Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტი ცილა და ბუნებრივი ნახშირწყლები - რას ამბობენ სპეციალისტები ბაღებში კვების ახალ სტანდარტზე

24 იანვარი 2018

2018 წლის 1 იანვრიდან საჯარო ბაღებში კვების სტანდარტი შეიცვალა. ძალაში შევიდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებს“.

კვების რაციონში ცვლილებებმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართული სპეციალისტები კი ამბობენ, რომ  ახალ სტანდარტში თანამედროვე რეკომენდაციები გაითვალისწინეს და შემცირებულია საკვებში შაქრისა და მარილის რაოდენობა.

კვების ახალი რეგლამენტი გაერო-ის ბავშვთა ფონდის ის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა.

ტექნიკურ რეგლამენტში ნათქვამია, რომ:

  1. ბავშვებისათვის  უზრუნველყოფილი უნდა იყოს  მრავალფეროვანი სურსათის ყოველდღიური მიღება ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან, ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით:

ა) პური და მარცვლეული;

ბ) ხილი და ბოსტნეული;

გ) რძე და რძის ნაწარმი;

დ) საქონლის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, კაკლოვნები და თესლეული.

კვების ახალი რეგლამენტის შემუშავებაში ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროც.

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს წარმომადგენელის,  ნათია ნოღაიდელის თქმით, 1 იანვრამდე მოქმედი დოკუმენტი 14 წლის წინ იყო მიღებული და ის გადასახედი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. „პრაქტიკულად ის დოკუმენტი, რომელიც 1 იანვრამდე მოქმედებდა, 14 წლის წინ იყო მიღებული და მასში ბევრი საკითხი საჭიროებდა გადახედვას, რადგან დაგროვდა ძალიან ბევრი რეკომენდაცია ბავშვთა კვების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც უნდა  ასახულიყო ახალ დოკუმენტში“, - თქვა ნათია ნოღაიდელმა.

მისი თქმით,  დოკუმენტის მომზადების წინაპირობა გახდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო და რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ვალდებულება, რომ ბაგა-ბაღების კვების სფეროში ახალი ტექნიკური რეგლამენტი უნდა მომზადებულიყო.

ნათია ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ ახალ სტანდარტში მცირე ცვლილებები შევიდა - შემცირდა შაქრისა და მარილის რაოდენობა საკვებში, იმ მიზნით, რომ მოხდეს არაგადამდები დაავადებების პრევენცია.

„ახალი ტექნიკური რეგლამენტით შემცირებულია შაქრის რაოდენობა 10 გრამით, იყო 35 გრამი და შემცირდა 25-მდე. ასევე შემცირდა მარილის რაოდენობაც.  ეს  მოხდა ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, გულსისძრღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით.  სამაგიეროდ იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გაზრდილია ხილის ნორმა, გაზრდილია ისეთი პროდუქტების რაოდენობა, როგორიცაა ყველი“, - განაცხადა ნათია ნოღაიდელმა.

Unicef-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა,  მაიკო ყუფარაძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ  სტანდარტის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ კვების სპეციალისტები და ექიმი-პედიატრები.

 „ისინი არიან, როგორც ექიმი-პედიატრები, ასევე ბავშვთა კვების სპეციალისტები. ძალიან დიდი ყურადღება და დრო დაეთმო სტანდარტების შემუშავების პროცესში საერთაშორისო რეკომენდაციებს.  დეტალურად შევისწავლეთ ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტები მათი კალორაჟი და მენიუ“, - ამბობს მაიკო ყუფარაძე.

მისი თქმით,  2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მენიუ გადატვირთული იყო ბავშვებისთვის უსარგებლო საკვები პროდუქტით, როგორიც არის შაქარი, შაქრიანი სასმელი, ცომი და საკონდიტრო პროდუქტები. ახალი სტანდარტის მიხედვით, მენიუ გაჯერებულია უფრო მეტი ცილითა და ბუნებრივი ნახშირწყლებით.  მის შემადგენლობაშია საკვების პროდუქტის ოთხი ძირითადი ჯგუფი, როგორიცაა - რძის პროდუქტები; პური და ბურღულეული;  ხილი და ბოსტნეული; ხორცი, თევზი, კვერცხი.

როგორც გაერო-ის ბავშთა ფონდის წარმომადგენელი ამბობს,  ახალ  სტანდარტში, ისევე როგორც ძველში, არსებობს საშუალო კალორაჟი.

 საშუალო კალორაჟი ძველ სტანდარტში - 1314 კალორია.;

ახალი სტანდარტში - 1295 კალორია.

„კალორაჟი რეალურად შემცირებულია იმ არასასარგებლო პროდუქტის მენიუდან ამოღების ხარჯზე, როგორიც არის შაქარი, ცომი, საკონდიტრო მასალა და შაქრიანი სასმელები“, - ამბობს ყუფარაძე.

ყუფარაძის თქმით, ეს არის რეფორმის დასაწყისი, შესაბამისად, ბუნებრივია ის, რომ ჩნდება კითხვები საზოგადოების ნაწილის მხრიდან.  მისი თქმით, ცვლილებების შესახებ მნიშვნელოვანია  მშობლებისა და ბაღის ადმინისტრაციის ინფორმირება.

„ეს არის რეფორმის დასაწყისი, სტანდარტები შემუშავებულია და მას სჭირდება დანერგვა.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  პასუხისმგებელ პირებს, მუნიციპალიტეტებს, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს და მათ შორის პროვაიდერებს ჰქონდეთ ძალიან ზუსტი ცოდნა ამ სტანდარტის შესახებ. უკიდურესს შემთხვევაში შეიძლება  მოხდეს  სტანდარტის არასწორი ინტერპრეტაცია და შესაბამისად მისი არასწორი გამოყენება“, - ამბობს ყუფარაძე.

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის საკვების შესყიდვაზე ტენდერს თბილისის მერია აცხადებს. ამ ეტაპზე ბაღებს საკვებით კომპანია „ნილი“ ამარაგებს.

მენიუ ახალი სტანდარტის მიხედვით: 

მენიუ ძველი სტანდარტის მიხედვით:

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^