Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

16 ივლისი 2018

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი.

მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets).


ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^