Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია იერარქიების პატივისცემა, მისი დანგრევით ინგრევა წესრიგი

12 თებერვალი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. 

„არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.

ყოველი ჩვენგანისთვის - ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიასა და სხვის განადგურებაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, - თქვა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის თქმით, იერარქიისა და ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი საკითხი.  იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, რამაც დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას.  მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ  თუ იერარქიულად მაღლა მდგომი უშვებს შეცდომას, იერარქიულად ქვემოთ მდგომს არ აქვს უფლება, რაიმე ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რაც წესრიგს დაარღვევს, თუნდაც ის იყოს მართალი. 

„მე განსაკუთრებული ინტერესი მაქვს დიონისე არეოპაგელის  მიმართ. ამ საკითხებზე ფიქრისას ახლახან ვნახე ერთი წერილი, რომელშიც წმინდა დიონისე ჩვენთვის ძალიან საინტერესო კონკრეტულ ამბავს განიხილავს და ეს არის ამბავი ერთ-ერთი მღვდლისა, რომელიც აღმოაჩენს, რომ მოძღვარი მისი ეკლესიისა არის უღირსი. შეუვარდება ეკლესიაში და გამოაგდებს ამ მოძღვარს. იქ თვითონ დაისადგურებს და ამის თაობაზე დიონისე შეგონებას უგზავნის მას. ძალიან საინტერესოა, როგორ განიხილავს აგრესიას, თუნდაც ლეგიტიმურ აგრესიას მაშინდელი ფილოსოფოსი, სასულიერო მოღვაწე.

ორ საკითხს გამოჰყოფს წმინდა დიონისე. პირველი რაც არის, ესაა იერარქიის პატივისცემა, ამაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს. მაშინაც კი, როცა შენ ხარ მართალი, მაშინაც კი, როცა შენ იცავ სიწმინდეებს, იერარქიულად შენ ამ ქმედების უფლება არ გაქვს, რადგან იერარქიის დანგრევით შენ ანგრევ წესრიგს, ხოლო წესრიგის დანგრევას შეიძლება განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვეს.

ის ამბობს, რაც არ უნდა მცდარი იყოს შენი მოძღვარი, შენ არ გაქვს უფლება, რომ რამე გააკეთო.  იმიტომ, რომ იერარქიულად მასზე ქვევით დგახარ.

და მეორე საკითხი, რასაც ის განიხილავს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენ მართალი ხარ, მთავარი ღირებულება არის, არ მოიშორო, არ განაგდო ისინიც კი, რომლებიც შენ მიგაჩნია, რომ არასწორად მოქმედებენ. მთელი შენი საქმიანობა მიმართო უნდა იქითკენ, რომ შემოაბრუნო ის, მისცე მას შეცდომის და ცოდვების გამოსყიდვის უფლება.

ჩემთვის ბევრი საუკუნის წინ დაწერილი წერილი გახდა მნიშვნელოვანი,  შესაძლოა, აქ არის ჩვენთვის პასუხი. ეს იერარქიულობა, ინსტიტუტთა პატივისცემა ჩვეულებრივი წესისა არის ერთ-ერთი წინაპირობა აგრესიის შესუსტებისა საზოგადოებაში. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები და ჩვენ ეს ქართველებს არაერთხელ გვინახავს, ინსტიტუტების დანგრევას მერე მოჰყვება არა მხოლოდ მერე თავისუფლება, მოჰყვება მნიშვნელოვანი ზიანი იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დანგრევაში არ მონაწილეობდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^