Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბირქენდში 40 ბავშვი გაუსაძლის პირობებში სწავლობს

23 ნოემბერი 2017

„წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. ზამთარში კლასში იმდენად ცივა, რომ  გაჩერება შუეძლებელია. თითოეულ კლასს შეშის ღუმელის დასანთებად მთელი დღის განმავლობაში სულ ორ ცალ შეშას აძლევენ,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

საბირქენდში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სკოლაში, რომლის კედლები და სახურავი თითქმის დანგრეულია, სიცივის გამო ერთ გაკვეთილზე ბოლომდე დასწრებაც კი შეუძლებელია.

ადგილობრივების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს სათანადო უწყებებს ახალი სკოლის აშენების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

საბირქენდელი საიად ასგაროვი ამბობს, რომ ზამთარში ბავშვების უმრავლესობა სკოლაში არ დადის: „ბავშვები სკოლაში, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე დადიან. როცა წვიმს, გაკვეთილის ჩატარება შეუძლებელია. თუ სკოლის საფუძვლიანი შერემონტება შეუძლებელია, სახურავის იმ დაზიანებული ადგილების შეკეთება ხომ მაინც შეიძლება, საიდანაც წყალი ჩამოდის? ამისთვის არც დიდი ფინანსებია საჭირო და არც დრო. რომ ნდომოდათ, ამ პრობლემას რამდენიმე დღეშიც მოაგვარებდნენ, მაგრამ რატომღაც ამას არავინ აქცევს ყურადღებას.“

ხანლარ ჰაჯიევი, რომლის შვილიც მეცხრე კლასის მოსწავლეა, ამბობს, რომ სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებისგან სკოლაში შეშის მიტანას ითხოვენ:

„ჩემი შვილი ზამთარში სკოლაში წასვლისას შეშას გვთხოვს. ამბობს, რომ სკოლაში შეშის მიტანას მასწავლებლები ავალებენ. ჩვენც ვატანთ, ბავშვები სკოლაში სიცივისგან რომ არ გაიყინნონ. შეშა ძვირია და რა თქმა უნდა, საკმარის შეშას ვერ ვატანთ.“

საბირქენდის კიდევ ერთი მკვიდრი, ლიმონი აცხადებს, რომ მეორეკლასელი შვილიშვილი სკოლაში მას დაჰყავს და საკლასო ოთახში თაგვებიც ხშირად  უნახავს.

სკოლის დირექტორი, ხალიდ იბადოვი აცხადებს, რომ ის, ვინც სკოლის მდგომარების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, არასწორად იქცევა:

„სახელმწიფო დაგვპირდა, რომ სკოლას შეაკეთებენ. ვიღაცეების მხრიდან ამის გამო უკმაყოფილების გამოთქმა არ არის სწორი. არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არჩევნები ახლახან დასრულდა. სკოლებს სათითაოდ არემონტებენ. რადგან დაგვპირდნენ, ალბათ, დაპირებასაც შეასრულებენ. სახელმწიფო შეშით გვამარაგებს. ამ ყველაფრის ფონზე ხალხი რომ უმკაყოფილოა, ეს გაუგებარია.“

დირექტორის თქმით, სკოლაში ამჟამად 40 მოსწავლე სწავლობს. საბირქენდში კიდევ ერთი სკოლაა, რომელიც ქართულენოვანია. ხალიდ იბადოვი ირწმუნება, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსწავლეების უმრავლესობა ქართულენოვან სკოლაში დადის, პირველ სკოლაში სწავლა უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორის ნათქვამიდან ირკვევა, რომ 40 მოსწავლეს დანგრეული სახურავის ქვეშ, სკოლის ცივ კლასებში სულ ცოტა კიდევ ერთი ზამთრის გატარება მოუწევს.

ხაიალ აზიზოვი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^