Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის

07 ივლისი 2017

„წარმოშობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციისა და ინდივიდუალური პროფილის შესწავლის საფუძველზე არ იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დადგეთ დევნის საფუძვლიანი რისკის ქვეშ", - ამის შესახებ   ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დასაბუთებაში წერს, რომლითაც განმარტავს გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ მიანიჭა ლტოლვილის საბუთი მუსტაფა ემრე ჩაბუქს. 

„რადგანაც თქვენ ბრალი გედებათ ეროვნული კანონმდებლობით - თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებაში, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად პროპორციულია ის სასჯელის ზომა, რაც გათვალისწინებულია ამ დანაშაულისთვის. მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, დანაშაულისა და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სასჯელის გათვალისწინებით, ეს სასჯელი ვერ გაუტოლდება დევნას კონვენციური ნიშნით და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც არაპროპორციულად მკაცრი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მსგავსი დანაშაულისთვის ითვალისწინებს პატიმრობას 10-დან 12 წლამდე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არ იკვეთება „საერთაშრისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან კავშირი - რომ დევნა შეიძლება გამოიხატოს სისხლისსამართლებრივი დევნით ან სასჯელით,  რომელიც არაპროპორციულია". - წერია დასაბუთებაში

გარდა ამისა, დევნილთა სამინისტრო, თურქეთის ციხეებში „პოზიტიურ ცვლილებებზეც“ მიუთითებს:

„იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თქვენ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა, დაგემუქროთ პატიმრობა, საჭიროდ მივიჩნიეთ, კვლევა განხორციელებულიყო 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით. კერძოდ, შეგვეფასებინა თქვენ მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკი. ამ მიზნით ჩვენ შევისწავლეთ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საპატიმრო პირობები. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ციხეებში პოზიტიურ ცვლილებებს აქვს ადგილი პრობლემების აღმოფხვრის კუთხით. წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებლემა 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განახორეციელა ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ვიზიტის შემდეგ მომზადებულ ანგარიშში მან აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობას ციხეებში ადგილი აღარ აქვს. ამასთან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს მისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია ციხეებში მიმდინარე წამების ან ან არასათანადო მოპყრობის ფატების შესახებ". 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

ჩაბუქის ადვოკატები სამინისტროს განმარტებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და გეგმავენ, იგი საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^