Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ააიპ-ის - „არა ხმაურს“ - დამფუძნებელთა განცხადება - კანონის ნორმები ხარვეზებით სრულდება

11 სექტემბერი 2017

ააიპის - „არა ხმაურს“ - დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ და ირაკლი კობახიძეს, გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი მღებრიშვილს და გიორგი ალიბეგაშვილის მიმართავენ:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პრემიერ მინისტრს  ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს

ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს

ა(ა)იპ „არა ხმაურს“ დამფუძნებელთა

განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 15 აგვისტოდან ამოქმედდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი აკუსტიკური ხმაურის აკრძალვის შესახებ, რომლის თანახმადაც დაწესდა დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 15 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა  ტექნიკური რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის დადგენილება №398) საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ.

ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არა ხმაურს,“ რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ კანონის მიღების პროცესში, კანონის ძალაში შესვლის დღიდანვე აწარმოებდა მისი აღსრულების მონიტორინგს, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კანონით დადგენილი ნორმების აღსრულება ხდება ხარვეზებით, რაც საფრთხეს უქმნის კანონის სრულყოფილად აღსრულებას. უფრო მეტიც, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული რიგი დებულებები ფაქტიურად უკარგავენ კანონს იმ მიზანს რასაც ის უნდა მოემსახუროს -დაიცვას მოქალაქეების უფლებები მშვიდ ცხოვრებაზე და დაიცვას ისინი იმ ზიანისგან რაც მათ ჯანმრთელობას ადგება ნორმას გადამეტებული აკუსტიკური ხმაურის გამო.

ტექნიკურ რეგლამენტი შეიცავს მთელ რიგ წინააღმდეგობრივ დებულებსდა ასევე ბუნდოვან პუნქტებს, რომლებიც ექვემდებარება განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. კერძოდ:  

            •           რეგლამენტით, ხმაურის ჰიგიენური შეფასება  შესაძლებელია ჩატარდეს ნებაყოფლობით დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მიერ და არ გულისხმობს ხმაურის დონის კონტროლს;

            •           ჩვენი ორგანიზაციის „არა ხმაურს“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა,  რომ რეგლამენტის არასრულყოფილების გამო, პატრული ვერ უზრუნველყოფს მისი იმ დებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც „აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში  და მათი განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის დონე აღემატება №1 დანართით დადგენილ ნორმებს.“ ის მხოლოდ აფრთხილებს იმ პირებს რომლებიც შემოწმების მომენტში იმყოფებიან ადგილზე, და უცნობია არიან თუ არა ისინი ამ ობიექტის იურიდიული მფლობელნი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.  პატრულის თქმით ასეთი პირები ყოველ ჯერზე იცვლებიან, ამიტომ ვერ ხერხდება დაჯარმება და ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.

            •           ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგმა გამოავლინა რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც 2018 წლის 1 აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგლამენტით გაწერილი აღსრულება ევალებათ, ჯერ კიდევ არ გააჩნიათ  სათანადო კომპეტენცია ამ ფუნქციის შესასრულებლად. ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პატრული რატომღაც ხმაურის გაზომვას ხმაურისგან დაზარალებულის ბინაში, აწარმეობს დახურული ფანჯრების პირობებში, რაც ბუნებრივია ამცირებს დეციბელების რაოდენობას და ხდება შესაბამისი დასკვნის საფუძველი. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ღამის კლუბებს/ბარებს სრული უფლება ეძლევათ გამოიყენონ ქალაქის ღია სივრცე, რომელიც მათთვის არავის მიუცია არენდით. საქმისადმი ასეთი მიდგომით გამოდის, რომ ხმაურით შეწუხებული ქალაქის მაცხოვრებლებმა ხმაურისგან თავის დასაცავად,  ზაფხულის პაპანაქებაში ჩაკეტილი ფანჯრების პირობებში უნდა იცხოვრონ, რამდენიმე ათეული კლუბი და ბარი კი ტკბებოდეს გრილი ნიავითა და ქალაქის საუკეთესო ხედებით.   ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს ბინის მფლობელი იძულებული, განსაკუთრებით ზაფხულში ან ცხელ ამინდში, რომ ხმაურისგან თავი დაიცვას ფანჯრების დახურვით და საკუთარ თავს ამით  დამატებითი დისკომფორტი შეუქმნას.  გამოვლინდა კიდევ ერთი შეუსაბამობა, გამოძახებული პატრული ითხოვს დაზუსტებას თუ რომელი კლუბიდან მოდის ხმაურიამის განსაზღვრა ზოგიერთ ზონაში, მაგალითედ შარდენის უბანში შეუძლებელია კლუბების სიმრავლის გამო. პატრული თავად ხედავს თუ რომელ კლუბს აქვს გამოტანილი აპარატურა ღია ცის ქვეშ და მას არ უნდა სჭირდებოდეს გამოძახების შემდეგ რეაგირება. სრულიად ლოგიკურია, რომ  საკონცერტო სიმძლავრის დინამიკების ხმა აუცილებლად შეაღწევს და აუცილებლად გადააჭარბებს დაშვებულ ნორმას. ასეთი გამოძახებები უშედეგოდ მთავრდება. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ არავინ არ ჯარიმდება, რადგანაც კანონის მიღების შემდეგ დაუსჯელობით გათამამებული ღამის ბარები და კლუბები ყოველ დღე სულ უფრო და უფრო თავაშვებულები ხდებიან.

          •         აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ქალაქში სულ ორი ხმაურის მზომია პატრულის განკარგულებაში. გაუგებარია რისთვის გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დრო 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე, რომელიც მას სწორედ აღსრულებისათვის მოსამზადებლად მიეცა? მით უმეტეს 15  აგვისტოს შემდეგ კიდევ თითქმის ერთი თვე გავიდა.

            •           აღნიშნული რეგლამენტით ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ სპეციალური ზონები (მაგ.: ტურისტულად აქტიური ზონები და გასართობი ზონები, სადაც განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები და ა.შ.), რომელთა მიმართ შეუძლიათ დააწესონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისაგან განსხვავებული რეჟიმი. ეს პირდაპირ აძლევს დაინტერსებულ პირთ უფლებას, სპეციალურ ზონებში განათავსონ და განსხვავებულ რეჟიმში მოაქციონ ხმაურის შემქმნელი ის დაწესებულებები სადაც მათ შესაძლოა ინტერესი ჰქონდეთ.

            •           რეგლამენტით, რატომღაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის. ეს საკითხიც გარკვევას საჭიროებს.

            •           რეგლამენტით „ჰიგიენურ შეფასებას არ ექვემდებარება ისეთი ხმაური, რომელიც განპირობებულია: “ადამიანების მოქმედებით, მათ მიერ სიჩუმისა და საზოგადოებრივი სიწყნარის დარღვევით საცხოვრებელ შენობებში და მიმდებარე ტერიტორიაზე (ბგერის წარმომქმნელი აპარატურის მუშაობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება, რაიმე საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულება,  და ა.შ.); არადა, საყოფაცხოვრებო პირობებში, სწორედ მათზე მოდის ნორმას გაადცილებული და ადამიანისათვის შემაწუხებელი აკუსტიკური ხმაურის ლომის წილი, განსაკუთრებით ღამის საათებში.

            •           ჩვენმა მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ სამშენებლო კომპანიები უხეშად არღვევენ რეგლამენტის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საცხოვრებელი განაშენიანებისაგან ხმაურის წყაროს დაცილება, ხმაურის წყაროსა და საცხოვრებელ განაშენიანებას შორის ხმაურდამცავი ეკრანების განთავსება და ა.შ. ამის მაგალითია, თუნდაც ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, რომლის კანონიერებას ასევე საეჭვოა.  

სამწუხაროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, რომლებიც უკვე წლებია შეწუხებული არიან ნორმასთან შეუსაბამო ხმაურით, არ მიეცათ საშუალება ჩართულიყვნენ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში. მისი ცალკეული დებულებები კი გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის მიღებულია იმ ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნების და ინტერსების გათვალისწინებით, რომლებსაც ფინანსური თუ სხვა ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ახდენენ ნორმებს შეუსაბამო ხმაურის გენერირებას.

სამწუხარო და საკვირველია, რომ პარლამენტის დეპუტატები, რომელთა ძალისხმევითაც მოხდა ამ კანონის ინიცირება და მიღება და რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით, არასათანადოდ ადევნებენ თვალყურს კანონის აღსრულების პროცესს და იმ ხარვეზებს, რომლებმაც პირველივე დღეებში იჩინა თავი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას, რათა  ერთად დავსახოთ ზომები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონი თავად აღნიშნავს, რომ მისი მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში „საქართველოს კონსტიტუციით“, „ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით“ აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში („საქართველოს კონსტიტუცია“ 37-ე მუხლი) და ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი („ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი“ მე-12 მუხლი).

პატივისცემით

ააიპარა ხმაურს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^