Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის ექსტრადირებაზე

16 ივლისი 2017

ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა რებეკა ჰარმსმა დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი ციხეში მოინახულა, რის შემდეგაც ჩაბუქის პატიმრობასა და მისი თურქეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე პრესკონფერენცია გამართა. 

სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლსა და შვილებს შეხვდა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

"ვფიქრობ, არავინ უნდა იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. მე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. თურქეთშიც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, ჟურნალისტი არ არის კრიმინალი, არჩეული ოპოზიციონერი პარლამენტარი თურქეთის მთავრობაში არ არის კრიმინალი, ისევე როგორც, არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი საქართველოში. მე ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ იმ მოთხოვნებზე, რაც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებას უკავშირდება“,- თქვა მან. 

მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა და მისმა ოჯახმა აუცილებლად უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ციხის ადმინისტრაციას, ვინაიდან ჩაბუქმა მასთან საუბრისასა განაცხადა, რომ ციხეში კარგად ეპყრობიან. 

რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში სამართლიან საამართლოს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს

 რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში 12 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. იგი მონაწილეობას იღებდა ბათუმის მე-14 საერთაშორუსო კონფერენციაში საქართველოს ევროპული გზა.

7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები სამინისტროს გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა

„თურქეთის ციხეებში არასათანადოდ აღარ ეპყრობიან“ - სამინისტრო ჩაბუქისთვის სტატუსზე უარს ხსნის

არ გადასცე! - ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად კანცერლარიასთან აქცია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^