Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ნატოს საზღვართან გამართავს

06 სექტემბერი 2017

ავტორი: ია მეურმიშვილი

14 დან 20 სექტემბრამდე რუსეთი სამხედრო წვრთნებს გამართავს სახელწოდებით "ზაპად" ანუ "დასავლეთი 2017." ეს ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება, რომელიც ბელორუსში და კალინინგრადში გაიმართება ბალტიისპირეთისა პოლონეთის საზღვრებთან ახლოს. რას უნდა ველოდეთ ამ წვრთნებიდან და რა არის რუსეთის მიზანი? ამ თემებზე ცოტა ხნის წინ ფრენკლინ ჰოლკომს ვესაუბრეთ. ის ომის კვლევების ინსტიტუტის ექსპერტია.

შუა სექტემბერს რუსეთი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ცივი ომის შემდეგ ეს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სავარჯიშო იქნება. რას იტყოდით ამ წვრთნებზე? რატომაა ის ასეთი დიდი და რატომ ახლა?

რუსეთს ამ წვრთნებში რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ის ყოველ ოთხ წელში ერთხელ ტარდება, თუმცა, როგორც თქვენ თქვით, ის დღემდე ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნა იქნება. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ შეამოწმოს პროგრესი, რომელსაც რუსულმა ჯარმა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ამასთან, რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლის შესაძლებლობის შემოწმება უნდა. "ზაპადის" ბოლო წვრთნების შემდეგ, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, რუსეთი ორ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს - უკრაინაში და სირიაში. ეს პირველი შესაძლებლობა იქნება, როცა მათ ამ ოპერაციებში ნასწავლი გაკვეთილების გამოცდა შეეძლებათ.

რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდს გადის და მოსახლეობის მდგომარებოა არ უმჯობესდება.

ამასთან ერთად, რუსები სხვადასხვა მიზეზების გამო, ნატოს საფრთხედ აღიქვამენ და სამყაროზე პარანოიდული შეხედულება აქვთ. სწორედ ამის გამო, მათ სურთ ყველას და განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს დაანახონ საკუთარი შეირაღებული ძალების შესაძლებლობები. 

წვრთნები ბელორუსში და კალინინგრადში ჩატარდება - პოლონეთის, ლატვიის და ლიტვის საზღვრებთან. რას უკავშირებთ წვრთნებისთვის ამ ადგილების შერჩევას?

რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბევრი ისეთი ადგილის შერჩევა შეეძლო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს ესაზღვრება. ვფიქრობ, სხვა ქვეყანა იმიტომ შეარჩიეს, რომ პირველ რიგში დასავლეთს დაანახონ, რომ ბელორუსს მნიშვნელოვან ქვეყნად მიიჩნევენ და რომ ბელორუსი რუსეთს ეკუთვნის. შემდეგი სიგნალი ბელორუსისკენაა მიმართული - რუსეთი მინსკს ეუბნება, რომ რუსეთის ორბიტიდან გადახვევა არც კი იფიქროს. ასევე უდავოა ის, რომ რუსეთი ნატოს ეუბნება, რომ იცის, რომ ბალტიისპირეთი ნატოს ერთგვარი სუსტი წერტილია.

სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის გზავნილი გასაგებია. ეს ორი თემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ თქვენი აზრით, რა არის ამ წვრთნების პოლიტიკური მესიჯი?

პოლიტიკური მესიჯი, ვფიქრობ ის არის, რომ კრემლი დასავლეთს ეუბნება, რომ რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა და არავინ არ უნდა დაუშვას, რომ მის საქმეებში ჩარევას ადვილად შეძლებს. რუსეთს ასევე სურს გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა ექნება დასავლეთს მის მიმართ და გაგვიჩინოს გარკვეული შიში რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო რეაგირებაზე.

"ზაპად 2017-ში" გამოყენებული იქნება როგორც ტაქტიკური სახმელეთო მეთოდები, ასევე სადესანტო და საჰაერო ოპერაციები. არ არის გამორიცხული, რომ ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენების წვრთნებიც ჩატარდეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პუტინს სურს რუს ხალხს ქვეყნის სიძლიერე დაანახოს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური სტაგნაციის პერიოდს გადის და მოსახლეობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ვიცით, რომ "ზაპად 2017" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნებია. ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მასში მონაწილეობას, რა სახის მძიმე ტექნიკა ან სპეც-დანაყოფები იქნება გამოყენებული?

კი, ეს დასკვნა ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ. თუმცა, ამ მასშტაბის წვრთნები, სავარაუდოდ, გამოავლენს ახალ სისუსტეებს, რომლებზეც რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას. ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთმა ჯარში ინსტიტუციური პრობლემები გამოასწორა, მაგრამ მათ ნაწილზე მუშაობას აგრძელებენ.

2008 წელს, რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო ოლქმა ჩრდილოეთ კავკასიაში წვრთნები ჩაატარა „კავკასია 2008.“ "ზაპად 2017-სგან" განსხვავებით, რომელიც ნატოს წინააღმდეგაა მიმართული, კავკასია 2008 ანტი-ტერორისტული წვრთნა იყო. მაშინ მოსკოვმა წვრთნებში მონაწილე ზოგიერთი დანაყოფი საკუთარი დისლოცირების ადგილზე არ დააბრუნა. მოგვიანებით ეს დანაყოფები საქართველოში შესაჭრელად იქნა გამოყენებული. როგორ ფიქრობთ, რუსეთი ბელორუსშიც დატოვებს წვრთნებში მონაწილე რამდენიმე დანაყოფს?

ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ დაბალი ალბათობით. რუსებს ამ ეტაპზე ბელორუსში ჯარის განლაგების საჭიროება არ აქვთ ერთი იმიტომ, რომ ბელორუსი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა. მეორე იმიტომ, რომ რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქს უკვე რამდენიმე წელია აძლიერებს და რუსეთის ჯარი უკვე განლაგებულია სტრატეგიულ ადგილებში. "ზაპადის" დანიშნულება იმის შემოწმებაა, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ჯარს ერთობლივი მოქმედება და არა ის, რომ ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან ჯარების გადასასროლად საბაბი მონახოს.

მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^