Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

22 მარტი 2010

შესავალი

შესავალი

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის,  ერთპალატიანი პარლამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4.6 მილიონს შეადგენს.  პრეზიდენტი  -  მიხეილ სააკაშვილი - 2008 წლის იანვარში მეორედ აირჩიეს. ეს საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო-ს დემოკრატიული საარჩევნო ვალდებულებების უმრავლესობათა მიხედვით, დამაკმაყოფილებლად ცნეს. თუმცა, ამავდროულად, ეუთო-მ არჩევნების დროს მნიშვნელოვანი პრობლემებიც დააფიქსირა. მათ შორისაა ბრალდებები მასშტაბური დაშინებისა და ზეწოლის შესახებ; ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესის ხარვეზები; გასაჩივრების პროცესის ნაკლოვანებები. ეს და სხვა პრობლემები 2008 წლის მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროსაც სახეზე იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის მიხედვით, მაისის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად არ შეესაბამებოდა.

წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების ძირითადი დარღვევების სია შეიცავს მინიმუმ ერთ მკვლელობას, რომლის მიზეზიც ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალაუფლების გადამეტებული გამოყენება იყო. ხდებოდა პოლიტიკური მოტივით გატაცებები და შეურაცხყოფა, პატიმრები არასახარბიელო პირობებში იყვნენ, ირღვეოდა მათი უფლებები, მათ შორის - არასრულწლოვანი პატიმრებისაც; ადგილი ჰქონდა დაუსაბუთებელ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, პოლიტიკური ნიშნით დაჭერებს, დემონსტრაციების დარბევისას ძალის გადამეტებულ გამოყენებას, სხვადასხვა ტიპის საკუთრების მფლობელებზე პოლიტიკური მოტივით ზეწოლას; არ ტარდებოდა სამართლიანი სასამართლო პროცესები, მთავრობა ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე, მთავრობის მაღალჩინოსნები კი კორუფციაში იყვნენ მხილებულნი.

მედიის თავისუფლება შემცირდა და დაფიქსირდა დამფუძნებლებისა და კომპანიების უფლებამოსილებებში მთავრობის წარმომადგენლების ჩარევის შემთხვევები. არასაპარლამენტო ოპოზიციის სამთვიანმა პროტესტმა ზოგადად მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა მკვეთრი დისბალანსი შეინიშნებოდა დემონსტრაციის პერიოდში მომხდარი დანაშაულების შემთხვევაში: მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სწრაფად გამოიძიეს და გახსნეს, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში იგივე არ მომხდარა.

წლის განმავლობაში დაფიქსირდა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებიც. კვლავ არ მოგვარებულა ამ სფეროში არსებული სხვა პრობლემები: არ გარკვეულა სადავო ეკლესიების მფლობელობის საკითხი და არ გამოსწორებულა არამართლმადიდებელთა არათანაბარი მდგომარეობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შედარებით. ასევე გამოვლინდა ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც; დაფიქსირდა ტრეფიკინგისა და სექსუალური უმცირესობებისადმი სტერეოტიპული მიდგომები და მათი დისკრიმინაციაც.

ადამიანის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღება, რომელიც უფრო სამართლიან სასამართლო პროცესს უზრუნველყოფს. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია თბილისში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებაც, რომელიც თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს.

ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის გარეშე რჩება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტული დე ფაქტო რეგიონები, რომლებსაც მხარს უჭერს მათ ტერიტორიაზე შესული რამდენიმეათასიანი რუსული ჯარი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ორივე ტერიტორიული ერთეულის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო. რუსეთსა და დე ფაქტო მთავრობებს შორის დადებული "ორმხრივი" შეთანხმებების თანახმად, რუსეთის მესაზღვრეებმა მაისში ამ ორი რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი დაიწყეს და იქ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება აკრძალეს. აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ცეცხლი შეწყვეტილი იყო, თუმცა ინციდენტები ორივე ტერიტორიაზე მაინც მოხდა. სიცოცხლის ხელყოფა, გატაცებები,  არაკანონიერი დაკავება და დაპატიმრება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა.

აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობდნენ ძირითადად ეთნიკური ქართველებისთვის ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას, მათ უზღუდავდნენ ისეთ ფუნდამენტურ უფლებასაც, როგორიცაა საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და მოგზაურობის უფლება. აფხაზი და რუსული ძალების მხრიდან ქართველები ასევე განიცდიდნენ აგრესიას. მათ აძალებდნენ აფხაზურ "არმიაში" ჩაწერას და ზღუდავდნენ გალის რაიონის სკოლებში ქართულის სწავლებას.

2008 წელს სამხეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული წესის თანახმად, კონფლიქტის დროს და მას მერე ამ ტერიტორიიდან წასულ ეთნიკურ ქართველებს უკან დაბრუნების უფლებას არ აძლევენ, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან და "სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის" მოქალაქეობას არ მიიღებენ. პრაქტიკულად, ეს ხშირ შემთხვევაში, რუსული პასპორტის მიღებას ნიშნავს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (Iჩღჩ) გარდა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ნებას არ რთავდნენ, ჩვეულებრივად შესულიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რათა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა შეეფასებინათ ან ჰუმანიტარული დახმარება შეეტანათ.

2010 წლის 11 მარტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...
17 აპრილი
17 აპრილი

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სო ...

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე. რა ნიშნავს ...

მეტი

^