Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს

23 აპრილი 2018

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება. 

"დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრს 2017 წელსაც ჰქონდა. 2017 წელს ცენტრის წარმომადგენლები ამბობდნენ რომ მათი ინიციატივით ბავშვებისთვის აცრის ჩატარებას სავალდებულო გახდებოდა.  2017 წელს აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს არ გაუნუხილავს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამჯერად პარლამენტს აქვს პოლიტიკური ნება განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. 

ინიციატივას გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. კაკი ზოიძის თქმით, ის მომხრეა რომ აცრა სავალდებულო გახდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^