Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკის კონსტიტუცია და მისი დამატებები

05 ივლისი 2017

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ;

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია მარტივ, მაგრამ ყოვლისმომცველ პრინციპს ემყარება: აღიარებს, რომ ადამიანს უფლებები ბუნებრივად აქვს და არა სახელმწიფოსგან მინიჭებული. რომ ისინი მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ ხელისუფლებას მართვის უფლებას. მსგავსი რამ მანამდე დეკლარირებული არსად ყოფილა.

ამირიკის „დამფუძნებელ მამებს“ სჯეროდათ, რომ მთავრობა არ შედგება უნაკლო ადამიანებისგან, უნაკლონი არც ისინი არიან, ვისაც მთავრობა მართავს, ამიტომ მისი ძალაუფლება შეზღუდული უნდა იყოს.

ხალხი კონსტიტუციით ხელისუფლებას მხოლოდ იმ უფლებებს აძლევს, რაც თავად სურს,
თუმცა ქრისტინ ბლექბერი, ამერიკის ეროვნული არქივის წარმომადგენელი, ამბობს, რომ წლების განმავლობაში კონგრესში კონსტიტუციის შეცვლის დაახლოებით 1 100-მდე ინიციატივა არსებობდა. ანუ ამერიკელმა კანონმდებლებმა სწორედ ამდენჯერ სცადეს სხვადასხვა მიზეზით მისი შეცვლა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივები პრაქტიკულად მისი ამოქმედებისთანავე, 1789 წლიდანვე დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი მიიღეს 10 ჩასწორება - მთავრობის ძალაუფლების შემზღუდავი 10 კონკრეტული პუნქტი.

„კონსტიტუციის ცვლილების მიზეზთაგან უმეტესობა - 27-იდან 17 შესწორება უფლებების გაფართოებას გულისხმობდა. მათ შორის იყო: ხმის უფლება, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება და ა.შ.“ - ამბობს ეროვნული არქივის წარმომადგენელი.

ჩასწორების ბევრი სხვადასხვანაირი ინიციატივა არსებობდა, მაგალითად: პრეზიდენტის ლატარიის პრინციპით არჩევა, საარჩევნო კოლეგიის გაუქმება, ისევე როგორც ქორწინების რეგულირება, ჩიტების მიგრაციისა და ალკოჰოლური სასმელის მიღების საკითხები. შესწორებები განსაკუთრებით ხშირი იყო დიდი სოციალური ცვლილებების დროს.

იყო პერიოდებიც, როდესაც მატულობდა ინტენსიური შესწორებების აქტივობები, მეტწილად სოციალური ცვლილებების დროს.

განსაკუთრებით ბევრი შეთავაზება უკავშირდება გენდერული ნიშნით „თანაბარი უფლებების შესახებ ჩასწორებას“, რომელიც კონგრესმა მიიღო, მაგრამ ყველა შტატში არ ამოქმედებულა.

შტატების სამ მეოთხედს ის ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული. ასე რომ, ცვლილებების პაკეტისთვის კონგრესის ორი-მესამედით მხარდაჭერის მიუხედავად, შტატების ნახევარშიც კი არ ამოქმედებულა; შესაბამისად, ის არაა კონსტიტუციის ნაწილი“ - განმარტავს ქრისტინ ბლექბერი.

მისივე თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ძალიან რთულია, ეს კი დადებითი მოვლენაა.

ამერიკელებმა დიდი ხნის წინ დადეს პირობა, რომ იდგებიან ინდივიდუალური თავისუფლებისა და მთავრობის შეზღუდული ძალაუფლების სადარაჯოზე იმისათვის, რომ დაიცვან თავისუფლება და ის შთამომავლობას გადასცენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^