Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დადგენილებით, 32.5 გრადუსს ზემოთ ტემპერატურის პირობებში სამუშაო უნდა შეიზღუდოს - GTUC

29 ივნისი 2018

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში.

„დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული:

იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსსზე დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული.  საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიების წარმომადგენელთათვის 31.5  გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაო. 

იმათთვის კი ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სიართულთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდ და ზომიერ ფიზიკურ დაძაბვას (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცეს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზრუდოს.

საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან  ზევით, "- ამბობენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში. 

პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები – მეტალურგიულ, მშენებლობის, სამთო მომპოვებელ და ასევე რკიგნიგზის და სხვა სფეროებში რომელთა წევრებსაც უწევთ ასეთი პირობებში მუშაობა, მოითხოვენ ხელისუფლებამ, მეწარმეებმა და დამსაქმებლებმა პატივი სცენ მთავრობის ხელმძღვანელის 2014 წლის 15 იანვრის №69-ე დადგენილებას (ტექნიკური რეგლამენტი – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ) და ჯანრმთელბისთვის უსაფრთხო პირობები უზრუნველყონ ცხელ დღეებში.

ფოტო: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...

მეტი

^