Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხაილოს წერილი ციხიდან - „გთხოვთ, მოიკრიბოთ გამბედაობა“

26 იანვარი 2018

მე მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო ვარ DJ და პროდიუსერი. სასჯელს ვიხდი  ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ შეძენა-შენახვა მოხმარების მუხლით, რომლის შემცველობამაც 12 გრამი „მდმა“ შეადგინა და რისთვისაც მომისაჯეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რადგან ჩემმა ოჯახმა საპროცესო შეთანხმებაში 4 წლის სანაცვლოდ ვერ შეძლო 20 000 ლარის გადახდა.

მე უკვე სასჯელს ვიხდი მეხუთე წელია და ამდენივე მაქვს მოსახდელი. არ მაქვს იმის ილუზია, რომ საქართველოში არ იქნება დასჯადი ჩემ მიერ ჩადენილი ქმედება, მაგრამ დღესდღეობით სასჯელი დანაშაულთან არაადეკვატურია და უსამართლო. უსამართლოა ასევე ის, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი ოჯახებიც ისჯება. მე არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია საკუთარი თავის გარდა და ვისჯები ისევე, როგორც მოძალადე, მკვლელი და ტერორისტი. აქ ბევრი  ჩემნაირი ყოფილი ნარკომომხმარებელია, რომლებიც არც კრიმინალური მენტალობის არიან და არც საზოგადოებისთვის წარმოადგენენ რაიმე საფრთხეს, უბრალოდ, გართობისთვის იხდიან სასჯელს.

დღეს კი ამდენი წლებისა და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ვისმენ ფსევდო-იმედის მომცემ განცხადებებს ნომინალური მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეებისა, რომელთა შინაარსი ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, ვიდრე ეწინაღმდეგება, განსაკუთრებით იმ ასპექტში, რომ მომხმარებელი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ამაზე უკვე თითქმის მთელი ერი ვთანხმდებით, მაგრამ რეტროგრადულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი დღეს მაინც აპროტესტებს კანონპროექტს. ყველაზე საოცარი ის არის რომ ის ადამიანები აპროტესტებენ ამას, რომლებსაც, როგორც ჩანს, ჯანდაცვის კომიტეტზე პირველი მოსმენით გასული კანონპროექტი არ წაუკითხავს და პროექტის პირვანდელ სახეზე აპელირებენ. აპროტესტებენ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც შეცვლილი და ჩასწორებულია.

კანონპროექტის ავტორები მზადყოფნას აცხადებენ ფართო განხილვებისთვის. მზად არიან, მიიღონ შენიშვნები, თუ რაიმე შეცდომა არსებობს, მაგრამ წინაღმდეგობა მაინც არ წყდება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ერთდროულად აპროტესტებდე მოხმარების დეკრიმინალიზაციას და თან ამბობდე, მომხმარებელი ციხეში არ უნდა მიდიოდესო. ამავდროულად კი ხედავდე, იმავე დანაშაულისთვის როგორ მიდიან ადამიანები ციხეში და ამაზე არაფერს არ ამბობდე. მე არ ვამბობ, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად უნდა მიიღონ. პირიქით, მე ველი სახელმწიფოსგან მასზე მუშაობას, მსჯელობას და შედეგზე ორიენტირებას. გამაღიზიანებელი კი მათი მხრიდან კანონპროექტის შეფერხება და ყველა ინსტანციაში მისი ბოიკოტირებაა, რაც ილუზიას ქმნის, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს კანონის ჰუმანიზაციისა.

ამიტომ, გთხოვთ, მოიკრიბოთ გამბედაობა, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში, რათა რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს უსამართლობა. შეხედეთ პროგრესს თამამად და გამოიჩინეთ ჰუმანურობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ვერც კი ხვდებიან, რისთვის სხედან ციხეში.

მსჯავრდებულთა ხმები - როგორ გავიდეს დრო​
12 გ. „მდმა”-ისთვის 9 წლით დაპატიმრებული DJ-ის წერილი ციხიდან


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^