Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“ქართული ოცნების” დაჭრილი კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

21 ოქტომბერი 2017

“ნახვის უფლებას არ გვაძლევენ. მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმეა,“ - ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 20 ოქტომბერს დაჭრილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯეიხუნ ჩოიდაროვის ნათესავი გულზადა ალიევა. ჯეიხუნ ჩოიდაროვთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი.

„შემთხვევის დროს კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. ისინი ჯეიხუნის მეგობრები არიან - ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც ჩვეულებრივ იჯდა და საუბრობდა ხოლმე. ყველანი სოფლის გამორჩეული ახალაგზრდები არიან.

ჯეიხუნი ისეთი პიროვნება არ არის, რომ ვინმესთან პრობლემა ჰქონოდა. პატივს სცემს მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. ძალიან წყნარი და პატიოსანი ახალგაზრდაა. არ ვიცით, ეს დანაშაული ვის უნდა ჩაედინა. ჩვენი ერთადერთი სურვილი ის არის, რომ ჯეიხუნი მალე გამოჯანმრთელდეს,“ - ამბობს გულზადა ალიევა.

საავადმყოფოს ექიმის, სულხან სარანის განცხადებით ჯეიხუნ ჩოიდაროვი ჯერ კიდევ რეანიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა:

„პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და საჭირო ღონისძიებები უტარდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც ასეთივეა. ისინიც რეანიმაციაში რჩებიან.“

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

21 ოქტომბერს ყიზილაჯლოში არჩევნები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 49-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრების თქმით, ამ ინციდენტს არჩევნებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ყიზილაჯილოს 49-ე საარჩევნო უბანზე 1500 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანი იყო გახსნილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული იყო 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებული იყო 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის სულ დარეგისტრირებული იყო მერობის 369 და მაჟორიტარობის 4727 კანდიდატი.

დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევს.

ჯავიდ აბდულაევი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით  ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული  მოსაზრება  შესაძლოა არ გამოხატავდეს  ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^