თუ ხარ სტუდენტი ან სკოლის მოსწავლე და წერა შენი ჰობია, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!
საქართველოს უნივერსიტეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს - სახელწოდებით „ფოლიო“.
კონკურსის მონაწილეებმა „მშვიდი და ბობოქარი გაზაფხულის“ თემატიკაზე უნდა დაწერონ ლექსი ან პროზაული მინიატურა.
ორიგინალურობა და შემოქმედებითობა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
გამარჯვებულს საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო გადაეცემა. დაჯილდოვდებიან საუკეთესო ლექსის და პროზაული ნაწარმოების ავტორებიც.
საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
„ფოლიოს“ მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.
„ფოლიო“ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შენი შემოქმედება სხვასაც გაუზიარო.
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2018 წლის 3 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ https://bit.ly/2KMLXxR