Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მწვანე ბარათის ლატარიის წესის შეცვლაზე ისაუბრა

31 იანვარი 2018

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ერს პირველი ყოველწლიური მოხსენებით მიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობაზე და უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზე გააკეთა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამერიკაში მსხვილი კომპანიების დაბრუნებაზე ცოტა ხნის წინ მიღებულ საგადასახადო კანონს.

„ჩვენ შევქმენით 2.4 მილიონი სამუშაო ადგილი. წლების მანძილზე სახელფასო განაკვეთები სტაგნაციის შემდეგ, ხელფასები იზრდება, უმუშევრობა 45 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, მათ შორის, შავკანიანი და ლათინური წარმოშობის ამერიკელების უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალია. სააქციო ბაზარმა 8 ტრილიონი დოლარის მოგება ნახა. საგადასახადო კანონის შეცვლის შემდეგ, დაახლოებით 3-მა მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო ბონუსები [მათი კომპანიებისთვის] საგადასახადო შეღავათების მიცემის შედეგად. კომპანია „ეფლმა“ გამოაცხადა, რომ 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ამერიკაში ჩადებს და დამატებით 20 ათას ადამიანს დაასაქმებს.“

პრეზიდენტმა საიმიგრაციო რეფორმის აუცილებელობაზეც ისაუბრა. ამ რეფორმის უმთავრეს ნაწილად კი მან ამერიკის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობა დაასახელა. მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმება, მისი პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია.

„ჩვენი საიმიგრაციო გეგმა ოთხი მთავარი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში ეს არის გზა მოქალაქეობისაკენ იმ მილიონ რვაასი ათასი უსაბუთო იმიგრანტისთვის, ვინც აქ მშობლებმა ბავშვობაში ჩამოიყვანა. მეორე არის საზღვრის დაცვა, რაც ნიშნავს სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენებას და მეტი საზღვრის დამცველის დაქირავებას.

მესამე ნაწილია ვიზის ლატარიის დასრულება - პროგრამის, რომელიც შემთხვევითი შერჩევით გასცემს მწვანე ბარათს ხალხზე მათი განათლების თუ ცოდნის მიუხედავად. უნდა გადავიდეთ კონკურსზე დაფუძნებულ საიმიგრაციო სისტემაზე, სადაც ხალხს მივიღებთ მათი ცოდნის და უნარების მიხედვით. მივიღებთ მათ, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და პატივს სცემს მას."

საიმიგრაციო გეგმის მეოთხე და ბოლო ნაწილად პრეზიდენტმა იმ წესის შეცვლა დაასახელა, რომლის მიხედვითაც "მწვანე ბარათის მფლობელებს გარე ნათესავების ჩამოყვანა შეუძლიათ. ჩვენი გეგმით ამ ადამიანების რიცხვი შემცირდება." ტრამპის თქმით, ეს რეფორმა აუცილებელია არა მხოლოდ ამერიკის ეკონომიკისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის და წარმატებული მომავლისთვის.

შიდა პოლიტიკასთან ერთად პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ამერიკის ხელმძღვანელობით დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პროგრესია.

"შარშან პირობა დავდე, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავანადგურებდით დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს. ერთი წლის შემდეგ სიამაყით ვაცხადებ, რომ კოალიციამ გაათავისუფლა დაჯგუფების მიერ ერაყსა და ირიაში დაკავებული ტერიტორიების თითქმის 100 პროცენტი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად,“ თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტმა კონგრესს რამდენიმე საკითხზე მუშაობა სთხოვა. მათგან ერთ-ერთი საერთაშორისო დახმარების მხოლოდ მეგობარი ქვეყნებისთვის მიცემასთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავება იყო.

რუსეთი პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ერთხელ ახსენა: „მსოფლიოს ირგვლივ არაკეთილსინდისიერი რეჟიმები, ტერორისტული ჯგუფები და მეტოქეები, როგორიცა ჩინეთი და რუსეთი საფრთხეს უქმნიან ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს ღირებულებებს. ამ საფრთხეებისთვის თავის გართმევის დროს, სისუსტე კონფლიქტისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, შეუდარებელი სიძლიერე კი დაცვის საუკეთესო საშუალება. ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად მოვუწოდებ კონგრესს დაასრულოს თავდაცვის ბიუჯეტის საშიში სეკვესტრი და სრულად დააფინანსოს ჩვენი სამხედროები.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტს პერიოდულად კონგრესისთვის ანგარიშის ჩაბარებას ამერიკის კონსტიტუცია ავალდებულებს. თუმცა კონსტიტუციაში რეგულარობა დაზუსტებული არ არის. გასული საუკუნის დასაწყისში მსგავს ანგარიშებს პრეზიდენტები წერილობით წარადგენდნენ. ყოველწლიური მიმართვას საფუძველი ამერიკის 28-ე პრეზიდენტმა უიდროუ უილსონმა 1913 წელს ჩაუყარა.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლო ...
04 დეკემბერი
04 დეკემბერი

ევროკავშირის მხარდაჭერა

საქართველოში  მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უპირველი პრობლემა დასაქმებაა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში სადაც ...

მეტი

^