Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოცნების“ შემწირველი ვერეს ხეობაში კორპუსის აშენებას გეგმავს

03 მაისი 2018

ვერეს ხეობაში, ატენის ქუჩის შესახვევში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

პროექტზე საბოლოო ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურს ჯერ არ გაუცია, თუმცა შუალედურ ეტაპზე პროექტი მოიწონა და არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 15-დღიანი ვადა მისცა. პირველად კომპანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტის შესათანხმებლად  2017 წლის აგვისტოში მიმართა, ხოლო მეორედ - 2018 წლის აპრილში. 

შუალედურ დასკვნაში მერიის შენიშვნები ეხება ისეთ დეტალებს, როგორიცაა საინფორმაციო დაფა; ასევე წერია, რომ უნდა იყოს წარმოდგენილი  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეთანხმებული გენგეგმა და ა.შ.

განაშენიანების საერთო ფართობი 31906 მ. იქნება, ხოლო მრავალფუნქციური კომპლექსის - 19814.27 კვ.მ.

 შენობის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ზემოთ 28,5 მ-ია. მშენებლობა 3 წელში უნდა დასრულდეს.

პროექტს თან ერთვის გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ვერეს ხეობაში, ატენის ქუჩის შესახვევში, ბიზნესცენტრის მშენებლობის ადგილზე ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მოცემულია საქართველოში სამშენებლო ნორმებით. კვლევა ჩაატარა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა გუგა ჭოხონელიძემ.

ვინ არის დამკვეთი?

ვერეს ხეობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა მოითხოვა შპს „გამამ“.

კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელია შპს „კასკო“. დანარჩენი 20%-ის - ლევან ჭიორელი და 10%-ის - ლევან ლაფანიშვილი. 

შპს „კასკოს“ 100%-იანი წილის მფლობელი ლევან კაჭარავაა, რომელმაც 2017 წელს 60 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ლევან კაჭარავამ ასევე 60 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს.

ვერეს ხეობა 2013 წლის ტრაგედიის შემდეგ

2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ ქალაქის მთავრობა აცხადებდა, რომ ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა შეიზღუდებოდა. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორი იყო მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ვერეს ხეობაში მშენებლობების აკრძალვასა და  რეკრეაციული ზონის მოწყობაზე საუბრობდა. 

2015 წელს NDI-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში მონაწილე პირთა 57 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ვერეს ხეობაში ყველანაირი მშენებლობა უნდა აიკრძალოს და ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკი გაშენდეს.

შეკითხვაზე, ხეობაში უნდა აშენდეს თუ არა დიდი საცხოვრებელი და საქმიანი კომპლექსი, გამოკითხულ მოქალაქეთა 72 % პასუხობდა, რომ არა, 6% ემხრობოდა, 17 პროცენტს კი პოზიცია არ გააჩნდა ამ საკითხზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მონოლოგი სიკვდილზე... პლასტიკის ენით

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლეგენდარულ მიხეილ ბარიშნიკოვს მასპინძლობს
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

მოხუცი ქართული ლიტერატურა და ზღვა

ქართულ ლიტერატურაში ზღვა მნიშვნელოვანი თემაა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა, თითქოს ზღვასთან ...
15 სექტემბერი
15 სექტემბერი

8.08.08-დან დღემდე...

TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

მეტი

^