Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა და შსს-ს დაცვის პოლიციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

10 იანვარი 2018

10 იანვარი, 2018 - საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო  ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ. მემორანდუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია  საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან  ახორციელებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.  დაცვის პოლიცია  უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას.


                
            

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

უფლებების დარღვევა თუ კონტექსტიდან ამოგლ ...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტირის არასრულწლოვანი ბიჭი და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს. მომ ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდ ...
18 აპრილი
18 აპრილი

ხმები ► ლუკას უნდა, რომ ყველას გითხრათ

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე თვის წინ „ლიბერალის“ ოფისში ლუკა პრინტერის შესაკეთებლად მოვიდა. როცა ...

მეტი

^