Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემოციური ინტელექტი და ბულინგის პრევენცია - ინტერვიუ მაია ცირამუასთან

31 მაისი 2018
მოზარდებს შორის ბულინგის პრობლემა აქტუალურია. ეს პრობლემა კომპლექსურია. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა საუბრობს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბულინგის პრევენცია.

რა არის ბულინგი ?

პროცესი როდესაც ერთი ადამიანი ან ადამიანების გარკვეული ჯგუფი ავიწროებს კონკრეტულ პირს და ეს ქმედება მრავალჯერადია საქმე გვაქვს ბულინგთან.

ამ პროცესში ჩვენ მოვიაზრებთ რამდენიმე მოქმედ პირს. ერთი, ბულინგის გამტარებელი. მეორე ბულინგის სამიზნე, იგივე მსხვერპლი და ასევე ადამიანები რომელიც მხარ უჭერენ ბულინგის გამტარებელს.

ასევე არაიან ჩაგრულის მხარდამჭერები და ისეთებიც, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავენ.

 მხარდამჭერებს შორის არიან როგორც აქტიური ასევე პასიური მხარდამჭერები. შეიძლება იყოს ვინმე, ვინც აქტიურად არ აფიქსირებს პოზიციას, არ დგას ბულინგის გამტარებლის გვერდში მაგრამ ეთანმხმება მას და მზად არის იგივე გააკეთოს.

იგივე შეიძლება ითქვას მსხვერპლის კონტესქტშიც. არიან ადამიანები რომლებიც აქტიურად შეიძლება არ აპროტესტებენ, მაგრამ შინაგანად ყოველთვის გრძნობენ სიახლოვეს მსხვერპლთან. ასე რომ ეს პროცესი არის ძალიან რთული, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მოქმედი პირი ჰყავს.

როგორ უნდა აღმოაჩნინონ ბულინგი, რას ეტყოდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, მშობლებს - რა არის ნიშნები რომელიც მიანიშნებს რომ შეიძლება საქმე ბულინგთან გვქონდეს.

დიახ, ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ პირებისთვის, რა სივრცეშიც ბულინგი ხორციელდება, როგორ განასხვავონ ბულინგის შემთხვევები ბავშვებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სიცელქისგან.
 

ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ბულინგის დროს ყოველთვის არის დაზარალებული. როდესაც ბავშვებს შორის დაპირისპირება თანაბარი ძალებით ხდება და მათ ერთნაირი ემოციური ფონი აქვთ, მაგალითად ორივე ნაწყენია ან პირიქით, ეს არ არის ჩარგვრის სიტუაცია.

როდესაც ხედავ, რომ მათგან ერთი პირი არის დაზარალებული, ეს უკვე არის ჩაგვრის შემთხვევა.

ბულინგის ბევრი ფორმა არის აბსოლუტურად არააღქმადი და უხილავი. ხშირად ჩვენ ვერ ვხედავთ ბავშვებს რომლებზეც ბულინგი ხორციელდება.

ბულინგის ფორმა შეიძლება იყოს მაგალითად იგნორი, როცა კონკრეტულ პირს აიგნორებენ ისე თითქოს ის არ არსებობს, რაც ძალიან მტივნეულია და ხშირ შემთხვევაში ასეთი ბულინგის ფორმები უფროსებისთვის შეუმჩნეველია. ბავშვის ქცევები და ემოციური მდგომარეობა ძალიან ხშირად არის მიმანიშნებელი.

ბულინგის შემთხვევის აღმოჩენისას რა ნაბიჯები უნდა გადადგან პასუხისმგებელმა პირებმა, რომ ჩარევმ დადებითი შედეგი გამოიღოს?

 ბულინგის შემთხვევაში თუ არ ხდება სწორი და დროული ჩარევა ან თუ ამ ჩარევას აქვს უხეში ფორმები, ეს პროცესს უფრო აღრმავებს.

მოსწავლემ უნდა იცოდეს ვის მიმართოს ბულინგის შემთხვევაში. ვისაც მიმართავს მან უნდა იცოდეს რას გააკეთებს მის დასახმარებლად. ხშირად, ბულინგის შემთხვევაში მსხვერპლი არავის მიმართავს, რადგან ფიქრობენ რომ მას ვერ დაეხმარებიან და შესაბამისად არავის ენდობა.

ეშინიათ, რომ უარესი მოხდება მიმართვის შემთხვევაში. რეალურად კი ასეც ხდება ხოლმე, რომ არასწორი ჩარევის შედეგად კიდევ უფრო ღრმავდება ეს პრობლემები. ამიტომ, საჭიროა ბულინგის მსხვერპლმა იცოდეს რომ კონფიდენციალურობა იქნება დაცული და კვალიფიციურია ის ადამიანი ვისაც მიმართავს, რადგან მის მიმართ ნდობა გააჩნდეს.  

 ბულისგის აღკვეთისთვის გარემოს მთავარი ამოცანაა, რომ არასრულწლოვნებს მისცეს განათლება, ისინი აღჭურვოს სოციალური უნარებით და მათში სენსიტიურობის გაღვიძებას შეუწყოს ხელი.

თუკი შენ გარშემო ერთი ჩაგრავს მეორეს და შენ ეს არ მოგწონს, პროტესტსაც გამოხატავ და აჩვენებ რომ ეს ქცევა შენთვის მიუღებელია, ფაქტობრივად შენ განიარაღებული გყავს ბულინგის გამტარებელი.

 რა მიზანი აქვს ბულინგის გამტარებელს? ხშირ შემთხვევაში ეს არის აღიარების სურვილი, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების, ზოგისთვის კი ეს უბრალოდ გართობაა.

როდესაც ბულინგის გამტარებლის ქცევა, არ იქნება მოწონებული გარშემო მყოფებისგან, ეს განაიარაღებს მას.

პირველ რიგში უნდა გაემიჯნონ მის საქციელს და აჩვენონ რომ ეს მიუღებელია. თუკი ამით ვერ მოხდება მისი შეჩერება, მეორე ნაბიჯია ის, რომ ფიზიკურად გაეცლები, დისტანცირდები, თუ ესეც არ გაჭრის, მაშინ შემდეგი ნაბიჯია შეტყობინება. მიმართავ ადამიანს რომელიც კვალიფიცირებულია რომ დაგიცვას. როდესაც ადამიანი ძალადობრივ ქცევას როგორც ინსტრუმენტსიყენებს თვითდამკვიდრებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის ეს არის კომპენსაცია დაბალი თვითშეფასების.

რა შეგიძლიათ თქვათ ბულინგის გამტარებელ არასრულწლოვნებზე, გარდა იმ მიზეზებისა რაც ზევით ჩამოთვალეთ. რატომ უჩნდებათ არასრულწლოვნებს მეორე არასრულწლოვნის დაჩგვრის სურვილი ....

- ხშირია შემთხვევები, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობას იყენებენ სოციალიზაციის მთავარ ინსტრუმენტად, თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლები, სხვადასხვა სივრცეებში. ხშირად ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან ურთიერთობის სხვა ფორმა, რადგან ისეთ გარემოში უწევთ ცხოვრება, ურთიერთობა, განვითარება, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანმა გაბრაზება გამოხოტოს კონსტრუქციულად ან როგორ შეიძლება ადამიანმა თავისი მოსაზრებისგან, თავისგან განსხვავებული არ დაჩაგროს.

სამწუხაროდ, ხშირადსოციალურ ნორმად იქცევა ძალადობრივი დამოკიდებულება, შევიწროვება ყველა იმ ადამიანისა რომელიც შენ არ გგავს.

სკოლა სადაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე ბევრია ნიშნავს თუ არა რომ ის უფრო თავისუფალია  ბულინგთან დაკვშირებული რისკებისგან - არსებობს ასეთი მოსაზრებება და რამდენად არის ეს ორი მოვლენა ერთამენთან კორელაციაში ?

- მე მინახავს ბევრი სკოლა, სადაც ძალიან მაღალ სტანდარტზე აქვთ ცოდნის მხრივ პრეტენზია, მაგრამ საკმაოდ ღრმა ძალადობის ფორმებზე მსმენია. მათემატიკისა და ქიმიის ცოდნაზე მეტად გვჭირდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი-ეს არის ემპათიის უნარი.

 საგანმანათლებლო სისტემა და ოჯახი, ბავშვს უნდა აძლევდეს ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობას, რაც არის ბულინგის სერიოზული პრევენცია. საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებითაც,  რადგან განათლება არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე. მნიშვნელოვანია სოციალური და არაძალადობრივი კომუნიკაციის განვითარება.

როგორ მუშაობს ფსიქოლოგი ბულინგის გამტარებელთან და ბულინგის მსხვერპლთან - რა განსხვავებაა ?

ვინაიდან ბულინგის გამტარებლსა და მსხვერპლს სხვადასხვა უნარების გამომუშავება სჭირდებათ, მათ შორის სხვადასხვა მუშაობა ხდება.ბულინგის გამტარებლის მიმართ სხვადასხვა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი იმისდა მიხედვით თუ ვის რისთვის სჭირდება სხვისი ჩაგვრა. მთავარი კითხვა რაც უნდა დაისვას არის ის რომ, რისთვის სჭირდება მას სხვა ადამიანის ჩაგვრა, რას აძლევს ეს მას როგორც პიროვნებას. როდესაც ამის გაცნობიერებას იწყებს ადამიანს და ხვდება რომ იგივე რაღაცის მიღება შეუძლია უფრო არაძალადობრივად, უფრო პოზიტიურად , მაშინ ის უკვე აკეთებს არჩევანს. არის შემთხვევები როდესაც მუშაობის ერთ-ერთი ფორმაა მედიაცია და სანამ მედიაცია მოხდება იქამდე რა თქმა უნდა, ემპათიის უნარზე მუშაობას აქვს გდამწყვეტი მნიშვნელობა. მედიაცია, გულისხმობს რომ ხდება შეხვედრა ბულინგის გამტარებლისა და მსხვერპლის. ისინი ერთმანეთისგან ისმენენ რას ნიშნავს მათთვის მოცემული ჩაგვრის სიტუაცია. ამოცანა არაა ის რომ ისინი მაინდამაინც დამეგობრდნენ, ამოცანაა ის რომ ეს ცეცხლი ჩამქრალია მათ შორის და აღარ გაღვივდება. ბულინგის გამტარებელთან მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური, ვიღაცას მედიაცია სჭირდება, ვიღაცას უფრო სიღრმისეული მუშაობა, ვიღაცას რაღაც ტიპის სოცილაური უნარების განვითარება სჭირდება, ვიღაცას შეიძლება საკუთარ ტრავმულ გამოცდილებაზე მუშაობა სჭირდებოდეს, აქ მიდგომა უნდა იყოს ინდვიდუალური, მორგებული ადამიანის საჭიროებებზე.

 პრევენცია ეს არის სისტემის დონეზე გასააზრებელი საკითხი, რადგან ბავშვმა სკოლაში ფეხის შედგმის პირველივე დღიდან უნდა იცოდეს, თავისი უსაფრთხოების ზომები. პირველი, რაც მესიჯის სახით უნდა მიიღოს მან არის ის რომ თავად უნდა დაიცვას წესები. ბავშვმა უნდა გაიაზროს, რომ როდესაც მას წესების დაცვას სთავაზობს სისტემა, პირველ რიგში ეს საკუთარი თავისთვის სჭირდება. როდესაც მას ავუხსნით, რომ ეს წესი პირველ რიგში შენთვის არის სასარგებლო და შენ დაგიცავს, ის განვითარების სხვა ეტაპზე, მომავალში მიხვდება, რომ ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც უკვე მას გათვიცნობიერებული, შესისხლხორცებული ექნება. მან ამ პროცესში უნდა გაიაროს  და როდესაც თითოეული ბავშვი ასე ჩამოყალიბდება, ეს იქნება პრევენცია ბულინგის.

ავტორის შესახებ 

ნანა ბერუკაშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ოქტომბერი
13 ოქტომბერი

რა ხდება ჩრდილოეთ სირიაში?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა მ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

ერდოღანის მუქარა და „უსაფრთხო ზონები“ ლტ ...

9 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრძანებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თუ ...
11 ოქტომბერი
11 ოქტომბერი

მარი ბექაურის კინო რჩევები

უხილავი ძაფი - როცა ფილმის გადაღებას იწყებდნენ, დენიელ დეი-ლუისი არც კი ეჭვობდა, რომ ეს მისი უკანასკნელი როლი იქნებოდა ...

მეტი

^