Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნოეს უბანში წყალს ითხოვენ

05 სექტემბერი 2017

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიის ნოეს უბნის დასახლებაში 12 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ბოშათა თემს წარმოადგენენ. ისინი ყოველდღიურად უმკლავდებიან სასმელი წყლის, გზის და გარე განათების უქონლობის პრობლემას.

ადგილობრივი აიდა პეტრენკო ამბობს, რომ მალე სკოლა მოდის, მათ კი არ იციან წყლის უქონლობის გამო, როგორ მოაწესრიგონ ბავშვები.

ლუბა კარპენკო და ალიონა პეტრენკო კი საუბრობენ, რომ ამ დროისთვის მათ დასახლებას კუსტარული წესით, ერთი რეზინის მილით გამოყვანილი წყალი აქვს, რომელიც 2-3 დღით წყდება ხოლმე. სახელდახელოდ მოყვანილ წყალს აქვს ის თავისებურებაც, რომ როდესაც მას დასახლების ერთი ოჯახი მოიხმარს, სხვაგან წყდება. მეზობლები ელოდებიან ერთმანეთს და ონკანების გარშემო პლასტმასის ბოთლებს  ალაგებენ.

სასმელი წყლის შოვნის მეორე გზა კი მისი გვერდითა დასახლებიდან ზიდვაა. ალიონა პეტრენკო ამბობს, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თან ოჯახისთვის საკმარისი წყლის მოზიდვა მაინც შეუძლებელია.

ბოშათა თემის პრობლემებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ლობირებს. ცენტრის პროექტების კონსულტანტი ელენე პროშიკიანი ამბობს, რომ მათ მიმართეს როგორც გარდაბნის გამგეობას, ასევე გუბერნიას, სახალხო დამცველს და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს. ელენე პროშიკიანი გვიხსნის, რომ დასახლების პრობლემებს ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნიაც გაეცნო, თუმცა ამ დროისთვის ბოშათა თემის პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

საკითხზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში არაა გაწერილი თანხები აღთაკლიის ნოეს უბნის წყლის, გარე განათების, გზის საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა დასძენენ, რომ ეცდებიან პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას.

ქვემო ქართლის გუბერნიაში კი აცხადებენ, რომ იცნობენ ამ დასახლების პრობლემებს. გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი გვწერს: „ერთ-ერთ ძირითად საკითხს დასახლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელიც გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დადებითად გადაწყდება“.

დარგალი არ აკონკრეტებს, რა დროში მოხდება პრობლემის მოგვარება.

იმის გათვალისწინებით, რომ დასახლება გარდაბანს ეკუთვნის, ბოშათა თემის მთავარ ადრესატად მაინც გარდაბნის გამგეობა რჩება. თემს და მის გულშემატკივრებს ამ პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლა გარდაბნის 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას მოუწევთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^