Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპები

22 სექტემბერი 2017

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგონებს კი ეუბნებიან, რომ სახლში უნდა დარჩნენ, საშინაო საქმე აკეთონ. უმეტეს კულტურებში გოგონებს უკრძალავენ  ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენას. მათ ათი წლის ასაკში უკვე აქვთ მყარი წარმოდგენა, რომ გარეგნობა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.  

ეს არის მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული გენდერული მოლოდინების კვლევის შედეგები, რომელიც სხვადასხვა განვითარების და სიმდიდრის 15 ქვეყანაში ჩატარდა. მკვლევრებმა ინტერვიუ ჩამოართვეს 10-14 წლის მოზარდებს და მათ მშობლებს და აღმოაჩინეს საოცარი, და რამდენადმე სევდიანი ერთგვაროვნება იმ მიდგომებში თუ რას მოითხოვს სხვადასხვა საზოგადოებებში ბიჭად ან გოგოდ ყოფნა.  

„ჩვენ დავადგინეთ, რომ მთელ მსოფლიოში 10 წლის ბავშვებს შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება. როგორც უკიდურესად კონსერვატიულ, ასევე ლიბერალურ საზოგადოებებში, ისინი სწრაფად ითვისებენ იმ მითს, რომ გოგონები მეტად მგრძნობიარეები არიან, ბიჭები კი ძლიერები და დამოუკიდებლები.“  - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი და „მოზარდების გლობალური კვლევის“ ხელმძღვანელი, რობერტ ბლუმი.

ახალგაზრდა გოგონების დაცვა და ბიჭების გამხნევება ცუდი არ არის, მაგრამ ასე განწყობა  მოქმედებს, როგორც  ამკრძალავი ფაქტორი, რომელსაც შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.  დაცვის სურვილი მარტივად შეიძლება გადაიქცეს განწყობად, მოლოდინად,  რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების და რისკზე წასვლის ნაცვლად ქალები სხვების მოთხოვნებს უნდა დამორჩილდნენ.

დიდი ხანია, ვიცით,  რომ მოზარდობის პერიოდში ბიჭებისთვის სამყარო ფართოვდება, გოგონებისთვის კი ვიწროვდება, მაგრამ ახალმა კვლევამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად გლობალურია ეს ფენომენი და რაოდენ ადრეულ ასაკში ყალიბდება.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 15 წლის მოზარდებისთვის გამიზნული პროგრამები, რომელთა მიზანი გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაა, შესაძლოა მეტად სასარგებლო იყოს  უფრო ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. „ჩვენ ხშირად ვებრძვით გენდერულ სტერეოტიპებს მაშინ, როცა ის უკვე მყარადაა ჩამოყალიბებული, გენდერული სოციალიზაცია კი გაცილებით უფრო ადრე ხდება.“ - ამბობს რობერტ ბლუმი. 

დააფიქრო ბავშვები თუ რატომ სჯერათ გენდერული სტერეოტიპების, სასარგებლოა მათი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.  „მოზარდების ჯანმრთელობის რისკებს განაპირობებს გენდერული სტერეოტიპებით ნაკარნახევი ქცევები.“- ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კიდევ ერთი მკვლევარი, კრისტინ მარი. მაგალითად, ბიჭებმა შეიძლება დაიწყონ სოციალური სტატუსის შექმნა რისკის გაწევით, ისეთი მავნე ქცევებით, როგორებიცაა ჩხუბი, მოწევა ან ნარკოტიკების მიღება.

გოგონებში გენდერული სტერეოტიპები განაპირობებს სკოლის მიტოვების, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის, ახალგაზრდა ასაკში ქორწინების, ადრეული ორსულობის, შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალ რისკს.

მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან,  გოგონების დამოკიდებულება თავისი სხეულებისადმი ფსიქოლოგიური ტვირთია. „ნიუ დელიში გოგონები საუბრობდნენ თავიანთ სხეულებზე, როგორც დიდ რისკზე, რომელიც აუცილებლად დაფარული უნდა იყოს. ბალტიმორელმა გოგონები კი მიიჩნევენ, რომ მათი ძირითადი მიზანია, მათი სხეული იყოს მიმზიდველი, ოღონდ არა ზედმეტად.“  

მაშინ, როცა არსებობს მზარდი ტოლერანტობა გოგონების მიმართ, რომლებიც "ბიჭებივით" იქცევიან და იცვამენ, გენდერულ როლს დაუმორჩილებელი ბიჭების  მიმართ შემწყნარებლობა თითქმის  ნულოვანია.

ბლუმის თქმით, სტერეოტიპების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს იმის ცოდნას, თუ როგორ და როდის იდგამს ფესვებს გენდერული მითები. ადრეული მოზარდობა შესაძლოა საუკეთესო დრო იყოს ჩარევისთვის.

მომზადებულია time.com -ის,  newscientist.com-ის და straitstimes.com - ის მიხედვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^