Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ათი ყველაზე პოპულარული იდეა, რომლებითაც თბილისელები კახა კალაძეს მიმართავენ

24 მაისი 2018

თუ თქვენ გსურთ, თბილისის მერიის საქმიანობაში ჩაერთოთ, უფრო ზუსტად, სცადოთ ეს, არსებობს ონლაინმექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ქალაქის ხელმძღვანელობისთვის საკუთარი წინადადების წარდგენა შეგიძლიათ.

ამ წინადადებებისთვის ხმის მიცემაც შესაძლებელია. შესაბამისად, შეგიძლიათ გაიგოთ, რომელია ყველაზე პოპულარული იდეები, რომლითაც მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ.

ჩვენ 10 ყველაზე პოპულარულ იდეას წარმოგიდგენთ:

1.  ,,ახალი სიცოცხლე ძველ სახლებს"

ამ იდეის ავტორი აკაკი კაკიტაძეა. ის წერს, რომ დიდუბის რაიონში, კერძოდ, წერეთლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის ამორტიზირებული სახლები, ე.წ. ,,ხრუშოვკები“. იდეის ავტორს სურს შენობის გამაგრების ნაცვლად მოხდეს მათი დანგრევა და „იმავე ადგილას აშენდეს არა ბეტონის ციხესიმაგრეები, არამედ ტიპური ლამაზი, დახვეწილი დიზაინის შენობები, სადაც ფართი მიეცემათ ადგილობრივ მცხოვრებლებს და დანარჩენი ნაწილის რეალიზაციას მერია აუქციონის მეშვეობით მოახდენს.

2. დაბადების დღის საჩუქარი 

იდეის ავტორის, ანდრია გოცირიძის აზრით, კარგი იქნება, თუ მერიის მიერ გამოყოფილ გასამწვანებელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, სადაც მოქალაქეები მეგობრის, ოჯახის წევრის, ახლობლის დაბადების დღის ან სხვა თარიღის აღსანიშნავად საჩუქრად დარგავენ ხეებს (ერთს ან რამდენიმეს), რომელსაც ერქმევა იუბილარის სახელი. 

იდეის მიხედვით, ასევე შეიძლება დაირგოს ხე გარდაცვლილი ახლობლის სახელზე ან რომელიმე ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად (სკოლის, სასწავლებლის დასრულება, ქორწინება, კომპანიის დაარსება ან იუბილე...). 

3. GUIDE DESK
ნინო აბრამიშვილის იდეით, კარგი იქნება საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადის გათვალისწინებით - ქ.თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსდეს ელექტრონული დაფები, ე.წ. „გაიდდესკი" ("GUIDEDESK"), რომელშიც ჩატვირთული ინფორმაცია დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, გაეცნოს ქ.თბილისის ტურისტულ, ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა პოტენციალს.


4. მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები სკვერებში
მოქალაქე გიორგი კოპლატაძეს კი სურს სკვერებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე სპორტული მოედნების გვერდით მაგიდის ჩოგბურთის, იგივე პინგპონგის მაგიდები დაიდგას.


5. საზოგადოებრივი რადიო მუნიციპალურ ტრანსპორტში
გურამ მეგრელიშვილის აზრით კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ საზოგადოებრივი რადიოს არხები უნდა იყოს ჩართული. „ამით, ერთი მხრივ შეიზღუდება გაუგებარი მუსიკალური რეპერტუარი, რაც ტრანსპორტში ისმის, მეორე მხრივ, მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების 102.4 ან 100.9 პოპულარიზაცია“. 

6. ევგენი ზემელის ცნობილი აფთიაქის აღდგენა
ეს იდეა ირმა ხუცურაულს ეკუთვნის. 

7. თბილისის მუნიციპალური საავადმყოფო (უფასო)
თბილისის მუნიციპალური საავადმყოფოს გახსნა თბილისში, ვაჟა-ფშაველას #27-ში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს 12-სართულიან,10 წლის განმავლობაში რეაბილიტაციის მომლოდინე უფუნქციო კორპუსში - უფასო საავადმყოფოს გახსნის ინიციატივით გამოდის მოქალაქე ნინო ხაჭაპურიძე.

8. თბილისი - რეტრო არე
გია ალავიძის ამ იდეას ვერაფერი ამოვაკელით, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ.

დასაწყისისთვის, ძველი თბილისის ერთი ეზო გადაიქცევა რეტრო არედ, ანუ ეზო თავის მაცხოვრებლებიანად იცხოვრებს მე-19-ე საუკუნეში.

მაცხოვრებლები შეიმოსებიან შესაბამისი საუკუნის სამოსში.

შენობის პირველ სართულზე ქუჩის მხრიდან იფუნქციონირებს სამჭედლო საბერველით და მე-19-ე საუკუნის შესაბამისი სხვა აღჭურვილობით, გამოჭედავენ ცხენის ნალებს და ჯერჯერობით გაყიდიან ტურისტებზე, როგორც წარმატების ნიშან-სიმბოლოს.

ასევე იფუნქციონირებს პურის საცხობი, რომელშიც პურს შეშაზე გამოაცხობენ. ასევე, დუქანი - მაგიდების ნაცვლად ღვინის კასრებით. ეზოში ქალები მატყლს პენტავენ, იქვე დახლი მაღაზია იქნება, სადაც ძველებურ სამოსში ჩაცმული მოვაჭრე, ძველებური სასწორით გაყიდის საქონელს. აივანზე (პენსიონერი) კაცები ითამაშებენ ნარდს. შეიქმნება სრული შთაბეჭდილება მე-19-ე საუკუნის თბილისური ყოფის. რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის ეს ადგილი გახდება ყველაზე მიმზიდველ ადგილად ძველ თბილისში. შესაბამისი გადასახადის გადახდის შემდეგ მათ შეეძლებათ უშუალო კონტაქტში შევიდნენ როლების შემსრულებელ მაცხოვრებლებთან, შევიდნენ ეზოში, დუქანში და უშუალოდ შეიგრძნონ ის ატმოსფერო, რომელიც ახლდა მე-19 საუკუნის თბილისს.

მომავალში ძველი თბილისის მთლიანი კვარტალი გადაიქცევა რეტრო არედ. ანუ მთლიანი უბანი იცხოვრებს მე-19-ე საუკუნეში. სამოსი, ტრანსპორტი, სამუშაო მოსახლეობის საქმიანობა, მათ შორის ხელოსნობა იქნება ძველი ტრადიციული თბილისური. ეს ვითარება გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ტურისტების მოზიდვას. შეიქმნება სახელოსნოები, სადაც დასაქმდებიან ტრადიციული ხელობის ხელოსნები და ამითაც სასიკეთო საქმე გაკეთდება. ასევე დასაქმდებიან მკერავები - საჭირო გახდება ძველმოდური სამოსის შეკერვა.

მაწონს ვირებით დაატარებენ და ფაიტონებში ცხენები იქნება შებმული. საჭირო გახდება თავლა და აქაც დასაქმდება ხალხი. უამრავი პროფესია წამოიწევს. დალაქები. პოლიციელები. ღამის ფარნის გამნათებლები, მექისეები, მეჩაიეები ჩაიხანებში, მედუქნეები, ქუჩის მხატვრები და კიდევ უამრავი. მოკლედ ეს პროექტი დაიწყება ჯერ ერთი ეზოთი, შემდეგ კი მთელ კვარტალს მოიცავს. პროექტის მოწონების შემთხვევაში, შემუშავდება დეტალური გეგმა. ჩაერთვება საჭირო პროფესიის ადამიანები. რა თქმა უნდა, ქალაქის მერიასთან უშუალო კონსულტაციებით. ამჟამად, მერიისგან მხოლოდ პროექტის შეფასებას მოველი. შემდეგ ეტაპზე მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობაში შეიქმნება დეტალური გეგმა ვადებში გაწერილი.

9. ახალი წლის გართობა მეტროში
მოქალაქე სანდრო პაიჭაძეს კი უნდა ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დამონტაჟდეს დაბალი განათება, დაბალი ხმის სისტემა და დაიკრას ელექტრონული მუსიკა. „მატარებელი ჩვეულებრივად იმოძრავებს და ხალხს, ვინც იმ ვაგონში შევა, გასაოცარი სურპრიზი დახვდება“.

10. სასწავლო ცენტრი Passionis
პოპულარობის მიხედვით, სორტირებული იდეებიდან მეათე ადგილი კი დაიკავა ვახტანგ კოჭატაშვილმა, რომლის აზრითაც კარგი იქნება, თუ ქალაქის ცენტრში გამოინახება და ტექნიკურად მოეწყობა დარბაზი, სადაც გაიმართება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი და საჯარო ლექციები (ტურიზმი, ჰუმანიტარული კულტურული და ა.შ.). მათზე დასწრება შეეძლებათ ნებისმიერი ასაკის ადამიანს. სასურველია, დარბაზის ადგილების რაოდენობა იყოს 250 -300-ადგილიანი, რომ ყველამ შეძლოს დასწრება და მონაწილეობის მიღება.

არ ვიცით, ამათგან რომელს მოიწონებს თბილისის მერი, მაგრამ, არის იდეები, რომლებსაც ქალაქის ხელისუფლება უყურადღებოდ ნამდვილად  არ ტოვებს, მაგალითად იდეა N1526 – ვარდების მოედნისსახელდების ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს იდეა მოქალაქე გიორგი ხარაიშვილის სახელითაა დარეგისტრირებული და ბიუჯეტად 15 000 ლარი აქვს მითითებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივნისი
20 ივნისი

ბიზნესი ქალების გაძლიერებისთვის და პირიქ ...

გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოში ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე კაცებთან შედარებით ბევ ...
18 ივნისი
18 ივნისი

დუმილის შემზარავი ფასი

დავით დოიაშვილის „ტარტიუფი“, როგორც პაზოლინის „თეორემის“ დღევანდელი ანარეკლი გახსოვთ პიერ-პაოლო ...
18 ივნისი
18 ივნისი

რატომ არ არსებობს ბუნებისთვის სასარგებლო ...

ნებისმიერი ეკოსისტემისთვის აუცილებელია სახეობათა კონკრეტული შემადგენლობა, რათა ამ სისტემაში დაცული იყოს ბალანსი. ადამიან ...

მეტი

^