Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერის პასუხი რუსეთის წარმომადგენელს: საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს წინსართი

28 მაისი 2017

„საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიაჩესლავ ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.


“საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა. დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატოსკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი. ჩვენ ვემხრობით ღირებულებებზე დაფუძნებულ ინტეგრაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული შრომის შედეგად. 


რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? ესაა მთავარი კითხვები. ბოდიში, მაგრამ ფრაზა ეკონომიკური ზრდის დაბალი სიჩქარის შესახებ იქ, სადაც სტაბილურობას ძირს უთხრის რუსეთის მხრიდან ინტერვენცია, ძალიან სარკასტულად ჟღერს,” - უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის რეპლიკას.

რუსეთზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ,-

,, მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო. სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს.”

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემისადმი მიძღვნილ სესია - “აღმოსავლეთ სამეზობლო 2017,” გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^