Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავი ღამეების ფესტივალი

27 ნოემბერი 2014

უკვე მე-12 დღეა, რაც ტალინის საერთაშორისო, ე.წ. “შავი ღამეების” ფესტივალი მიმდინარეობს.  

ფესტივალის მთავარ საკონკურსო სექციაში, International Official Competition, წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპული, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების ფილმების პრემიერა. მთელი მსოფლიოდან ამ სექციაში 18 ფილმია ჩართული. 

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან:  მარკ აქსელროდი (აშშ), კატი უტინენი (ფინეთი), ანდრეი პროშიკინი (რუსეთი), ელინა რეინოლდი (ესტონეთი), ბენსონ ტეილორი (დიდი ბრიტანეთი) და ტომას ვასილევსკი (პოლონეთი).

სპეციალურ პროგრამაში, სახელად ცხელი თემები ფოკუსში”, აჩვენეს ორი ქართული ფილმი: გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” და თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”.  

საკონკურსო პროგრამაში, სახელად ბალტიისპირეთის და სკანდინავიური ქვეყნების სადებიუტო ფილმების კონკურსი (Tridens Competition on Feature Debuts from the Baltic Sea and Nordic Countries), 10 ფილმი იღებს მონაწილეობას. ჟიურის წევრები არიან სამხრეთ-აფრიკელი კინოს კრიტიკოსი მარტინ ბოტა, ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე და ესტონელი პროდიუსერი და გაყიდვების მენეჯერი ანუ ვერმე-კალდრა. 

ერთ-ერთი ფილმი ამ სექციიდან, დომინოს ეფექტი”  ქართულ--რუსულ-აფხაზურ კონფლიქტს ეხება.  ფილმის რეჟისორები პიოტრ პოსოლოვსკი და ელვირა ნივიერა არიან.

ფილმის მთავარი გმირები აფხაზეთის სპორტის მინისტრი რაფაელი და მისი ცოლი, ყოფილი ოპერის მომღერალი, ნატაშა, სოხუმში ცხოვრობენ. რაფაელი სოხუმში დომინოს თამაშის საერთაშორისო ტურნირის მოწყობას გადაწყვეტს, რათა აფხაზეთის ახალგაზრდა რესპუბლიკის პრესტიჟი საერთაშორისო დონეზე აამაღლოს. თუმცა მისი რუსი ცოლი აშკარად არ გრძნობს თავს კომფორტულად აფხაზეთში: ეროვნების გამო, სამსახურში არავის აჰყავს და უმუშევრადაა დარჩენილი. ის ქმარს ეუბნება, მოდი, მოსკოვში გადავსახლდეთო, მაგრამ რაფაელი უარზეა: სოხუმი ჩემი სამშობლოა და სხვაგან ვერ წარმომიდგენია ცხოვრებაო.

ფესტივალის კონკურსში ასევე შედის, .. ინდი, ანუ თანამედროვე დამოუკიდებელი ფილმების კონკურსი. ამ სექციაში სერბი რეჟისორის, ვლადან ნიკოლიჩის, ფილმი “ხიბლი” (“Allure”) მონაწილეობს. ფილმი ნიუ-იორკშია გადაღებული და იქ მცხოვრები 5 ემიგრანტი ქალის ყოფას ასახავს. ისინი სხვადასხვა კულტურიდან არიან, სხვადასხვა წარსული აქვთ და უცხო და უზარმაზარ ქალაქში, ნიუ-იორკში, სხვადასხვა პრობლემებს უმკლავდებიან. ოკეანის გაღმა მყოფ ოჯახის წევრებს მხოლოდ სკაიპის საშუალებით უკავშირდებიან. მათ ყოფას ფონად გასდევს დემონტრაციები “დაიკავე უოლ-სტრიტი” (Occupy Wall Street).

ფესტივალის სექციაში “გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ” წარმოდგენილია ახალი ტალღის თანამედროვე გერმანული კინო.  ფესტივალი ასევე მოიცავს ანიმაციური და ბავშვების შესახებ გადაღებული ფილმების სექციას.

Just Film ბავშვების შესახებ ფილმების სექციაა. მისი ჟიურის წევრებიც ბავშვები და მოზარდები არიან. საბავშვო ჟიურის თავმჯდომარე ამერიკაში მოღვაწე ესტონელი ახალგაზრდა დიანა ლოტუსია.

ფესტივალის გარკვეული, თუმცა არც ისე მნიშვნელოვანი, ადგილი დოკუმენტურ კინოსაც უკავია.

*  *  *

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სექციაა ინდუსტრიული შეხვედრები , სადაც სხვადასხვა ქვეყნების კინოპროდიუსერები, გაყიდვების მენეჯერები, დისტრიბუტორები და რეჟისორები ერთმანეთს ხვდებიან, ეცნობიან ერთმანეთის ფილმებს, პროექტებს, გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ერთ-ერთ ინდუსტრიულ შეხვედრაზე ჩინელმა დისტრიბუტორმა ჯეფრი ჩანმა, კორეელმა გაყიდვების მენეჯერმა ჯუდი ანმა და სიუზან ჩემ ამ ორი ქვეყნის - ჩინეთისა და კორეის - კოპროდუქციების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას. 

პროდიუსერმა ჯეფრი ჩანმა, რომელიც ჰონგ-კონგში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ისაუბრა ჩინეთის მთავრობის კინოცენზურაზე: როცა მთავრობას დღემდე მიუწვდება ხელი ფილმების შინაარსის სრულ კონტროლზე, მათ შორის, ფილმების შავ მონტაჟზე. ეს იმით არის განპირობებული, ამბობს ჩანი, რომ მას უნდა, ჩინელები ფილმებში “კარგ ტიპებად” გამოჩნდნენ, რათა ჩინელი ერის რეპრეზენტაცია საერთაშორისო დონეზე უფრო ამაღლდესო.

“ცხადია, ფილმი მხოლოდ “კაი ტიპებზე” (good guys) ვერ აიგება. როგორ უნდა გადაიღო ფილმი “კაი ტიპებზე?” ფილმში აუცილებლად უნდა იყვნენ “ცუდი ტიპებიც”. და საიდან არიან ცუდი ტიპები თანამედროვე ჩინურ კინოში? ისინი ალბათ არ უნდა იყვნენ ჩინეთიდან, “ცუდი ტიპები” წარმოშობით მაინც ჰონგ-კონგიდან უნდა იყვნენ”, - ამბობს ჩანი სიცილით. თუმცა იმიტომ, რომ თვითონ ჰონგ-კონგში (რომელიც, როგორც ჩანი აღნიშნავს, თითქოს კონტროლდება და ვერც კონტროლდება ჩინური მთავრობის მიერ) მოღვაწეობს და არა, მაგალითად, პეკინში,  მის პროექტებს ეს საშიშროება ნაკლებად აქვთ, ვიდრე სხვა ჩინურ პროექტებს ან ჩინურ-კორეულ კოპროდუქციებს. 

ტალინის ბნელი ღამეების ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 30 ნოემბერს დასრულდება. პრიზები განაწილდება: 

  • გრანპრი საუკეთესო ფილმისთვის, 10,000 ევროს ოდენობით;
  • პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი;
  •  საუკეთესო მსახიობი მამაკაცი;
  •  საუკეთესო ოპერატორი;
  • კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ფედერაციის პრიზი;
  • პრიზი ეკუმენური ჟიურისგან.

 

კონკურსში  Tridens Competition on Feature Debuts from the Baltic Sea and Nordic Countries დაჯილდოვდება:

  • საუკეთესო ფილმი (ფულადი პრიზი 5000 ევროს ოდენობით);
  • საუკეთესო ოპერატორი (ფულადი პრიზი 1000 ევროს ოდენობით).

 

ტრიდენის ესტონური ფილმების კონკურსის ჯილდო:

  • “ესტონური ფილმების” პრიზი (3200 ევროს ოდენობით);
  • ბრუნო ო’იას პრიზი საუკეთესო ახალგაზრდა ესტონელ მსახიობს.

 

ჩრდილო-ამერიკული “ინდის” სექციაში გაიცემა:

  • პრიზი საუკეთესო ფილმისთვის.                  


დამატებითი ოფიციალური პრიზები

  • პრიზი საუკეთესო აზიური ფილმისთვის ორგანიზაცია Network for the Promotion of Asian Cinema (NETPAC)-ს ჟიურისგან;
  • დონ კიტოხის სახელობის პრიზი ორგანიზაცია International Federation of Film Clubs (FICC)-ს ჟიურისგან;
  • პრიზი კინოში შეტანილი ღვაწლისთვის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^