Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ენერგოეფექტურობა თამაშით

10 ივნისი 2014

გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ბავშვობიდანვე რომ გესწავლათ ენერგიის დაზოგვა? იმ ნათურების გამორთვა, რომლებიც არ გჭირდებათ, ტელევიზორის არა მარტო პულტიდან, არამედ დენის წყაროდან გათიშვაც ან თუნდაც მზის ენერგიის მარტივი ხელსაწყოების დამზადება? ზრდასრულ ადამიანებს ხშირად ცხოვრების წესის შეცვლა გვიჭირს და ეს ბუნებრივიცაა, სამაგიეროდ, ენერგოეფექტური ჩვევების ჩამოყალიბება გაცილებით მარტივია ბავშვებისთვის, მით უმეტეს, თუ ეს ჩვევები თამაშ-თამაშით და მათთვის გასაგები ენით იქნება ჩამოყალიბებული.

გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ბავშვობიდანვე რომ გესწავლათ ენერგიის დაზოგვა? იმ ნათურების გამორთვა, რომლებიც არ გჭირდებათ, ტელევიზორის არა მარტო პულტიდან, არამედ დენის წყაროდან გათიშვაც ან თუნდაც მზის ენერგიის მარტივი ხელსაწყოების დამზადება? ზრდასრულ ადამიანებს ხშირად ცხოვრების წესის შეცვლა გვიჭირს და ეს ბუნებრივიცაა, სამაგიეროდ, ენერგოეფექტური ჩვევების ჩამოყალიბება გაცილებით მარტივია ბავშვებისთვის, მით უმეტეს, თუ ეს ჩვევები თამაშ-თამაშით და მათთვის გასაგები ენით იქნება ჩამოყალიბებული.

ევროპის ქვეყნებში ბავშვები სწორედ ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ ბაღებში სწავლობენ ენერგიების ეფექტურ მოხმარებას. „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ პროექტების მენეჯერი ლიანა ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მარტივ რჩევებს ენერგიის დაზოგვისა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად ადამიანები სწორედ ბავშვობიდან უნდა ეჩვეოდნენ: „როცა პატარას თავიდანვე ესმის, რომ მაგალითად, მობილური ტელეფონის დამტენი დენიდან უნდა გამორთოს, წყალი ეფექტურად ხარჯოს და მოკლე მანძილზე არა ავტომობილით, არამედ ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილდეს, თუ მას მარტივად აუხსნიან და აჩვენებენ განსხვავებას, ასევე მარტივად ისწავლის, რა არის უკეთესი და ამ რჩევების შესრულებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, ავტომატურად გააგრძელებს“,-აღნიშნავს ის.

საქართველოში  ამ კუთხით ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული სკოლები იჩენენ ინიციატივას, თუმცა ენერგიის დაზოგვის შესახებ დაინტერესება თავად ბავშვების მხრიდან ნამდვილად არსებობს. ლიანა ღარიბაშვილმა პროექტ „ენერგოავტობუსის“ ფარგლებში 2009-2012 წლებში თითქმის მთელი საქართველო მოიარა და სხვადასხვა სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებიც ჩაატარა. ამბობს, რომ პატარები ამ თემების მიმართ ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდნენ: „ათასობით ბავშვი მოდიოდა. გვქონდა სპეციალური გამოფენები, თამაში, თუ როგორ აეშენებინათ ენერგოეფექტური სახლი, რაც განსაკუთრებით მოსწონდათ“,-აღნიშნავს ის.

ცენტრი ენერგოეფექტურობისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს კვლავაც ატარებს. წელს ამ თხოვნით მათ მარი ბროსეს სახელობის სკოლამ და „ახალმა სკოლამაც“ მიმართეს. მოსწავლეები დაინტერესდნენ, თუ რატომ უნდა დაიზოგოს ენერგია, როგორია ელემენტარული რჩევები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ტექნიკის არჩევისას და ა.შ. დღის ცენტრ „ცისარტყელაში“ კი აღსაზრდელებმა მცირე ექსპერიმენტიც ჩაატარეს და პიცის ყუთისგან მზის მარტივი ღუმელიც გააკეთეს: „ამას გარდა, ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება მარტივად სახლის დათბუნება მეტალოპლასტმასის გარეშე, ყვავილების შესაფუთი მასალით, გავუშვით ფილმებიც. ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები, განსაკუთრებით ღუმელის მომზადებაში. მიხვდნენ, რომ მისი შექმნა არ იყო რთული“,-ჰყვება ლიანა ღარიბაშვილი.

ცენტრი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ღია გაკვეთილებისა და საჯარო ლექციების ჩატარების ტრადიციას კვლავაც აგრძელებს. პარალელურად, სპეციალურად ბავშვებისთვის ინგლისურენოვანი ვიდეოები ითარგმნება, რომლებშიც ენერგიის დაზოგვა და განახლებადი ენერგიების გამოყენება პატარების საყვარელი ხერხით - თამაშით ისწავლება. თუმცა თუ ხელსაწყოების დამზადება თქვენც მოგწონთ, შეგიძლიათ ამ ვიდეოს მიხედვით პიცის ყუთიდან მზის ღუმელი მოამზადოთ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^