Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური შევიწროება მეცნიერებში - გეოლოგ „ვაინშტაინის“ საქმე

02 ნოემბერი 2017

გასულ თვეში, როცა  The New York Times-მა ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ მიმართული სექსუალური შევიწროების ბრალდებების შესახებ დაწერა, თანაბრად შემაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Science-შიც. ამბავი თითქმის იგივეა, ოღონდ მოქმედება ამჯერად ჰოლივუდის ნაცვლად ანტარქტიკაზე ხდება. მამაკაცი, რომელიც კარგად აცნობიერებდა თავის ძალაუფლებრივ მდგომარეობას, წლების განმავლობაში ძალადობდა მისსავე დარგში მომუშავე ქალებზე.

სტატიის თანახმად, ბოსტონის უნივერსიტეტი გამოძიებას ატარებს დევიდ მერქანტის, ანტარქტიკის მკვლევარი გეოლოგის, წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებზე. იგი ამჟამად უნივერსიტეტში კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. მას სექსუალურ შევიწროებაში ორი ყოფილი სტუდენტი ქალი ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ ოცი წლის წინ კვლევით ექსპედიციაზე მერქანტი მათ ვერბალურად და ფიზიკურად ავიწროებდა.

ახალგაზრდა მეცნიერისთვის კვლევითი ექსპედიცია მნიშვნელოვანი გამოცდილება და კარიერული წინსვლის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. მაგრამ ექსპედიცია ისეთივე სამუშაო ადგილია, როგორიც ნებისმიერი სფერო, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროებისგან არც აქ ვართ დაზღვეული.  2014 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრაქტიკოსი მეცნიერი ქალების  64% აცხადებს, რომ მათ პირადად განუცდიათ სექსუალური შევიწროება.  საველე კვლევის გარემოს სექსუალური შევიწროების ეფექტის გაძლიერება შეუძლია. ისეთ შორეულ ადგილებში, როგორიც ანტარქტიკაა, სადაც გარესამყაროსთან კომუნიკაცია შეზღუდულია,  შევიწროებით გამოწვეული უმწეობის განცდა გაცილებით უფრო მძიმედ ასატანია.

კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯეინ უილენბრიგი ჰყვება, რომ  ერთ-ერთ ექსპედიციაში მეცნიერებს გათბობის გარეშე კარვებში ეძინათ, ვერტმფრენის მიერ დატოვებული საკვების ასაღებად მათ დიდი მანძილის გავლა უწევდათ და სხვებთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება ბაზასთან რადიოკავშირი იყო.  ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი მერქანტი, რომელიც მაშინ მისი ნაშრომის მრჩეველი იყო, მას ყოველდღიურად „მეძავს“ ეძახდა, თავის ძმასთან სექსისკენ მოუწოდებდა, ციცაბო ფერდობებზე სიარულისას ხელს ჰკრავდა და მოშარდვის დროს ქვებს ესროდა. რადგან თავდაპირველად უილენბერგი მიიჩნევდა, რომ მერქანტისგან ცოდნის მიღება შეეძლო, იმის ნებას აძლევდა, რომ მის ხელებში ჩაეყარა ვულკანური ფერფლი, რომელიც შუშის ნამსხვრევებს შეიცავს. ერთხელ მერქანტმა მას ეს ფერფლი მას თვალებში შეაყარა.

მეორე ქალი, რომლის ნამდვილ სახელს ჟურნალი Science არ ასაჯაროებს,  საუბრობს ანტარქტიკის სხვა ექსპედიციაზე, რომელშიც მერქანტი მას გამუდმებით „ბოზს“ ეძახდა და კვლევის დაფინანსებასთან წვდომაზე ხელის შეშლით ემუქრებოდა. მან დაივიწყა თავისი კარიერული ოცნებები და  უნივერსიტეტი მიატოვა.

ილინოისის უნივერსიტეტის ბიოლოგიური ანთროპოლოგი ჯულიენ რეზერფორდი მიიჩნევს, რომ ამ ბრალდებების დეტალები საზარელია, მაგრამ მათი არსებობა არ უნდა გაგვიკვირდეს.  მისი თქმით, სექსუალური შევიწროების ანგარიშები როგორც ვაინშტაინის, ასევე მერქანტის შემთხვევაში ერთი მოთხრობის მიხედვით დაწერილი ორი სცენარივით იკითხება. მან ეს დამნაშავის პოზიციიდან აღწერა:

„შენ უყურებ შევიწროების მსხვერპლს, როგორც რაღაცას, რისი გაკონტროლებაც გინდა. შემდეგ ის იმ ზომამდე მიგყავს, რომ ის საკუთარ თავს ვეღარ ენდობა და სამუშაოს შესრულება უჭირს. მსხვერპლის იზოლაციას იმ ზომამდე ახდენ, რომ ის ან საერთოდ არ  გიჩივლებს და თუ მაინც გიჩივლებს, მას ეტყვიან, რომ უკეთესი იქნება, თუ ამის შესახებ არსად მოჰყვება. ერთი და იგივე ისტორია მეორდება და ყოველ ჯერზე ეს ერთნაირად გამანადგურებელია “.

შორეულ ექსპედიციებში შევიწროების თაობაზე შეტყობინების მყისიერი შესაძლებლობა არ არსებობს. ექსპედიციაზე პასუხისმგებელი პირი შესაძლოა თავად იყოს მოძალადე. ხოლო შევიწროების მოწმეებმა შესაძლოა თავი იმ მომენტში უძლურად იგრძნონ ან შეეშინდეთ, რომ თვითონაც შეიძლება მსხვერლი გახდნენ. შევიწროება ხშირად ექსპედიცის შემდეგაც გრძელდება.

 ბოლო წლებში ცნობილი გახდა სახელგანთქმული და პატივსაცემი მამაკაცი მეცნიერების მხრიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევები ბევრ სხვა დარგში, იქნება ეს ასტრონომია თუ მიკრობიოლოგია. ასეთ ქცევას  სასჯელი თითქმის არასოდეს მოჰყვება. „ეს ძალიან გავრცელებულია. ეს არ არის ცალკეული ქცევა“,-ამბობს რეზერფორდი. „ეს არის ახალგაზრდა ქალ მეცნიერთა წინააღმდეგ მიმართული შევიწროების სისტემური პრობლემა“. 

                          მომზადებულია theatlantic.com და sciencemag.org-ის მიხედვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^