Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: კიევში ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს

17 ნოემბერი 2017

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე საათის წინ კიევში, საკუთარი სახლიდან ქართველი ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც „ლიბერალს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უთხრა, თამაზ შავიშვილი ოპერატორია და ის კიევში ტელეკომპანიისთვის მუშაობდა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

„ასე ექცევა ამ ადამიანებს მატყუარა და მხდალი პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს, რომ აქ ადამიანები უკრაინისთვის იბრძოდნენ. მას არ ადარდებს სიტყვის თავისუფლება. მას აქვს ტელევიზია და იტაცებენ ჟურნალისტს, რომლის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^