Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

22 სექტემბერი 2018

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. ამის შესახებ ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. 

„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“.

პრემიერს თქმით, სანამ არ მოხდება კონსესუსის მიღწევა და დიალოგის წარმოება მთავრობა „მეორე ინიციატივას ფურსირებას ვერ გავუკეთებს“.

პარლამენტმა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტის განხილვა, სასულიერო პირების პროტესტის ფონზე, შეაჩერა და გაურკვეველი დროით გადადო. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტით მარიხუანის მოხმარება არ წახალისდება. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ არსებობს საფრთხე, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წაახალისოს, მას გაიწვევენ.

კობახიძე: თუ ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა წახალისდება, პროექტს გამოვიწვევთ

„კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტის განხილვამდე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება" - მეზვრიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^