Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერლინიდან თბილისისკენ მომავალო არტო

18 სექტემბერი 2017

ფესტივალი Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“, გერმანელი მსახიობისა და ფორტოხელოვანის, მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენით გაიხსნება

2017 წელი მართლაც რომ დახუნძლულია ქართულ-გერმანული ურთიერთობების ამსახველი მოვლენებით: პოლიტიკა, სოციალური სფერო, აღმოსავლეთ-დასავლეთის თემატიკა, ლიტერატურა, არქიტექტურა, არტი, საკლუბო მუსიკა... ეს ყველაფერი საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავსა და საქართველოში პირველი გერმანული კოლონიის დაარსების 200 წელს ეძღვნება.

ხელოვნების ფესტივალი „Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“, რომელიც თბილისში 19-23 სექტემბერს გაიმართება, სწორედ ამ პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ. ფესტივალის შესახებ სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გამართულ  პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრეს გერმანიის ელჩის მოადგილემ, მონიკა ლენჰარდმა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლაუს რექსროთმა, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატიორმა მანანა მუსხელიშვილმა და გერმანელმა ფოტოხელოვანმა და მსახიობმა მარგარიტა ბროიხმა. სწორედ მარგარიტა ბროიხის გამოფენით - „როდესაც ფარდა ეშვება“, გაიხსნება ფესტივალი, რომელიც მწერალთა სახლის ეზოში 19 სექტემბერა გაიმართება.

„Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნების  სფეროში დიალოგის გაღრმავებას გულისხმობს. თუმცა კინკრეტულ და ძირითად თემას მაინც ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კლასიკური მუსიკის კონცერტები, ჯაზის საღამო, ფოტოგამოფენა და დისკუსიები. განსაკუთრებულ „დრაივს“ ამ ფესტივალს კლუბური საღამოც შესძენს, რომელშიც ცნობილი ბერლინელი დიჯეები მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალი Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“ მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენით გაიხსნება

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტს გამართავს გერმანელი დირიჟორის კრისტოფ გედშოლდის ხელმძღვანელობით, რომელშიც ცნობილი ჩელისტი, იენს პეტერ მაინცი დაუკრავს. აღსანიშნავია, რომ ის გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემელი და ინტერპრეტატორია. ასევე შეარულებული აქვს ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის ლიზა ბათიაშვილთან ერთად. კონცერტზე შესრულდება ბრიტენის, ჰაიდნის, მენდელსონის და ცინცაძის ნაწარმოებები.

ამავე საღამოს მხატვარი და არტისტი ფლავიო დე მარკო წარმოადგენს საკუთარ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა და რომლებიც პროგრამის მუსიკალურ კონცეფციას ზუსტად ესადაგება.

ფესტივალის ფარგლებში, 21 სექტემბერს, „ფაბრიკაში“ გაიმართება დისკუსია ურბანული განვითარების პრობლემურ თემაზე.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი, შტეფან ბრაუნფელზი ისაუბრებს ურბანული განვითარების საკითხებზე. ბრაუნფელზი სამუზეუმო არქიტექტურისა და რესტავრაციის ძალიან გამოცდილი სპეცილისტია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 90-იან წლებში დრეზდენის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია და ისტორიული ციხე-სიმაგრის გამაგრების სამუშაოები კასელში.

ფესტივალის ერთი საღამო ელექტრონულ და კლუბურ მუსიკას დაეთმობა. ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები - შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი და ლამის ლეგენდარული კლუბის, WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი „კაფე გალერიში“ დაუკრავენ.

ფესტივალს „Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“, 23  სექტემბერს ფაბრიკაში ღია ცის ქვეშ დაასრულებს ახლად შექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი: რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის ( საყვირი), ლუკა თოფურიას (კლავიში) და ირაკლი ჭოლაძის (დასარტყამი ინსტრუმენტები) შემადგენლობით. მანამდე კი მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში „ფაბრიკის“ ტერიტორია დაერთმობა ბერლინი-თბილისის მეგობრობის ზეიმს. „ფაბრიკის“ ეზოში ასევ თემატური პროექციები მოეწყობა და კინოჩვენებაც გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^