Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წამლის ტვირთი - როგორ მუშაობს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

18 სექტემბერი 2017

რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურად დაუცველი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. მოქალაქეების ნაწილს აფთიაქებში გარკვეული მედიკამენტების თითქმის უსასყიდლოდ მიღება შეეძლებათ. რამდენად გაზრდის აღნიშნული პროგრამა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას საქართველოში? იგეგმება თუ არა წამლებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოება და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ფინანსების არქონის გამო  მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობა შეძლება დასჭირდეს.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება და აქვს შემდეგი ტიპის:

  • გულ-სისხლძარღვთა;
  • ფილტვის;
  • დიაბეტი (ტიპი 2);
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები.

ჩამოთვლილი ოთხი მიმართულების დაავადებების სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი 23 დასახელების მედიკამენტის შესაძენად გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 13 დასახელების წამალია შეძენილი. სექტემბრის თვიდან კი როგორც სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, თითქმის ყველა მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამით მოსარგებლეები აღნიშნულ მედიკამენტებში სიმბოლურ თანხას გადაიხდიან - 5 თეთრიდან 1 ლარამდე. ბენეფიციარს შეუძლია აფთიაქიდან წინასწარ გამოიტანოს საჭირო წამლების 3 თვის მარაგი.   

რა პროცედურების გავლაა საჭირო მედიკამენტების მისაღებად?

  • ბენეფიციარი ქრონიკული დაავადების დამადასტურებელი „ფორმა 100-ის“ მისაღებად უნდა მივიდეს ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან. ექიმი დაავადების დადასტურებულ დიაგნოზთან ერთად უთითებს მედიკამენტის დღიურ დოზას;
  • ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება (მედიკამენტი შეტანილი უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული მედიკამენტების სიაში);

პროგრამაში დასარეგისტრირებლად ბენეფიციარი უნდა მივიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და თან უნდა იქონიოს „ფორმა 100“, რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (სააგენტოში რეგისტრაცია ერთჯერადია და განმეორებით მისვლა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ დიაგნოზი, წამლის დოზა ან დასახელება შეიცვლება); 

რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს შესაბამის აფთიაქს, სადაც მან უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი (ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც). 

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ამბობს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 6 თვეზეა გათვლილი, თუმცა იგეგმება მისი მომდევნო წელს გაგრძელებაც.

„გრძელვადიან გეგმებში და საშუალოვადიან ბიუჯეტის დაგეგმარებაშიც გათვალისწინებულია, რომ ეტაპობრივად გავაფართოვოთ როგორც პროგრამის მოცულობა, ასევე ამ პროგრამით ბენეფიციარების მოცვა“, - ამბობს ეკა ადამია.

როგორც ადამია ამბობს, პროგრამის ბიუჯეტი წელს 3 600 000 ლარს შეადგენს. აქედან დაახლოებით 450 000 ლარი ლოჯისტიკისთვის (დასაწყობება, განბაჟება, ტრანსპორტირება) არის გამოყოფილი; დანარჩენი კი მთლიანად (დაახლოებით 3 200 000 ლარი) მედიკამენტებზე დაიხარჯება.

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კი 1 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა დაახლოებით 150 ათასიდან 200 ათას ადამიანზეა გათვლილი, თუმცა სხვადასხვა მასშტაბით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ბენეფიციარზე 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 22 ლარია გამოყოფილი, თვეში კი 4 ლარამდე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი  თენგიზ ვერულავა პროგრამას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ 150 000 ადამიანისთვის პროგრამის ბიუჯეტი საკმარისი არ არის.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პროგრამა უმთავრესად გათვლილია იმაზე, რომ ამ პერიოდში, 6 თვის განმავლობაში, ყველა ადამიანი ვერ მიიღებს სათანადო ინფორმაციას პროგრამის შესახებ. სხვა შემთხვევაში 4 ლარამდე თანხა დიდი შეღავათი არ არის პაციენტისათვის, განსაკუთრებით ქრონიკული ავადმყოფის დროს. არაერთი კვლევაა ჩატარებული, თუ რამდენს ხარჯავს ქრონიკული ავადმყოფი მედიკამენტებზე და ეს ხარჯი თვეში დაახლოებით 200-300 ლარს უტოლდება“, - ამბობს თენგიზ ვერულავა

ეკა ადამია ამბობს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან პირველ ორ კვირაში 3800-მდე პაციენტი დარეგისტრირდა სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათგან 2 865-მა მედიკამენტი უკვე მიიღო. აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთშია. ეკა ადამიას თქმით, პროგრამისთვის სწორედ იმ დაავადებათა ტიპები შეირჩა, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და რომელთა ხარჯებიც მოსახლეობისთვის დიდი ტვირთია. 23 დასახელების მედიკამენტიდან ყველაზე მეტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდაა გათვალისწინებული.

„მასში შედის როგორც ჰიპერტენზიული, ასევე იშემიური დაავადებების სამკურნალო, ანტიარითმიული მედიკამენტები, გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები, ანუ ძალიან ფართო სპექტრია მოცული და ამ ლოგიკით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება პაციენტის ტვირთი მედიკამენტების შესყიდვის დროს“, - ამბობს ეკა ადამია. 

თენგიზ ვერულავას თქმით, საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯები  ორი მილიარდ ხუთასი ათას ლარს შეადგენს. აქედან სახელმწიფოს დანახარჯები დაახლოებით 35-37%-ია. ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 40-45% მედიკამენტებზე მოდის.

„ეს საკმაოდ დიდი ციფრია. განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 15%-ს მედიკამენტების ხარჯი უნდა შეადგენდეს. ჩვენთან რომ 40-45%-ია ეს მეტყველებს იმაზე, რომ არასათანადოდ არის განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა“, - ამბობს თენგიზ ვერულავა.

ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების 2014 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 18.6% ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს სიძვირის გამო ვერ ყიდულობს.

კვლევა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა, აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად ყველაზე ნაკლები სარგებელი ღარიბმა და ქრონიკულად დაავადებულმა პირებმა მიიღეს. თუ მდიდარ მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯები შეუმცირდა, უღარიბეს მოსახლეობას წამლებზე დანახარჯი გაეზარდა.

თენგიზ ვერულავას შეფასებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც სწორედ სოციალურად დაუცველ ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სასურველი იქნებოდა, პროგრამა არამარტო სოციალურად დაუცველებს, არამედ მთლიანად ქრონიკულად დაავადებულ ადამიანებსაც შეეხებოდა; ასევე, საპენსიო ასაკის მოსახლეობას.

„ქრონიკული დაავადებები შეიძლება ჰქონდეთ საშუალო ფენის ადამიანებსაც, რომელთათვისაც მედიკამენტების შეძენა შეიძლება ასევე კატასტროფულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. სასურველია პროგრამაში ქრონიკული ავადმყოფების მოცვის თანდათანობითი გაფართოება, უპირველესად ალბათ ეს უნდა გასცდეს იმ 100 ათას სარეიტინგო ქულას და პირველ რიგში ქრონიკულ ავადმყოფებს უნდა მოიცადეს“, - ამბობს თენგიზ ვერულავა 

რომელი ჯგუფები უნდა იყოს პრიორიტეტული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების შემთხვევაში?

64 წლის პენსიონერი მანანა კაკურია გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მას შაქრიანი დიაბეტის, ვენების ვარიკოზული დაავადებისა და ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ 8 დასახელებამდე მედიკამენტის შეძენა უწევს. როგორც თვითონ ამბობს, წამლებში ყოველთვიურად დაახლოებით 150 ლარი ეხარჯება, რაც წელიწადში დაახლოებით 1800 ლარია (მისი პენსია 180 ლარია). დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კი პენსიონერებს წლიურად მხოლოდ  100 ლარის ფარგლებში მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ (50%-იანი თანაგადახდით). მანანა კაკურიას თქმით, მას როგორც ონკოლოგიური დაავადების მქონეს, მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად ერთჯერადად 300 ლარს ურიცხავს, რაც ასევე არ არის საკმარისი წამლების შესაძენად. რადგანაც  ის სოციალურად დაუცველთა სიაში არ ირიცხება, უფასო მედიკამენტებს ვერ მიიღებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაზღვეული პენსიონერები მედიკამენტებს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო კომპონენტად მიიჩნევენ. გამოკითხულ პენსიონერთა 55,2 %-ს მედიკამენტების ყიდვა თვეში ერთხელ მაინც უწევთ, ხოლო 34,4 %-ს კვირაში ერთხელ-ორჯერ მაინც. გამოკითხულთა მეტი ნაწილი (20,4 %) მიიჩნევს, რომ მედიკამენტებზე მათ მიერ ჯიბიდან დახარჯული თვიური თანხა 80 ლარს აღემატება, რაც წლიურად 960 ლარზე მეტია.

გამოკითხულ პენსიონერთა უმეტესი ნაწილი (38,4%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ოჯახის ექიმის ან პოლიკლინიკის ექიმთან კონსულტაციის შედეგად დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 32,8 %-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეიძინა. პენსიონერთა 28 %-მა შეძლო დანიშნული მედიკამენტის სრულად შეძენა. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ოჯახში არსებულ მთავარ პრობლემად მედიკამენტების ყიდვა (36,6%) დაასახელა, შემდეგ მოდის უმუშევრობა (31,6%), შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ხელმისაწვდომობის არქონა (22,8%).

„სასურველია პროგრამაში ჩასართავად ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა, რომ იგი მოიცავდეს ქრონიკულ ავადმყოფთა მეტ რაოდენობას. კვლევები ადასტურებენ, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფა არამარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის შეიძლება იყოს კატასტროფული ხარჯების შემცველი, არამედ ადამიანისთვის, რომელიც არც სოციალურ დაუცველთა ფენას მიეკუთვნება და არც მდიდარია, არის ქრონიკული ავადმყოფი და შესაძლოა ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. შესაბამისად, მკურნალობა სათანადოდ ვერ სრულდება“, - ამბობს თენგიზ ვერულავა. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ეკა ადამია ამბობს, რომ არსებული რესურსიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ისეთი ჯგუფი შეირჩა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებდა მედიკამენტებით უზრუნველყოფას. თუ ჯანდაცვის სხვა პროგრამებში ზღვარი 70 000 სარეიტინგო ქულაა, ამ შემთხვევაში ზედა ზღვარმა მოიმატა.

„ჯერჯერობით უნდა ვნახოთ, რას მოგვცემს ეს პროგრამა. დაახლოებით წლის ბოლოსთვის შევძლებთ, შევაფასოთ მდგომარეობა. 6 თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ დავინახოთ“, - ამბობს ეკა ადამია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^