპიადას, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონტსა და კონკურს ევროვიზიას ერგო.

Google-ს ტრენდებს შორის დასახელდა ქარისხალი „სენდი“, პლანშეტი iPad 3 და თამაში Diablo 3. iPad-ის მესამე ვერსია საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის კატეგორიის სათავეშიც მოექცა და Samsung Galaxy S 3-ს, iPad Mini-ს, Nexus 7-ს და iPad 4-საც გაუსწრო.

Twitter-ის ვარსკვლავები: ბარაკ ობამა და ჯასტინ ბიბერი

სტატისტიკა გამოაქვეყნა სოციალურმა ქსელმა Twitter-მაც. კატეგორიაში „ოქროს ტვიტები“ გამარჯვება ბარაკ ობამამ მოიპოვა. პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ ობამამ Twitter-ზე დაწერა: „კიდევ ოთხი წელი“  და მას მიშელ ობამასთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო. ამ ჩანაწერმა 800 000-ზე მეტი რეტვიტი დაიმსახურა, 300 000 -ზე მეტმა მომხმარებელმა კი ის რჩეულებს შორის დაამატა. აღსანიშნავია, რომ ტვიტი რეკორდსმენი მთლიანად Twitter-ის არსებობის ისტორიაში გახდა.

მეორე ადგილზე კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის ტვიტი მოხვდა, რომელიც პოპულარულმა შემსრულებელმა 6 წლის თაყვანისმცემლის გარდაცვალებას მიუძღვნა. ტვიტმა 250 ათასამდე რეტვიტი დაიმსახურა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს 2012 წელს ყველაზე მეტად ლონდონის ოლიმპიადა, ქარსხალი „სენდი“ და ანტიმეკობრული კანონპროექტები აღელვებდათ.


Gangnam style-ს ფურორი


ვიდეორგოლების პოპულარობის ამსახველი რეიტინგი გამოაქვეყნა Youtube-მაც. ყველაზე დიდი ფურორი წელს სამხრეთკორეელ შემსრულებელს PSY-სა და მის Gangnam style -ს ერგო.

„2012 წელი Youtube-ს განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან წლად იქცა. თვეში თქვენ 4 მილიარდ საათზე მეტს უყურებდით, მილიონობით ავტორი მას ექსპერიმენტებისთვის იყენებდა და ახალ კრეატიულ იდეებს ვიდეოჰოსტინგის უზარმაზარ აუდიტორიას სთავაზობდა“,-ნათქვამია Google-ს ანგარიშში.

 

მაშ ასე, Youtube-ს ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1.  PSY - GANGNAM STYLE (강남스타일) M/V

2. Somebody That I Used to Know - Walk off the Earth (Gotye - Cover) 

3. KONY 2012 

4. "Call Me Maybe" by Carly Rae Jepsen - Feat. Justin Bieber, Selena, Ashley Tisdale & MORE! 

5. Barack Obama vs Mitt Romney. Epic Rap Battles Of History Season 2.

6. A DRAMATIC SURPRISE ON A QUIET SQUARE 

7. WHY YOU ASKING ALL THEM QUESTIONS? .. #FCHW 

8. Dubstep Violin- Lindsey Stirling- Crystallize 

9. Facebook Parenting: For the troubled teen. 

10. Felix Baumgartner's supersonic freefall from 128k' - Mission Highlights 


ტექნოლოგიური პრესა 2012

დაბოლოს, რაზე წერდა გასულ წელს ტექნოლოგიური პრესა. ყველაზე პოპულარულმა აგრეგატორმა Techmeme-მ იმ სიტყვების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდებოდა ინგლისურენოვან IT პრესაში.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად მედია Apple-სთან დაკავშირებით წერდა, მეორე ადგილზე კი ჩამონათვალში Google-ა. სიაში მოხვდნენ Facebook, Twitter,

Microsoft, Samsung და Amazon.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^