Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

8.08.08-დან დღემდე...

15 სექტემბერი 2018
TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ და რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი ჩვენში.

თბილისის ფოტო ფესტივალი, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს იმართება, ცდილობს ყოველვის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეს. შესაბამისად, ფოტოხელოვნებს, არტისტებს თუ უბრალოდ, დამთვალიერებლებსაც მოვლენების გააზრებისაკენ უბიძგებს. ფრანგი ფოტოგრაფის, ლიონელ შარიესა და ქართველი კურატორის, ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის ნესტან ნიჟარაძის ერთობლივი ძალისხმევით, ცხრა წლის წლის დაარსებული ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება და მასზე 300-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

„სტამბის“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პროგრამა მთლიანად რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს ეძღვნება და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა; ის ისტორიის ერთგვარი ატავიზმიცაა და გაგრძელებაც.   13 სექტემბერს, გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი მულტიმედიური პროექტის სახელწოდებაა  „და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“ (ფრაზა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ფინალიდან), რომლის მთავარი იდეა სწორედ 2008 წლის ომის ვიდეო და ფოტომასალებით წარმოჩენა და ხელახალი რეფლექსიაა.

ომით დანგრეული მშვიდობის ტრაგიკული შედეგებს გამოფენაზე ისევ მტკივნეულად შეიგრძნობთ: მცოცავი ოკუპაცია, ხელოვნური საზღვრები, მავთულხლართებით შემოვლებული ეზოები, დანგრეული სახლები, შემორჩენილი კედლები, ადამიანთა სახეები, რომლებიც ფოტო და ვიდეოკამერებმა ომის დროსაც და შემდეგაც სხვადასხვა ფორმით აღბეჭდეს.

უმნიშვნელოვანესია ფრანგი არტისტისა და ფოტოგრაფის, კრისტიან ბარანის კინცეფტუალურ-დოკუმენტური ვიდეოინსტალაცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, 2018 წლის აგვისტოსაა შექმნილი, „საზღვრებისა და მავთულხლართების“ რეალობას თვალსაჩინოდ და უხილავი დრამატიზმის თანხლებით წარმოაჩენს. თითქოს აღარ ისვრიან, არავის ხოცავენ, მაგრამ მთლიანად განადგურებულია ქართული სოფლები - კეხვი, ქურთა, თამარაშენი, აჩაბეთი...  ომი უკვე ხილულმა ოკუპაციამ და ხნულებზე გავლებულმა მავთულხლართებმა ჩაანაცვლა. რის გამოც, ერთი შეხედვით ნეიტრალური ვიდეოინსტალაცია დიდ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

კონცეფტუალურ-დოკუმენტური ვიდეოინსტალაცია. 

ავტორი: კრისტიან ბარანი

გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე თაკო რობაქიძის ფოტოგრაფიული პროექტი „მცოცავი საზღვრები“, რომელიც ომის ისტორიას კონკრეტულ სახეებსა თუ მხატვრულ- დოკუმენტურ ფორტოებში აცოცხლებს. ხოლო თავად ფოტოები ტეხილი ფორმის კონსტრუქციითა წარმოდგებილი, რაც პირველ რიგში ხელოვნური საზღვრების ასოციაციას იწვევს.

ფოტოინსტალაცია მულტიმედიური პროექტიდან "მცოცავი საზღვრები".

ავტორი: თაკო რობაქიძე/Error Images

შთამბეჭდავია ფოტოგრაფისა და არქიტექტორის, ლადო ლომიტაშვილის ობიექტი სახელწოდებით 6.10.17წ, რაც განპირობებულია თავად მასალისადმი ორაზროვანი დამოკიდებულებით - ერთის მხრივ, ეს არის აშენებული თაბაშირის კედელი და მეორეს მხრივ  - ფოტო, რომელიც ამ კედლის მიღმა, ომის შემდეგომი პეიზაჟს ასახავს. თარიღი კი ობიექტის შექმნის დროზე მიუთითებს.

"6.10.17 წ." ობიექტი

ავტორი: ლადო ლომიტაშვილი

ანდრო ერაძის ვიდეოინტალაცია Stick To Your Guns, ჩაკეტილი კარის, როგორც ჩაკეტილი სივრცის, კომუნიკაციისა და კონფლიქტის  იდეას წარმოაჩენს. ნამუშევარი “ პირველად TAF-ის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენისთვის “war on hold”-სთვის შეიქმნა. ავტორის მცდელობა პირადი გამოცდილებით  მხატვრულად აესახა გარკვეული კონფლიქტების მდგომარეობა სხვადასხვა წერტილიდან, ძალიან საინტერესო და ამავე დროს, სუბიექტურია. სურვილის შემთხვევაში ვიდეოინსტალაცია შეიძლება აღვიქვათ როგორც რეფლექსია უახლეს წარსულზე. მაყურებელს შეუძლია სამ ვიდეოეკრანზე ასახული კარის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციებს შორის განსხვავებას დააკვირდეს და თავად ამოიკითხოს კონფლიქტის განვითარების შესაძლებლობა.

"Stick To Your Guns" მულტიმედიური ინსტალაცია.

ავტორი: ანდრო ერაძე

გამოფენაზე წარმოდგენილია 20-50-იანი წლების დოკუმენტური კინომასალაც, რომნელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის ისტორიას გვაცნობს.

ასევე ცნობილი ფოტოგრაფების - მაიკლ რობინსონ ჩავეზის, იური კოზირევის, თომას დვროჟაკის, რენა ეფენდის, რონ ჰავივის, იუსტინა მელნიკევიჩიდ, ქიუ საკამაკი, ბრუნო სტივენსის ნამუშევრები.

2008 წლის ომის ამსახველი ფოტოების ვიდეოკოლაჟი.

საინტერესოა თბილისის ფოტო ფესტივალის მომდევნო დღეების პროგრამაც:

15 სექტემბერი, „ლიტვური ფოტოგრაფიის ფენომენი“ (1918-2018 წლები), ასევე „100 ლიტვური ფოტო წიგნის“ პრეზენტაცია, „ფაბრიკა“, საკონფერენციო დარბაზი.

16 სექტემბერი, „ელემენტარული ნაწილაკები“, ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“(გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გურამ თიკანაძე, ბორის შავერდიანი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ბესო უზნაძე, ნატა სოფრომაძე, რიტა ხაჩატურიანი); კურატორები - ნესტან ნიჟარაძე, გურამ წიბახაშვილი და ნათია ბუკია, გალერეა Project ArtBeat.

20 სექტემბერი, „გატეხილი ზღვა“  )ნატა სოფრიმაძე და ირინა სადჩიკოვა), საგამოფენო სივცე „სტამბა“.

20 სექტემბერი, „შავი ზღვის მარილიანი გემო“ (ერიკ ბოდლერი, იონას ბენდიკსენი/MAGNUM PHOTOS, ფოტოები საოჯახო ალბომიდან, მარია გრუზდევა, იური კოზირევი/NOOR, იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS, გიორგი პინხასოვი MAGNUM PHOTOS, ანა ძიაპშიპა, თომას დვორჟაკი/MAGNUM PHOTOS, უცნობი პოლონელი ტურისტის ფოტოები, 70-იანი წლების კინო ჟურნალები, ნაპოვნი ფოტო არქივები. 
(კურატორები: ანა ძიაპშიპა და ნესტან ნიჟარაძე). ფოტო ჩვენება ღია ცის ქვეშ, საგამოფენო სივრცე „სტამბა“, ამფითეატრი. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

რატომ უნდა ეთქვას უარი თბილისის ანძაზე წ ...

როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ა ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...

მეტი

^