Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყვია ბავშვების სისხლში - რას შეისწავლის UNICEF კვლევის ფარგლებში

19 ივლისი 2018
როგორია საქარრთველოში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული ვითარება ბავშვებში - ამ კითხვას გაერო-ის ბავშვთა ფონდის კვლევა გასცემს პასუხს. კვლევა სექტემბერში დაიწყება. რატომ გადაწყვიტა გაერო-ის ბავშვთა ფონდმა ამ კვლევის ჩატარება; პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ; სისხლში ტყვიის შემცველობის შემთხვევაში მკურნალობისა და პრევენციის რა მეთოდები არსებობს; დაბოლოს, რატომ არის სისხლში ტყვიის შემცველობა განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის - ეს და სხვა კითხვები „ლიბერალმა“ გაერო-ის ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თაკო უგულავას დაუსვა.

ეს იქნება ყველა მასშტაბური და ფუნდამენტური კვლევა საქართველოში, რომელიც  ბავშვებსისხლში ტყვიის შემცველობას გამოიკვლევს. თუმცა, როგორც ცნობილია, აქამდე სხვა, უფრო მცირე მასშტაბის კვლევებიც ჩატარებულა, რომლებიც ამ კუთხით პრობლემის არსებობის შესახებ წარმოდგენებს ქმნიან. რა იცით ამ კვლევების შესახებ?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მსგავსი კვლევა საქართველოში ერთ-ერთი კლინიკის ბაზაზე ჩაატარა. ბავშვები მივიდნენ კლინიკაში გარკვეული პრობლემებით და ამ კლინიკური გამოხატულების მქონე ბავშვებში შეისწავლეს ტყვიის შემცველობა. მათ შორის ის ზომიერად მომატებული დაფიქსირდა. თუმცა ამის ექსტრაპოლირება (განვრცობა) ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხდება, ეს შედეგები შეიძლება არ ასახავდეს მასშტაბს.

რატომ გადაწყვიტა მსგავსი კვლევის ჩატარება გაერო-იბავშვთა ფონდმა? ორიოდე სიტყვა კვლევის შესახებაც - როდის დაიწყება ის და რამდენ ოჯახს გამოიკვლევთ?

ეს (კლინიკის ბაზაზე ჩატარებული კვლევის შედეგები) არის ერთი ფაქტი, მეორე ფაქტი უკავშირდებოდა ქართულ სუნელებს. აშშ- ში ტესტირებული იყო ქართული სუნელები და დადგინდა ტყვიის შემცველობა.

გარკვეული კვლევები ჩატარდა სათამაშოებზეც. არცერთ კვლევაში გაერო-ის ბავშვთა ფონდი ჩართული არ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი - სათამაშო, იაშვილის კლინიკის ბავშვები, სუნელები - ამას მიანიშნებდა. დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტმა იცოდა, რომ ჩვენ ვიწყებდით მრავალინდიკატორულ  კლასტერულ კვლევაs (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და აგროვებს ძირითად ინდიკატორებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. 

ჩაითვალა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, ამიტომ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტმა გვთხოვა, რომ ამ კვლევაში დაგვემატებინა ტყვიის კომპონენტი. ტყვიის კომპონენტის კვლევის ნაწილში  ჩვენი პარტნიორები არიან აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრები, იტალიის ეროვნული ინსტიტუტი. ამ კვლევას მათთან ერთად ვატარებთ.  

ბავშვებირომელ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება ეს კვლევა?

დიახ, ასაკობრივი ჯგუფი შეზღუდულია. ეს ჩატარდება 2 დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყველა იმ ოჯახში, სადაც კვლევის ფარგლებში შევალთ  და სადაც იქნება 2 დან 10 წლამდე ბავშვი, ყველას შევთავაზებთ ტესტის გაკეთებას. უარის პროცენტის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კვლევაში მონაწილეობას სულ მინიმუმ 1500 ბავშვი მიიღებს.  1500 ის რაოდენობაა, რომელიც სტატისტიკურად  სარწმუნო მონაცემს იძლევა და რომლის ექსტრაპოლირება ქვეყნის მასშტაბითაც შეგვიძლია.

კვლევის ფარგლებში ხომ არ გამოიკვლევთ სისხლში ტყვიის არსებობის მიზეზებსაც?

ტყვიის საკითხი ძალიან კომპლექსურია  და ყველაფრის ერთად გაერთიანება თავისი მიზეზებით ძალიან მასშტაბური კვლევის საგანია.

 ჯერ უნდა ვიცოდეთ პრობლემა, რომ შემდეგ დავადგინოთ წყარო. წყაროს ასე კვლევა, როცა ის პოტენციურად არაერთია, ძალიან ართულებს ამ ყველაფერს.

ამიტომ სწორი მიდგომაა, ჯერ ვიცოდეთ, რომ გვაქვს პრობლემა, მერე მიზანმიმართულად ვეძიოთ, საიდან მოდის ის, სად არის პრობლემა. შემდეგ კონკრეტულ ოჯახებში გარემოს - წყლის, საღებავის, ჰაერის, ყველაფრის კვლევა კონკრეტული ექსპოზიციის წყაროზე გაგვიყვანს.

თუმცა არსებობს მეთოდოლოგიაც.  ჩვენ ამ სისხლს აიზოტოპური მეთოდითაც შევისწავლით, რომელიც დაახლოებით მიგვანიშნებს, რა შეიძლება იყოს წყარო და შესაძლო 8 წყაროდან, შეიძლება დავიდეთ 2-3-ზე და მერე მიზანმიმართულად დავიწყებთ წყაროს ძიებას.

ბავშვთა პოპულაციისთვის განსაკუთრებით სარისკოა სისხლში ტყვიის შემცველობა?

აქ  ორნაირი პასუხია. როცა გარემო დაბინძურებულია ტყვიით, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ფილტვებიდან უფრო აქტიურად ხვდება ბავშვების ორგანიზმში, ვიდრე მოზრდილებისაში.

მეორე მომენტია ის, რომ ეს ძალიან მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. ტყვიის მინიმალური შემცველობის შემთხვევაშიც (დაბალ ზღვარზე) ის პირდაპირ გავლენას ახდენს IQ-ს კომპონენტზე.

კოგნიტური განვითარება ტყვიის შემცველობით ძალიან ზარალდება. ტყვია გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამიტომ თუ ორსული ქალბატონი დაბინძურებულია ტყვიით, ის ნაყოფზეც გადადის. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ორსულებიც შეგვასწავლა, თუმცა ეს უკვე სხვა მასშტაბია და ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი ავიღეთ, სადაც ყველაზე მეტად ვლინდება ტყვიის ტოქსიკურობა.

თუკი გამოჩნდება, რომ ამ კუთხით პრობლემა სერიოზულია, მსოფლიოში ალბათ არსებობგამოცდილი პრვენციული ღონისძებები, როცა ტყვიაა პრობლემა. რა სახის ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს?

ძირითადი ღონისძიება, რასაც მსოფლიო იცნობს, ეს არის პრევენციის წყაროს დადგენა და მისი ელიმინაცია.

მაგალითად, თუ დადგინდება, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს ტყვიის მაღალი დონე, მოდის საღებავიდან, რომ მის სახლში არის ძველი რემონტი და ის არის ტყვიის შემცველი, არის რეკომენდაცია, რომ გარემო თავიდან გარემონტდეს და ა.შ. მაგრამ როცა ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ბავშვის პრობლემა და როცა მასშტაბი დიდია, ასეთ შემთხვევაში უნდა გავიდეთ სხვა სახის რეგულაციებზე -  უნდა აიკრძალოს ტყვიის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი - საღებავი, სათამაშო. საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც შეიძლება ტყვიის პიგმენტებით იყოს მოხატული/დაფერილი, უნდა ამოიღონ მოხმარებიდან.

საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც  ტყვიის შემცველი ბენზინის იმპორტს კრძალავს. ხორციელდება თუ არა ეს იმპორტი ისევ? თუ დადგინდა ნიმუშებში ტყვიის ნაკვალევი, რომელიც მიუთითებს ბენზინის წარმოშობაზე, ბუნებრივია სხვა რეგულაციებზე უნდა გადავიდეთ.

თუმცა ისევ აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფერზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერ უნდა ვიცოდეთ, არსებობს თუ არა პრობლემა. შემდეგ წყარო და წყაროს მიხედვით გადავიდეთ რეგულაციების შემოღებაზე.

როგორი მკურნალობა ინიშნება სისხლში ტყვიის არსებობის შემთხვევაში?

ფაქტობრივად ტყვია არ იკურნება. არსებობს მისი ე.წ. ხელატური მკურნალობის მეთოდი, მაგრამ მას ბევრი უკუჩვენება აქვს. მას ტყვიის მსგავსად სხვა მიკროელემენტებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. ძალიან კრიტიკულ ზღვრამდე მისულ შემთხვევაში იძლევიან ამ მკურნალობის რეკომენდაციას. დანარჩენ შეთხვევაში ბავშვი უნდა ჩამოვაშოროთ წყაროს.

იმ შემთხვევაში, როცა ტყვიის მომეტებელმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კალციუმის მეტაბოლიზმი, დ ვიტამინის მეტაბოლიზმის პრობლემები -  მაქსიმალურად კარგია კვების  ნუტრიციის მოწესრიგება - რომელიც ყველა მიკროელემენტს შეიცავს. ეს შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორც ტყვიის ანტიდოტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც მომატებულია სისხლში ტყვიის შემცველობა ჯერ წყაროს დადგენაა საჭირო და მერე კვებითი რეჟიმის შერჩევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

რატომ უნდა ეთქვას უარი თბილისის ანძაზე წ ...

როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ა ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...

მეტი

^