Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაოლო ალი: სესიის თბილისში გამართვა დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან

28 მაისი 2017

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა. 

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვა დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან. .


„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ რა ხდება აქ - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფება თბილისში და მართავს საგაზაფხულო სესიას, რათა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, დღეს ჩვენი აქ ყოფნა, ასევე სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია, ჩვენი თვალით ვნახოთ და შევიტყოთ იქიდან, რაც გვიამბეს, რომ ვითარება აქ მართლაც დრამატულია. გვესმის, რომ მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და წესებისთვის. ასე რომ, ეს იქნება შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში და მოვუყვეთ მათ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა 26 მაისს დაიწყო. ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. 29 მაისს ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^