Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიბოს გავრცელება საქართველოში - III და IV სტადიებზე გამოვლენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

15 მაისი 2018

„ლიბერალი” 2015-2017 წლებში საქართველოში კიბოს გავრცელების მონაცემებს გთავაზობთ.

მასალა კიბოს პოპულაციურ რეგისტრზე დაყრდნობით მომზადდა, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა იმუშავა.

კიბოს რეგისტრი საქართველოში 2015 წელს დაინერგა და ის კიბოს გავრცელების შესახებ სრულ და უტყუარ ინფორმაციას აგროვებს, რეგისტრის ამოქმედებამდე საქართველოში კიბოს შესახებ მონაცემთა შეგროვება მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

კიბოს გავრცელება საქართველოში 

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებით, 2015-2017 წლებში საქართველოში რეგისტრირებული ყველა ლოკაციის კიბოს  ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700-11 000-ის ფარგლებში მერყეობდა.

შემთხვევების განაწილება სქესის და ასაკის მიხედვით

2015-2017 წლებში ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% ქალებში, 44-43% - კაცებში აღირიცხა.

ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში - 30 წლიდან 70 წლამდე, ხოლო შემთხვევათა დაახლოებით მეოთხედში - 70 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე შემთხვევათა 1% მოდის.

რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებული ყველა ლოკაციის კიბოს  ახალი შემთხვევების წილი 24-27%-ს შეადგენს.

სტადიურობა - მესამე, მეოთხე სტადიებზე კიბოს აღმოჩენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია

კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში დაავადების I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ყველა ლოკაციის კიბოს ახალი შემთხვევების 39.5%; III და IV სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია. ის 2015-2017 წლებში ავთვისებიანი სიმსივნეების მთლიანი რაოდენობის 49.2% შეადგენს; 11.3%–ში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული.

რეგისტრში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს სკრინინგი ონკოლოგიურ დაავადებათა პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენილ შემთხვევათა ხვედრითი წილი ისევ დაბალია, რაც კიბოს სკრინინგით დაბალი მოცვის მაჩვენებლებით არის განპირობებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

ჩაშლილი სამიტი და სამი მძიმე მომენტი

ამერიკისა და ჩრდილო კორეის სამიტი გადაიდო, ან შეიძლება სულაც ჩაიშალა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა სამხრეთ კორეის პრეზი ...
25 მაისი
25 მაისი

ინტერვიუ: სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატი ...

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორს, ბრიტნელ მეცნიერს სტივენ ჯონსს ვესაუბრეთ ...
24 მაისი
24 მაისი

ფსიქოლოგები სკოლაში - რამდენად რეალურია ...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას ყურადღება გაამახვ ...

მეტი

^